x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თევზის უმარტივესი რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

თევზის სტეიკი თაფლის და მდოგვის სოუსით


imageმომზადების დრო: 1 სთ. და 15 წთ.


ინგრედიენტები:


წითელი თევზის (თინუსი, ორაგული) სტეიკი 4
მდოგვი — 2 ს. კ.
თაფლი — 1 ს. კ.
ლიმონის წვენი — 1 ს. კ.
ნიორი — 3 კბილი
მარილი და პილპილი — გემოვნებით


მომზადება:


I. მოამზადეთ მარინადი: შეურიეთ ერთმანეთს მდოგვი, თაფლი და ლიმონის წვენი > გამოჭყლიტეთ ნიორი > დაუმატეთ მარილი და დაფქული პილპილი > ყველაფერი კარგად შეურიეთ, ერთგვარი მასის მიღებამდე.

II. თევზის სტეიკი გარეცხეთ და სამზარეულოს პირსახოცით გაამშრალეთ > წაუსვით თევზს მარინადი ყველა მხრიდან > გააჩერეთ მარინადში ნახევარი საათი.

III. საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ ფოლგა და მასზე თევზის ნაჭრები მოათავსეთ > გამოაცხვეთ 180 ºС, წინასწარ გახურებულ ღუნელში, 25-30 წუთის მანძილზე (თუ ღუმელს გრილის ფუნქცია აქვს, ბოლო 5 წუთი, ეს ფუნქცია გამოიყენეთ).

IV. საერთოდ, ამ კერძს გარნირად, შემწვარ კარტოფილი უხდება, მაგრამ რადგან ვირთხის წელი მოდეს და ამ ცხოველს კარტოფილი დად არ უყვარს, უმჯობესია, თუ წიწიბურას ან ბისტნეულის სალათს მოამზადებთ.


P.S. ვირთხას ძალიან უყვარს ჭამა და არც წუნიაა. თუმცა, ისეთი კერძებიც არის, რაზეც შეიძლება უარი თქვას. მას არ უყვარს მეტისმეტად ცხარე და ცხიმიანი საკვები და კიდევ, – პროდუქტები, მძაფრი, სპეციფიკური სუნით (მაგ., ცხვრის ყველი). მას არ უყვარს ასევე: კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, მანის ბურღული, ყავა და პარკოსანი კულტურები.

საახალწლო მენიუში უნდა ჩართოთ მარცვლეული კულტურები. მაგ., წიწიბურა, რომელიმე კერძის გარნირად. თუ ეს ვარიანტი არ გამოდის, მაშინ სუფრაზე, პატარა თეფშით, ხორბალი დადგით. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, უარის თქმა არაფერზე მოგიწევთ: ხორცი, თევზი, ბოსტნეული, ყველი, ხილი, ორცხობილა, თხილეული და ტკბილეული – ვირთხას ყველაფერი უყვარს.

ცივი კერძებიდან, შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის ღვეზელი ან თევზის ნებისმიერი კერძი, ღუმელში გამომცხვარი ინდაური ან ქათამი.

ხოლო სასმელებიდან, უპირატესობა, დაბალალკოჰოლურ (მაგ., შამპანური, ლიქიორი ან კოქტეილი) სასმელს მიანიჭეთ.

imageimageimageimageimageimageimage






1
342
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
342
  
2019, 31 დეკემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1