x
image
_K_
15+ დეტალი, რომელიც საყვარელ სერიალებში ბევრ მაყურებელს გამორჩა
imageყველა ჩვენგანი მზად ვართ, ისევ და ისევ ვუყუროთ საყვარელ სერიალებს, მაგრამ მუდმივად ყურადღების მიღმა გვრჩება საინტერესო დეტალები და მინიშნებები, რაც ფილმების შემქმნელებმა დაგვიტოვეს. მაგალითად, ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება ექიმი ჰაუსის მისამართისთვის და გიფიქრიათ, რას ნიშნავს ის?


სტატიაში წარმოგიდგენთ საინტერესო დეტალებს ჩვენი საყვარელი სერიალებიდან. ყურადღებით წაიკითხეთ და როცა კიდევ ერთხელ უყურებთ, აღარ გამოგრჩეთ! მაშ ასე, ისიამოვნეთ!






✸"სამეფო კარის თამაშებში" დოთრაკიელები გრძელ თმას და ნაწნავებს ატარებენ. თუ ბრძოლაში წააგებენ, ნაწნავს იჭრიან. ასე რომ, რაც უფრო მეტი ნაწნავი აქვს, მით უფრო ძლიერია მეომარი. რაც კჰალასარის დედოფალი ხდება, ამ ტრადიციას კჰალესიც მიჰყვება. რაც უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებს, მეტ ნაწნავს იკეთებს. შოუს ბოლოს მისი თმა ყველაზე კომპლექსურია.


ინტერნეტ მომხმარებლები ხუმრობენ კიდეც: "კარგია, რომ რეჟისორებმა მის თმებში ზარები არ ჩაამაგრეს, როგორც ეს წიგნშია. ასე რომ ექნათ, დრაკონზე მისი შემოჯდომა ახალი წლის მარხილით სრიალს მოგვაგონებდა".


image






✸ დააკვირდით, როგორ ბეჭდავს ჯონ უოთსონი ტექსტს "შერლოკში": ის მხოლოდ 2 თითს იყენებს. ბეჭდვის ეს ტექნიკა ვიქტორიანული დროიდან გადმოიღეს, როცა ორიგინალი "შერლოკ ჰოლმსი" დაიწერა.

image






✸ "მხევლის წიგნში" ტოტალიტარული საზოგადოების ამბავია მოთხრობილი, რომელშიც ქალები მონები არიან: მათ არ შეუძლიათ მუშაობა, სწავლა, წაკითხვა ან წერა. ამიტომაც სერიალის შემქმნელები ძალიან ფრთხილად მოეკიდნენ დეტალებს. მაგალითად, STOP ნიშნის მაგივრად, ხელის ფიგურაა გამოყენებული.

image






✸ იგივე მიზეზის გამო, მარკეტში პროდუქტებზე ვერ შენიშნავთ წარწერებს, მხოლოდ სურათებს! აი, ამას ნიშნავს დეტალებისადმი ყურადღება.

image






✸ სერიალში "გვირგვინი" ნებისმიერ დროს, როცა დედოფალი სერიოზულ ღონისძიებაზე მიდის, როგორიც არის პრემიერ მინისტრთან საუბარი, მნიშვნელოვანი შეხვედრა ან ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლა, ის მარგალიტის ყელსაბამს იკეთებს. დედოფალ ელიზაბეთ II-ს ნამდვილად აქვს ასეთი ყელსაბამი, თანაც ერთი კი არა, არამედ 3, და მათ საკმაოდ ხშირად ატარებს. ალბათ, ამის წაკითხვის შემდეგ ეს დეტალი აღარ გამოგეპარებათ.

image






✸ ჯიმ ჰოპერის უნიფორმა "უცნაური რამეებიდან" თითქმის იდენტურია შერიფ მარტინ ბროდის უნიფორმისა 1980 წლის ფილმიდან "ყბები".

image






✸ "შავი სარკის" შემქმნელებს უყვართ რომელიმე სერიაში წინა ეპიზოდის გამოყენება. ინტერაქტიულ ფილმ Bandersnatch-ში კედელზე შენიშნავთ Metal Hedd-ის პოსტერს. ეს სერიალის მე-4 სეზონის მე-5 ეპიზოდის სახელია.

image






✸ რამდენჯერაც არ უნდა უყუროთ "მეგობრებს", ყოველთვის აღმოაჩენთ რაღაც ახალსა და სასაცილოს. მე-8 სეზონის მე-17 ეპიზოდში როსი ატარებს მაისურს, რომელზეც "მეგობრები" მუნჯურ ენაზეა დაწერილი. ეს ნამდვილად საყვარლობაა, ყოჩაღ, როს!

image






✸ მე-4 სეზონში ჯოუისა და ჩენდლერის ბინაში მეორე მიკროტალღურ ღუმელსაც შენიშნავთ. ყველამ იცის, რომ ჯოუის ჭამა უყვარს. იქნებ, მეორე ღუმელი იმისთვის დასჭირდა, რომ საჭმელი უფრო სწრაფად გაეცხელებინა? ეს გამოცანაა, რომელიც შოუს შემქმნელებმა დაგვიტოვეს.

image






✸ "მოსიარულე მკვდრების" დასაწყისში წარწერა თითქოს მოძველებულია და შემდეგ სეზონებში უფრო და უფრო მიხრწნილი ხდება. თუმცა, მე-9 სეზონში წარწერაში მკაფიოდ შევნიშნავთ ქვებს, რაც ნიშნავს, რომ მთავარი პერსონაჟები ახალ ენერგიას იკრეფენ.

image






✸ პოპულარული სერიალის "როგორ შევხვდი დედათქვენს" ერთ-ერთ ეპიზოდში ცნობილ ამერიკელ კომიკოსს, კონან ო'ბრაიენს შენიშნავთ. თუმცა, მისი როლი იმდენად პატარა იყო, რომ სიტყვაც კი არ უთქვამს.

image






✸ ბარნი სტინსონს იმდენად უყვარს ჰალსტუხები, რომ მე-4 სეზონის გიჟურ წვეულებაზე მას ატარებდა. გარდა ამისა, ორნამენტების მაგივრად, ბარნიმ საკუთარი ნაძვის ხე ჰალსტუხებით გააფორმა.

image






✸ "ექიმი ჰაუსის" ეპიზოდებში ყავის მანქანაზე შენიშნავთ წარწერას Good Coffee, Cheaper than prozac!” (კარგი ყავა უფრო იაფია, ვიდრე პროზაკი). პროზაკი ანტიდეპრესანტია, რომელსაც ხშირად ახსენებენ შოუში.

image






✸ ალბათ, ყურადღებიანი მაყურებლები შეამჩნევდნენ, რომ გრეგორი ჰაუსის სახლის მისამართი ბეიკერ სთრითის 221 ნომერია. შოუს პროდიუსერებმა არაერთხელ თქვეს, რომ ჰაუსის პერსონაჟი შერლოკ ჰოლმსის ინსპირაციით შეიქმნა, ამიტომაც დატოვეს ასეთი საინტერესო მინიშნება სერიალში.

image






✸ "მისტერ რობოტის" მე-5 სეზონის მე-4 ეპიზოდში დატოვებული მინიშნების წყალობით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ შოუ 2015 წელს შეიქმნა. მობილურის ეკრანზე ნამდვილი იარაღის გამოსახულებას ვხედავთ. საქმე იმაშია, რომ 2018 წელს იარაღის ემოჯი წყლის თოფისამ ჩაანაცვლა.

image






✸ როცა მსახიობი ჯეიმი-ლინ სინგლერი სერიალ "სოპრანოს კლანში" მიიწვიეს, შოუს სახელის გამო ის ფიქრობდა, რომ რაღაც მიუზიკლისმაგვარში მიდიოდა. მომავალში ასეთი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, შოუს შემქმნელებმა მისი ლოგო შეცვალეს და სახელში ასო R-ის მაგივრად იარაღი დაამატეს.

image






✸ "მძიმე დანაშაულის" ერთ-ერთ ეპიზოდში ხედავთ, რა უცნაურად და ფრთხილად უჭირავს ჭიქა ჰენკს. ეს იმიტომ, რომ ჭურჭლიდან გუსტავო ფრინგის თითის ანაბეჭდები არ წაშალოს.

image






✸ იმავე შოუში ფერებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთლიანი სერიალის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ მერი გარშემორტყმულია იისფერით. ამ ფერს შენიშნავთ მის ტანსაცმელზე, აქსესუარებზე, სახლის ინტერიერში, ქსოვილებზე და ა.შ. იისფერი გარდამავალი ფერია წითელსა და ლურჯს შორის. ის შესაფერისია ვიღაც ისეთი დაუცველი და მგრძნობიარე პერსონაჟისთვის, როგორიც მერია.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 13 მსახიობი ქალი, რომლებიც როლის შესრულებისას ორსულად იყვნენ

image


2. 14 მსახიობი, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა საპირისპირო სქესის როლი

image


3. 10 მსახიობი, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ

image

1
934
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
934
  
2020, 10 იანვარი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1