x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
(ვიდეო) - ამარანტი: რატომ უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები მას სიცოცხლის ელექსირს?

image



მრავალ თქმულებასა და ლეგენდაში ნახსენებია სიცოცხლის ელიქსირი, იქ წერია, რომ მისი მიიღების შემდეგ განიკურნები ყველა დაავადებისგან და გახდები ძლიერი.


ეს ჯადოსნური სასმელი კი არა, არამედ არის მცენარისგან დამზადებული ნაყენი, რომელიც ყველას შეუძლია ბაღში გაზარდოს, ეს არის ამარანტი.


უძველესი დროიდან, სლავების წინაპრებმა გაზარდეს ეს საოცარი მცენარე. ისინი მისი თესლიდან ფქვილს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ, ასევე, აკეთებდნენ ზეთს. ამარანტი სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც უკვდავების მიმნიჭებელი და ეს ყველაფერი თავისი თვისებების წყალობით.



ამარანტის ზეთი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავამდიდროთ ჩვენი სხეულის ქსოვილები და ორგანოები ჟანგბადით. ეს ნივთიერება ზღუდავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას ჩვენს სხეულში, რაც დაბერების ერთერთი მიზეზია. ნივთიერებას ეწოდება სკვალენი.


სკვალენი არა მხოლოდ აძლიერებს იმუნურ სისტემას, არამედ, აფერხებს სიმსივნეების განვითარებას. ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის დაბერებას და უჯრედებს აჯანსაღებს. რატომ არ იცის ყველამ ამ ელიქსირის შესახებ?


ამ თვისებებით ამარანტი ნამდვილად შეიძლება იყოს სიცოცხლის ელექსირი. მაგრამ რა მოხდა? სად გაქრა ჩვენი წინაპრების ძალა და რატომ იცის ცოტამ ამ მცენარის შესახებ?


ავტორის აზრით, ეს ყველაფერი ხალხის განადგურების გეგმის ნაწილი იყო. მისი თქმით, ჯერ კიდევ პეტრე პირველმა აკრძალა ამ მცენარის გაშენება და მისგან პურის გამოცხობა. შემდეგ ყველა ინფორმაცია მის შესახებ უბრალოდ განადგურდა, მცენარე სარეველად გამოცხადდა.


მაგრამ ყველაფერი ბრუნდება თავის ადგილზე და ახლა ყველას შეუძლია ამარანტი გაზარდოს და არავინ აუკრძალავს ამას. ერთი კილოგრამი ამარანტის თესლი საკმაოდ ძვირი ღირს

.

ავტორის აზრით, დროა, დავუბრუნდეთ ძველ ტრადიციებს, გავხდეთ ძლიერები და დავუბრუნდეთ სოფელს.





1
500
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
500
  
2019, 29 დეკემბერი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1