x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსი სამხედრო ექსპერტების თქმით იმატა რუსულ დანაყოფებში სროლისას იარაღის გაჭედვის ფაქტებმა უხარისხო ვაზნების გამო

image რუსმა სამხედრო ექსპერტებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი კონცერნების და კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას წამოჭრეს საკითხი, თუ რატომ მოიმატა ასე მასიურად შეიარაღებულ ძალებში სროლისას ცეცხლსასრილი იარაღის გაჭედვის ფაქტებმა.
ჩინოვნიკებმა ათასგვარ რამეს დააბრალეს იარაღის გაჭედვა, მაგრამ სამხედრო ექსპერტების თქმით არცერთი არ იყო რეალური მიზეზი.
მათი აზრით იარაღების გაჭედვის მიზეზი უხარისხო ვაზნების წარმოებაშია, ვაზნები და ამფეთქი არაა სტანდარტული, ვაზნიდან ამფეთქი არცერთ შემთხვევაში არ უნდა ამოვარდეს, რადგან მექანიზმში მოხვედრისას მას თავისუფლად შეუძლია გაჭედოს მექანიზმი.
ხშირად, როგორც ცდებმა დაადასტურა ვაზნაში არაა საკმარისი დენთი, რაც ტყვიის გულას ლულაში გაჭედვას იწვევს, ასეთ დროს მეორე ტყვიის გასროლა კი აუცილებლად გამოიწვევს იარაღის ლულის გასკდომას, რამაც შესაძლოა მსროლელი დააზიანოს.
image ხშირად დამცემი ნემსა კარგად არ ფიქსირდება, რაც ცალკე პრობლემაა
image ამფეთქის ბუდე ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სროლისას ის მექანიზმში მოხვდებოდა
imageimage მჭიდშივე აფეთქებული ვაზნის მიერ გამოწვეული დეფორმაცია მჭიდზე
imageimageimageimage







0
480
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
480