x
image
ლურჯი თოლია
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

ვექიმი აჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც თავად ექიმი ამბობს, გათავისუფლებას არ მოელოდა, რადგან სააპელაციო სხდომა 31 დეკემბერს იყო დანიშნული.

ამჟმად ის სახლში ბრუნდება.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0