x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ მოვიგოთ თეთრი ვირთხის გული – საახალწლო რჩევები

image


დამდეგი 2020 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, თეთრი ვირთხის წელიწადია, რომელიც 25 იანვარს დგება და როგორც ასტროლოგები ირწმუნებიან, რადგან 2020–ის ფერი – თეთრია, დამდეგ წელს, მათ გაუმართლებთ, ვინც პატიოსანი იქნება, როგორც საკუთარი თავის, ისე ირგვლივმყოფების მიმართ. ხოლო, წარუმატებელი იქნება მათთვის, ვისაც დავიწყებული აქვს პატივისცემა და ზნეობრიობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელი, ხელსაყრელი იქნება ოჯახის შექმნის, შვილების დაბადების და ახალი საქმის წამოწყებისთვის. ამ წელს, ვირთხა რომ დაგეხმაროთ, უპირველესყოვლისა, სიმტკიცე და მშვიდობისმოყვარეობა უნდა გამოავლინოთ.

რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, ეს მღრღნელები გუნდურად ცხოვრობენ და ამიტომ, ახალი წლის დადგომას ოჯახურ გარემოში, ახლობლების და მეგობრების წრეში უნდა შეხვდეთ.



საახალწლო სუფრა


imageოთახის ინტერიერი, სადაც საახალწლო სუფრა იშლება, მშვიდი და ნეიტრალურ ტონებში უნდა იყოს მორთული. იგივე ეხება სუფრის სერვირებას: დანა-ჩანგალი ვერცხლის ან მელქიორის უნდა იყოს, ხელსახოცები თეთრი ან ნაცრისფერი, ხოლო ჭურჭელი – ახალი და საზეიმო.
საახალწლო სუფრის ფერების საერთო ჰარმონია – თეთრი და ვერცხლისფერი უნდა იყოს და არც დეკორი უნდა იყოს მოჭარბებული. შეეცადეთ, რომ ყველაფერი მოკრძალებულად, მაგრამ გემოვნებით გამოიყურებოდეს. სუფრის გასაფორმებლად, შეგიძლიათ ლითონის შანდლები გამოიყენოთ, თეთრი სანთლებით. ასევე კარგი იქნება, თუ მაგიდაზე მომავალი წლის სიმბოლოს – ვირთხის ან თაგვის, თეთრ ან ნაცრისფერ სათამაშოს მოათავსებთ (ფაქტურას მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება ნაძვის ხის სათამაშოც იყოს).



ვირთხას ძალიან უყვარს ჭამა და არც წუნიაა. თუმცა, ისეთი კერძებიც არის, რაზეც შეიძლება უარი თქვას. მას არ უყვარს მეტისმეტად ცხარე და ცხიმიანი საკვები და კიდევ, – პროდუქტები, მძაფრი, სპეციფიკური სუნით (მაგ., ცხვრის ყველი). მას არ უყვარს ასევე: კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, მანის ბურღული, ყავა და პარკოსანი კულტურები.

საახალწლო მენიუში უნდა ჩართოთ მარცვლეული კულტურები. მაგ., წიწიბურა, რომელიმე კერძის გარნირად. თუ ეს ვარიანტი არ გამოდის, მაშინ სუფრაზე პატარა თეფშით ხორბალი დადგით. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, უარის თქმა არაფერზე მოგიწევთ: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ყველი, ხილი, ორცხობილა, თხილეული და ტკბილეული – ვირთხას ყველაფერი უყვარს.

ცივი კერძებიდან, შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის ღვეზელი ან თევზის ნებისმიერი კერძი, ღუმელში გამომცხვარი ინდაური ან ქათამი.

ხოლო სასმელებიდან, უპირატესობა, დაბალალკოჰოლურ (მაგ., შამპანური, ლიქიორი ან კოქტეილი) სასმელს მიანიჭეთ.



სამოსი და აქსესუარები


imageსაახალწლო სამოსი ელეგანტური და მოსახერხებელი უნდა იყოს. საბაზო ფერები: ვერცხლისფერი, ოქროსფერი, თეთრი, ნაცრისფერი, შავი, მწვანე ან ლურჯი. ვისაც უფრო მქრქალი ფერები უყვარს, შეუძლია კრემისფერი, ფერფლისფერი ან მარგალიტის რომელიმე ტონალობა შეარჩიოს.

რაც შეეხება აქსესუარებს: ეს შეიძება იყოს გულსაკიდი, გულსაბნევი, ქამარი... და რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერცხლისფერი.

და კიდევ, სამოსზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რომელიმე ცხოველის პრინტი და იგივე შეზღუდვა ეხება ე. წ. ლეოპარდზე, თუნდაც ის ფერფლისფერი იყოს.
სამოსთან დაკავშირებით, ერთი შეზღუდვაც არის და ეს, როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს ეხებათ: ახალი წლის ღამეს, არ შეიძლება ჯინსის შარვლის ჩაცმა.



P.S. ვირთხა ძალიან ინტელექტუალური ცხოველია და მას თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი აქვს. ამიტომ, თუ გინდათ, რომ 2020 წელს ყველაფერი კარგად აგეწყოთ, მის დადგომასთან ერთად, დაასრულეთ ძველი საქმეები. მაქსიმალურად მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახალი წლის დღეებში შეგიძლიათ საჩუქრები მოამზადოთ და საბავშვო სახლებს ან საავადმყოფოებს ეწვიოთ. დამდეგ წელს, რამე რომ მიიღოთ, სიკეთე ჯერ თავად უნდა გასცეთ.

imageimageimageimageimageimageimage








1
225
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
225
  
2020, 1 იანვარი, 2:38
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1