x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ხალხო, თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ! საქციელი გაასწორეთ! სირცხვილია!"- ნახეთ, რამ აღაშფოთა თამარ ჩერგოლეიშვილი

image


ჟურნალისტების ქცევით აღშფოთებული "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, სადაც რეპორტიორებს სიმშვიდისა და ადექვატური ქცევისკენ მოუწოდებს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა და საკუთარ ოჯახთან ერთად სახლში მიემართება, ჟურნალისტებმა მიკროფონი რესპოდენტს პირში არ უნდა შეაჩეჩონ და გათავისუფლებული ექიმისგან ინტერვიუ, როგორც თავად ითხოვა მოგვიანებით უნდა აიღონ: "რეპორტიორებს და მათ დამქირავებლებს მივმართავ - ხალხო, თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ! ასე როგორ შეიძლება. ოჯახს იყო მოწყვეტილი ადამიანი 2 თვე. ცოლთან ერთადაა. სახლში მიდის! გთხოვთ - მოგვიანებით დაგელაპარაკებითო. დგახართ, არ ისმენთ, მიკროფონს პირში თხრით და ყარყატების ხმებს უშვებთ! საქციელი გაასწორეთ! სირცხვილია!"- დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
832
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
832