x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ანატომიის მასწავლებელმა გააოცა მოწაფეები და საზოგადოებაც

image

ერთ-ერთი ესპანური სკოლის მოსწავლეებს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ ეს გაკვეთილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში.


გაკვეთილზე მასწავლებელმა ადამიანის სხეულის ყველა ორგანო ... საკუთარ სხეულზე მიხატული აჩვენა.



ანატომია რთული დისციპლინაა, მაგრამ თუ თქვენ გყავთ ისეთი პედაგოგი, როგორიც არის ვერონიკა დუკე, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ მისი წყალობით, თქვენ უკვე ნამდვილად იცით, თუ რომელ ორგანო სად მდებარეობს.


იმისთვის, რომ თემა რაც შეიძლება ნათლად აეხსნა, იგი კლასში გამოცხადდა ადამიანის ორგანოებით მიხატულ კოსტუმში.


43 წლის ვერონიკა უკვე 15 წელია მასწავლებელად მუშაობს, როდესაც მისმა მეუღლემ "ტვიტერ"-ზე გააზიარა ცოლის საოცარი გაკვეთილები, პუბლიკაცია დაუყოვნებლივ გახდა ვირუსული.



"რამდენად ვამაყობ მისით, ამოუწურავი იდეების მარაგის გამო, რომელიც ასევე ჩემი მეუღლეცაა. დღეს მან თავის მოწაფეებს ძალზე ორიგინალურად აუხსნა ადამიანის სხეულის სტრუქტურა. ბავშვები აღფრთოვანებულები არიან. ბრავო, ვერონიკა !!! "-ასეთი პოსტი დაწერა ვერონიკას მეუღლე, მაიკლმა სოციალურ ქსელში.

imageimage

რამდენიმე დღეში პოსტმა 13 ათასზე მეტი რეტვიტი და დაახლოებით 69 ათასი მოწონება დაიმსახურა.


კომენტარებში მომხმარებლებმა შეაფასეს მასწავლებლის კრეატიულობა და წუხდნენ, რომ მათი ბიოლოგიის გაკვეთილები აამგვარად არ ტარდებოდა.

მართლაც, არა თუ ბავშვმა, ბევრმა ზრდასრულმა ადამიანმაც შეიძლება ვერ დაგისახელოს ზუსტად რომელიმე ორგანოს მდებარეობა.

"განათლების სისტემას ესაჭიროება მეტი ასეთი პედაგოგი."-ნათქვამია კომენტარებში.

0
247
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0