x
მეტი
  • 28.02.2020
  • სტატია:99770
  • ვიდეო:344752
  • სურათი:462201
13 სიტუაცია, როცა მშობლები გაუცნობიერებლად ზიანს აყენებენ შვილებს
imageდღესდღეობით უამრავ რეკომენდაციას შეხვდებით ბავშვის აღზრდის შესახებ და ყველა მათგანი განსხვავებულია, ზოგი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის. ექიმები და ფსიქოლოგები აგრძელებენ ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას, აანალიზებენ შედეგებს და რეკომენდაციების ახალ სიას ქმნიან.


სტატიაში გაგაცნობთ, ექსპერტების მიხედვით, რა არის ბავშვისთვის საზიანო. სტატიის ბოლოს კი რამდენიმე რეკომენდაცია დაგხვდებათ ბებიებისთვისაც.






1. მოღიტინება

ხშირად ხდება, როცა ზრდასრულებს ბავშვის გაცინება უნდათ და ამიტომ უღიტინებენ. თუმცა, კალიფორნიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ღიტინი იგივენაირ ბედნიერების განცდას არ იწვევს, რასაც, მაგალითად, სასაცილო ხუმრობა. ეს მხოლოდ მხიარული სიცილის ილუზიაა.


ღიტინის დროს ბავშვი დაუოკებლად იცინის, რაც რეფლექსის შედეგია. თითქმის ყველა ადამიანი იცინის, როცა უღიტინებენ. ბავშვების შემთხვევაში კი პრობლემა იმაშია, რომ გაუცნობიერებლად მაშინაც გაიცინებენ, თუ ღიტინი არ მოსწონთ.


image






2. სათამაშოების მოთავსება ბავშვის საწოლში

ყველა მშობელი ვერ აცნობიერებს, რომ კარგი ძილისთვის ბავშვს მხოლოდ სათანადო ლეიბი, თეთრეული და საბანი სჭირდება, თუ სიცივეა. ზოგჯერ ბალიშის გამოყენებაც შეიძლება, თუ პატარა, თხელი და კომფორტულია. თუმცა, მეცნიერების აზრით, გარკვეულ ასაკამდე ბავშვისთვის ბალიშის გამოყენება რეკომენდებული არაა.


გარდა ამისა, საძინებელ ადგილას ბავშვს არ სჭირდება ზედმეტი დეკორაციები, რადგან სათამაშო ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ძილისთვის ხელის შემშლელი. მან შეიძლება გააღვიძოს ბავშვი ან სუნთქვის პრობლემაც კი გამოიწვიოს, თუ ბავშვი შემთხვევით სახეს ჩარგავს რბილ სათამაშოში.

image






3. ღამის განათების გამოყენება, როცა ბავშვს სძინავს

ყველაზე მკრთალი განათების დატოვებაც კი მთელი ღამით ბავშვის ოთახში კარგი არ არის. ზრდისთვის საჭირო ჰორმონები ძილის დროს სრულ სიბნელეში უკეთ წარმოიშობა.


ღამის განათების სხვადასხვა მიზეზის გამო იყენებენ. უმეტესად, მშობლები ამას საკუთარი კომფორტისთვის აკეთებენ: ასე საფენების გამოცვლა უფრო მარტივია. ზოგ მშობელს, უბრალოდ, სიბნელის ეშინია, ამიტომაც ტოვებენ სინათლეს ბავშვის ოთახში, რათა მასაც არ განუვითარდეს ეს ფობია.


ტრეისი ბედროსიანი, ოჰაიოს შტატის ნევროპათოლოგი, ადამიანებს, რომლებიც უარს ვერ ამბობენ ღამის განათებაზე, ურჩევს, სწორი განათება მაინც გამოიყენონ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მწვანე სინათლე ბიოლოგიურ საათს 90 წუთით სწევს, ლურჯი განათება კი - 180 წუთით, რაც დაძინებას უფრო რთულს ხდის. წითელი და ნარინჯისფერი განათებები იმდენად არ ახშობენ მელათონინის გამოყოფას, რამდენადაც მწვანე, ლურჯი და თეთრი განათებები და არ აყენებენ ზიანს თქვენს ცირკადულ რიტმს.

image






4. ბავშვის ძლიერად რწევა

ბევრ მშობელს ჰქონია შემთხვევა, როცა ბავშვის დაძინება რწევის გარეშე ძალიან გასჭირვებია. ზოგჯერ ეს პროცესი ისე იწელება, რომ დედაც და მამაც უკვე დაღლილია, თუმცა, ბაშვი - არა.


პედიატრები ამტკიცებენ, რომ ეს პრობლემა აღარ გექნებათ, თუ ბავშვს დაბადებიდანვე მიაჩვევთ ძილის რეჟიმს და ხელს არ შეაშლევინებთ შიმშილს, სველ საფენებს, ხმაურს, არაკომფორტულ ტანსაცმელს და ასეთ რამეებს რეჟიმის დაცვაში. თუ ბავშვის რწევას თავს ვერ არიდებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ძალიან დიდ ხანს არ აკეთოთ და თან, თქვენი მოძრაობა ნაზი და სასიამოვნო უნდა იყოს.

image






5. ბავშვისთვის სარკეების დამალვა პოპულარული ცრურწმენის გამო

პოპულარული ცრურწმენის მიხედვით, თუ ბავშვი სარკეში ჩაიხედავს, შეიძლება ავად გახდეს. მსოფლიოს ფსიქოლოგებისა და პედიატრების აზრით, ეს საკმაოდ უცნაური წარმოდგენაა. დოქტორი სუზი გრინი, პოზიტივიზმის უნივერსიტეტის დამფუძნებელი, რეკომენდაციას აძლევს მშობლებს, რომ შვილებთან სარკით ითამაშონ, რადგან ეს ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის იდენტიფიცირებასა და შეცნობაში, რაც ძალიან იშვიათია ცხოველთა სამყაროში.


სხვადასხვა ასაკში ბავშვს განსხვავებული რეაქციები აქვს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვაზე, მაგრამ ეს გამოცდილება მისთვის ყოველთვის მომხიბლავი და პოზიტიურია.

image






6. სტერილური გარემოს შექმნა შვილისთვის

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სისუფთავე უმნიშვნელოვანესია, თუმცა, მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან თანხმდებიან, რომ როცა გარემო ძალიან სუფთაა, ეს ბავშვის განვითარებისთვის ცუდია. სტერილური გარემო ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის, რაც საჭიროა ინფექციებთან ბრძოლისთვის.


უდიდესი შეცდომა, რასაც მშობლები უშვებენ, სახლის ძალიან ხშირად და ზედმიწევნით გაწმენდაა, ასევე, ბავშვებისთვის შინაურ ცხოველებთან თამაშის აკრძალვა. რაც უფრო ადრე შეხვდება ბავშვი პოტენციურ ალერგენს, მით უფრო მალე გაიაზრებს იმუნური სისტემა, რომ ის ისე უნდა აღიქვას, როგორც ჩვეულებრივი რამე.

image






7. ბავშვისთვის ქოთნის გამოყენების ნაადრევად სწავლება

ქოთნის თემა ძალიან საკამათოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უსმინოთ ადამიანების რჩევებს, რომლებიც ექსპერტები არ არიან. ნუ ელით, რომ თქვენი შვილი მაშინვე დაიწყებს ქოთნის გამოყენებას, როგორც კი წლის ან წლინახევრის გახდება. ამ ასაკში ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორი რეაქცია ჰქონდეს სხეულის სიგნალებზე.


ბავშვის უროლოგი სტივენ ჰოდჯსი ამბობს: "ადრე თუ გვიან, ბავშვი ისწავლის სხეულის სიგნალების კონტროლს. სწორედ ამ დროს ისწავლის ის ქოთნის გამოყენებასაც. შარდის ბუშტს ნორმალური განვითარებისთვის 3 ან 4 წელიწადი სჭირდება. თავისუფლად მოშარდვა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ბუშტის განვითარებას ხელს უწყობს".

image






8. ფეხშიშველა სიარული სწორ ზედაპირზე

საშუალოდ, ბავშვები 1 წლიდან იწყებენ სიარულს. როცა ეს ხდება, ზოგი მშობელი შვილისთვის ფეხსაცმელების ყიდვას ჩქარობს, ზოგი კი მას უფლებას აძლევს, ფეხშიშველმა იაროს. მკვლევრები ვერ თანხმდებიან, რომელი სჯობს, თუმცა, ზუსტად იციან, რომ ყველანაირი ზედაპირი ბავშვის სასიარულოდ კარგი არ არის.


არაჩვეულებრივია, თუ ბავშვს აქვს შესაძლებლობა, ფეხშიშველმა იაროს ქვიშაზე, ბალახზე ან გლუვ ქვებზე. არც ისე კარგია სწორ ზედაპირზე, მაგალითად სახლის იატაკზე სიარული. ასეთ შემთხვევაში ფეხის კუნთები სათანადოდ ვერ ვითარდება და მთლიანი სიმძიმე მყესებზე მოდის. ამან შეიძლება ბავშვის ფეხის განვითარებას პრობლემები შეუქმნას.

image






9. ბავშვს ძალას ატანთ, დაამთავროს კერძი.

ბევრი ბებია (და ზოგი მშობელი) ძალიან წუხს, თუ ბავშვი კერძს ბოლომდე არ ჭამს. ისინი იწყებენ ბავშვის დარწმუნებას, შანტაჟს ან შეშინებას. ასე რომ, თეფში სუფთავდება, მაგრამ ბედნიერები მხოლოდ მშობლები არიან.


ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ქცევა ცუდად ჭამის ჩვევას ავითარებს. ეს გზა ხელს უშლის ბავშვს საკუთარი სხეულის შეცნობაში და ერთადერთი, რასაც ასწავლის, ზედმეტის ჭამაა.


გარდა ამისა, არ არსებობს საჭიროება, ბავშვს ყველანაირი საჭმელი ერთდროულად მისცეთ, ეს მისი მოსანელებელი სისტემისთვის ზედმეტია. ბავშვს მხოლოდ ერთი კერძი და ერთი სასმელი სჭირდება.

image






10. თქვენი ხელით გამოკვებვა

ემი ბრაუნი, სუანსეას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამბობს, რომ ბავშვს აღარ უნდა დავეხმაროთ საკვების მიღებაში, როცა კოვზის დაჭერა თავადაც შეუძლია.


"ბავშვებს, რომლებსაც საჭიროზე მეტ ხანს აჭმევენ მშობლები თავიანთი ხელით, მეტად აქვთ ხოლმე წონასთან დაკავშირებული პრობლემები მომავალში. ჭამის პროცესში რთულია მიხვდეთ, როდის დანაყრდა ბავშვი, ამიტომაც, როგორც წესი, ეს პროცესი ზედმეტის ჭამით სრულდება".


მკვლევრების აზრით, ბავშვს, რომელიც თავად მიირთმევს, ჯანსაღი დამოკიდებულება უვითარდება საჭმლის მიმართ.

image






11. ბავშვის დაცვა ალერგენებისგან

შვედი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როცა საქმე რომელიმე საჭმლის მიმართ ალერგიულობის განვითარების შემცირებას ეხება, მშობელმა საკვების მიმართ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეზღუდოს ბავშვი.


გორან უენერგანი, გოტენბურგის უნივერსიტეტის პედიატრიის პროფესორი ამბობს: "ბავშვისთვის ადრეულ ასაკში სხვადასხვანაირი საჭმლის მიცემა გარდა იმისა, რომ საზიანო არ არის, სასარგებლოცაა. იმუნური სისტემა საკვებზე სწორად რეაგირებას სწავლობს. ამის ნათელი მაგალითი თევზია. რეკომენდაციას ვუწევ, ბავშვს 4 თვის ასაკიდან მისცეთ დასრესილი თევზის ფილე".


პროფესორის აზრი კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომელიც ბოლო დროს ჩატარდა ისრაელელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ. ებრაელი მშობლები ლონდონში შვილებს მიწის თხილს არ აჭმევდნენ, ისრაელელი ბავშვები კი მას ჯერ კიდევ მანამ ჭამდნენ, სანამ 1 წლის გახდებოდნენ. სტატისტიკა არ იტყუება: ისრაელელ ბავშვებს უფრო ნაკლებად ჰქონდათ ალერგიისკენ მიდრეკილება, ვიდრე ბრიტანელებს.

image






12. ბავშვს ძალას ატანთ, გაუზიაროს.

2 წლის ასაკიდან ბავშვი საკუთარ თავს ადამიანივით ექცევა და ნივთები, რომლებიც აქვს, საკუთრებად მიაჩნია. ამიტომაც ნებისმიერი, ვინც მისთვის რამის წართმევას მოინდომებს, მიმტაცებლად მიიჩნევა. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცოტა მშობელს ესმის. დედებს და მამებს არ სურთ, მათი შვილი ხარბად აღიქვან. ამიტომაც, აძალებენ საჭმლისა და სათამაშოების გაზიარებას სხვებისთვის.


ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი ქცევით თავდაუჯერებელ ბავშვებს ვზრდით. ისინი არ უსმენენ საკუთარ სურვილებს და მათ წინააღმდეგაც კი მიდიან. საბოლოოდ, ხდებიან კაცები და ქალები, რომლებსაც "არას" თქმა მაშინაც უჭირთ, როცა ეს მათ ინტერესებშია.

image






13. ბავშვის შეფუთვა, როცა ხელ-ფეხი ცივი აქვს

თუ ბავშვს ტერფები, ხელის მტევნები და ცხვირი ცივი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სცივა: სისხლის მიმოქცევის უნიკალური მახასიათებლების გამო, ჩვეულებრივი რამეა, რომ სხეულის ეს ნაწილები სხვებზე ცივია. ბავშვის ოთახში ჰაერის ნორმალური ტემპერატურა 20°C-დან 22°C-მდე უნდა იყოს. ასეთ პირობებში ბავშვს არ სჭირდება ქუდი, წინდები ან ხელთათმანი: კანი უნდა სუნთქავდეს და ჰაერთან კონტაქტი ჰქონდეს.


სხვათა შორის, ბევრად უფრო მარტივი და სახიფათოა, ბავშვს დასცხეს, ვიდრე შესცივდეს. ზედმეტად გახურების ყველაზე აშკარა ნიშანია სველი კისერი და კანის ფერი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ღია მოვარდისფრო უნდა იყოს. თუ კანი ზედმეტად ვარდისფერი ან წითელია, ეს ნიშნავს, რომ ბავშვს სცხელა და რამე უნდა გახადოთ.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე - 10 ცხოვრებისეული რჩევა

image


2. 10 მტკივნეული რამ, რაც შეიძლება შვილებმა მშობლებს გაუკეთონ

image


3. 12 რამ, რასაც კარგი მშობლები შვილებისთვის აკეთებენ

image

1
644
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
644
  
12 იანვარი, 3:08
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1