x
მეტი
  • 28.09.2020
  • სტატია:103588
  • ვიდეო:347837
  • სურათი:467973
მარტივი 2 წუთიანი ვარჯიში, რომელიც ხერხემალს გაგისწორებთ
imageსხეულის ცუდმა პოზამ რამდენიმენაირად შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ჯანრმთელობაზე - თავის ტკივილიდან, კისრის ტკივილიდან და სუნთქვის პრობლემებიდან დაწყებული, ხასიათის ცვლილებით და თავდაჯერებულობის დაკარგვით დამთავრებული. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და სილამაზის შესანარჩუნებლად, დღეში 2 წუთის განმავლობაში უნდა სცადოთ "არწივის პოზა", იგივე გარუდასანა. სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით ამ მარტივ ვარჯიშს.






ნაბიჯი 1

დადექით იატაკზე შეერთებული ფეხებით, მოშვებული ხელებით და თქვენ პირდაპირ წერტილზე მიმართული მზერით. შემდეგ წინ გაშალეთ ხელები, მხრების სიმაღლეზე და გადააჯვარედინეთ; მარჯვენა ხელი ისე გადაადეთ მარცხენას, რომ ხელები იატაკის პარალელურ მდგომარეობაში იყოს.

image






ნაბიჯი 2

ნელი მოძრაობით სახის პირდაპირ ასწიეთ ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელები, ისე, რომ ხელისგულები ერთად გქონდეთ. დარწმუნდით, რომ ხერხემალი გასწორებული და თავი აწეული გაქვთ.


image






ნაბიჯი 3

ხელები ამ პოზიციაში შეინარჩუნეთ და ნელ-ნელა მუხლებში მოხრა დაიწყეთ. შემდეგ მარჯვენა ფეხი ასწიეთ და დარწმუნდით, რომ მარცხენა ფეხით მყარად დგახართ იატაკზე.

image






ნაბიჯი 4

გადააჭდეთ მარჯვენა ბარძაყი მარცხენას რაც შეიძლება მჭიდროდ და მოათავსეთ მარჯვენა კოჭი მარცხენა წვივის უკან. მარჯვენა ფეხის თითები დაბლა უნდა იყურებოდეს. ისუნთქეთ შეუფერხებლად, სცადეთ, გაზარდოთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხანგრძლივობა.


30-60 წამის განმავლობაში შეინარჩუნეთ ბალანსი ამ პოზაში, შემდეგ ნელ-ნელა მოეშვით და სავარჯიშო მეორე მხარესაც გაიმეორეთ.

image






რჩევები დამწყებთათვის

✸ თუ ამ პოზაში გაჩერება გიჭირთ, დაიხმარეთ კედელი ზურგის მისაყრდნობად.

✸ თუ ჯერ ხელებს იმდენად ვერ ხლართავთ, რომ ხელისგულები ერთმანეთს მიედოს, მაჯების უკანა ნაწილები მოათავსეთ ერთად.

✸ თუ აწეულ ფეხს მეორე ფეხის წვივთან ვერ აჩერებთ, დასწიეთ ის და ფეხის ცერა თითით იატაკს შეეხეთ.

image






რატომ არის "არწივის პოზა" სასარგებლო თქვენი სხეულისთვის:

ხერხემლის გასწორების გარდა, "არწივის პოზამ" სხვა სარგებელიც შეიძლება მოგიტანოთ:

✸ ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესება;

✸ კონცენტრაციის გაუმჯობესება;

✸ თეძოების, კოჭებისა და წვივების გაძლიერება;

✸ ბარძაყის, თეძოს, მხრებისა და ზურგის ზედა ნაწილის გაჭიმვა;

✸ მთლიანი სხეულის უფრო მოქნილად გადაქცევა;

✸ იმუნური სისტემის სტიმულირება.

image

გაფრთხილება: მოერიდეთ ვარჯიშს, თუ ბოლო დროს გქონდათ მუხლის, კოჭის, მხრის ან იდაყვის დაზიანება. თუ განსაკუთრებული მდგომარეობა გაქვთ, რაც სხეულის ბალანსირებაზე ახდენს გავლენას, როგორიცაა დაბალი სისხლის წნევა ან ყურის შიდა პრობლემები, ვარჯიში კედელთან მიყრდნობილ მდგომარეობაში შეასრულეთ. გარდა ამისა, ორსულობის ბოლო კვირებში ვარჯიში რეკომენდებული არ არის.


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.




ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image


2. როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ფეხები და დავიცვათ ტერფები დაზიანებისგან

image


3. როგორ გადავრჩეთ კრიტიკულ სიტუაციებში - 10 ხერხი, რასაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები იყენებენ

image

1
1121
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1121
  
14 იანვარი, 3:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1