x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამი სურვილი (საახალწლო იგავი–სადღეგრძელო)

image
ერთი კაცი, ისევე როგორც ადამიანების უმრავლესობა, საოცრებაზე ოცნებობდა და ის მოხდა… ერთ მშვენიერ დღეს, სამუშაოზე მიდიოდა და ნამდვილ ჯადოქარს შეხვდა. «დღეს ჯადოსნური დღე არის და შემოძლია 3 სურვილი შეგისრულო», — უთხრა მან კაცს.

— მაგარი მანქანა მინდა, – ასახდელზედიანი, — ცოტა ფიქრის შემდეგ, უპასუხა კაცმა.

— კარგი, — უპასუხა ჯადოქარმა, — იქით გაიხედე...

კაცმა გაიხედა, საითაც ჯადოქარმა მიუთითა და კაბრიოლეტი დაინახა.

— აი, მესმის! ზუსტად ისეთია, მე რომ მინდოდა! — დაიყვირა მან, ჩაჯდა მანქანაში და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად გაემგზავრა.



მომდევნო დღეს, კაცი ისევ იმ ადგილზე, ისეთი გაბრაზებული მივიდა, რომ ჯადოქარმა მაშინვე ჰკითხა:

— რა მოხდა? ასე რამ გაგაბრაზა?

— ა... მთელი დღე ქალაქში ვსეირნობდი და სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველგან უამრავი, ლამაზი მანქანა იყო და ადამიანები ყველა მანქანას ერთნაირად უყურებდნენ... ასე, რომ, ეს ის არ არის, რაც მინდოდა.

— შემიძლია, შენი მეორე სურვილი შევასრულო, — უთხრა მას ჯადოქარმა.

— მე... მინდა... ძალიან ბევრი ფული, — იმდენი, რომ რაც მომინდება, ყველაფერი შევიძინო.

— კარგი, — უპასუხა ჯადოქარმა და მას საბანკო ბარათი მისცა, შეუზღუდავი ანგარიშით.

კაცმა ბარათი ჯიბეში ჩაიდო და ჯადოქარს უთხრა:

— ხვალ დავბრუნდები, მე ხომ მესამე სურვილიც მაქვს, რომლის შესრულებასაც დამპირდი.



მეორე დღეს კაცი და ჯადოქარი ერთმანეთს კიდევ შეხვდნენ. მაგრამ, კაცი ისევ გაბრაზებული და დათრგუნული ჩანდა. ჯადოქარმა ჰკითხა:

— ახლა რაღა მოხდა?

— ყველაფერი ვიყიდე, რაც მინდოდა... და ჩემთვის სულერთი გახდა, შევძლებდი თუ არა, კიდევ რამის ყიდვას. მე ხომ ყველაფრის შეძენა შემეძლო? ასე, რომ, მნიშვნელობა აღარ აქვს... არ მოგიცია ჩემთვის ის, რაც მინდოდა.

— და ახლა რა გინდა? — ჰკითხა მას ჯადოქარმა.

— ვიცი, რაც მინდა. მინდა ზღაპრულად ლამაზი... გოგონა.

— კარგი, — უპასუხა ჯადოქარმა, და უეცრად, მის გვერდით ულამაზესი ქალიშვილი გაჩნდა.

— ოო!.. — წამოიძახა კაცი, მას ხელკავი გაუკეთა და წავიდა.



...ორი კვირის შემდეგ, კახი ისევ დაბრუნდა და ისევ გაბრაზებული. ჯადოქარმა ჰჯითხა:

— ახლა, რაღა? ზღაპრულად ლამაზი გოგონა ხომ წაიყვანე?!

— ა... ის ისეთი დამჯერი იყო, რომ ძალიან მალე მომბეზრდა. მას მხოლოდ ჩემი ფული უნდოდა და საჭირო თანხა რომ მოაგროვა, უბრალოდ, წავიდა. რაღაც, ცუდი ჯადოქარი ხარ. მე გთხოვ და გთხოვ, რაც მინდა, ეს კი არც ის არის და არც ისეთი, მე რომ მინდა.

— ეს იმიტომ, — უპასუხა ჯადოქარმა — რომ არასდროს გითხოვია ის, რაც სინამდვილეში გინდა. მანქანას თხოულობ, მაგრამ რეალურად, — გინდა, რომ პატივი ქცენ; ფულს თხოულობ, — მაგრამ, თავისუფლება გინდა; ლამაზ გოგოს თხოულობ, სინამდვილეში კი, — სიყვარული გინდა.

ამიტომ, იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო, ამ კითხვებზე უნდა იცოდე პასუხი:

I. რეალურად, რა სურვილი მაქვს? – ეს სურვილების წრე არის.

II. მიზნის მისაღწევად რა გაქვს ამჟამად? – ეს შესაძლებლობების წრე არის.

III. რა უნდა გავაკეთო კიდევ, რომ სასურველი მივიღო? – ეს ქმედების წრე არის.

და ყველაზე მთავარი, უნდა გახსოვდეს, რომ ყოველთვის, შესაძლებლობების წრიდან, სურვილების წრეში უნდა იყურებოდე და არა პირიქით... ეს ისთვის, რომ ილუზიების წრეში არ მოექცე... და მაშინ, ყველა სურვილი შესაძლებელი გახდება!


და , სურვილების შესრულებამ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, სიხარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ, ახალ, 2020 წელს!

imageimageimageimageimageimageimage








0
269
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0