x
image
მაია 24
"არავისი ნაძვის მათხუვრები ჩვენ არ ვართ, აქეთ გვეხვეწებიან" - რა იდეა აქვთ ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით ნათია ფანჯიკიძეს და მაკა ჩიჩუას
image


თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ცოლი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით იდეით გამოდის. ამის შესახებ ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:


image


"რაჭული ვერცხლისფერი ნაძვი, რომელსაც აქვს სათამაშოების დასაკიდებლად იდეალურად განლაგებული, უფუმფულესი ტოტები და ზღაპრული შეფერილობის უხშირესი წიწვები, რომლის თესლი ტონობით გააქვთ ევროპელებს საშობაო ნაძვების გასაზრდელად, მართალია, ნელა მზარდი ხეა, მაგრამ საბოლოოდ უზარმაზარი იზრდება და, ფაქტობრივად, უკვდავი ხეა. რომ დავრგოთ რომელიმე ცენტრალურ მოედანზე და ყოველ მომდევნო შობას მივართვათ ახალი საჩუქრები ახლადგაზრდილი ტოტებისთვის და ჩვენც მასთან ერთად გავიზარდოთ? თანაც რაჭულს, ყველაფერს სიმშვიდე მოაქვს. კიდევ თანაც, ყველა ქვეყანას და ქალაქს აქვს თავისი სიმბოლოები, ტოტემის გადმონაშთივით, - ბერლინს დათვი, დუბაის აქლემი, ნიუ იორკს ხარი... ეს ხე უკვე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა, რადგან ქრისტიანული სამყაროს ამხელა ყურადღება მიიქცია თავისი უნიკალური ფორმის გამო. ხოდა ჩავასკუპოთ პატივით და დიდებით, რა მოხდება. არავისი ნაძვის მათხუვრები ჩვენ არ ვართ, აქეთ გვეხვეწებიან თესლს. თან "ივენთი" უნდა შექმნა ამისგან - "წელს ჩვენი ნაძვი მეტრნახევრით გაიზარდა, ვიღებთ საჩუქრებს!" ჩაერთოს მორთვაში ყველა ქვეყნის ქრისტიანი. როგორც ვაშინგტონში საკურას ყვავილობაზე დასასწრებად ჩადის აპრილში მილიონობით ტურისტი. ხოდა როცა ჩვენი ნაძვი ზრდას დაასრულებს და ცას მისწვდება, ჩვენც გავბრწყინდებით. და მერე გაბრწყინება ვიზეიმოთ", - წერს ფსიქოლოგი.


image


პოსტზე კომენტარს აკეთებს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა:


"სულ მაგას ვამბობ და მიკვირს, რომ ერთი ცოცხალი დიდი ნაძვის ხე არ გვაქვს მოედანზე. ზეთისხილის ხე რომ გადმორგეს და იხარა, ნაძვი როგორ ვერ იხარებს სწორ პირობებში გადმორგული... თანაც გადარგვა გადმორგვის გამოცდილი სპეციალისტები ხომ გვყავს უკვე".


image


შეგახსენებთ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბოლო ორი დღეა საზოგადოების კრიტიკის საგანია.


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

0
896
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
896
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0