x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში სტალინის ლიმუზინი მოიპარეს
image


მოსკოვში სტალინის ლიმუზინი "ზის-115" გაიტაცეს.როგორც ცნობილი გახდა რარიტეტული ავტომობილი ევაკუატორით წაიღეს, რადგან ავტომობილი გაუმართავი იყო და ვერ გადაადგილდებოდა.

ინციდენტი 27 დეკემბერს ღამით მოხდა, მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარაჟიდან ექვსმა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ევაკუატორის დახმარებით გაიტაცეს ზის-115, ავტომობილი ეკუთვნის უკრაინელ ოლიგარქს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, რუსლან ტარპანას.

ზის-115 -ლეგენდარული საბჭოთა ავტომობილია უმაღლესი კლასიდან, მზადდებოდა სტალინის სახელობის ავტოქარხანაში.გამოდიოდა 1949-1955 წლებში, დაჯავშნული ლიმუზინი გათვალისწინებული იყო საბჭოთა კავშირის ცკ-ის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის.დამზადდა სულ 56 ეგზემპლარი.


როგორც რუსეთის შსს იუწყება, ევაკუატორის მეშვეობით ავტომობილის გატაცება ბოლო პერიოდში ქურდების ერთ-ერთი ნაცადი მეთოდია, რა დროსაც იყენებენ ყალბ დოკუმენტებს, თითქოსდა ავტომობილი ტრანსპორტირებას კანონიერად ექვემდებარება.

ამ მეთოდით ბოლო ერთ წელიწადში მოსკოვში 1754 ავტომობილი გაიტაცეს.

1
622
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
622
  
2019, 29 დეკემბერი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1