x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ლიბიის ხელისუფლების თხოვნით თურქეთს ლიბიაში ჯარები შეჰყავს

image რუსეთის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯუზეპე კონტესთან განიხილა ლიბიაში მიმდინარე პროცესები, ორივე მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლისღვრა ლიბიაში უნდა შეჩერდეს (პუტინს რაც აწუხებს გასაგებია, ერდოღანმა რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი "ვაგნერის" კონტიგენტი და რუსი სამხედრო ინსტრუქტორები იბრძვიან ჰაფტარის არმიის მხარეს და თუ არ გაიყვან-დავარტყამო).
ამ დროს კი ჰაფტარის არმია ნელი ტემპით, მაგრამ წინ მიიწევს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად მიმდინარე ბრძოლებში.
ლიბიის აღიარებული ხელისუფლების ხელმძღვანელის ფაიზა სარადჯას თქმით უცხოური დახმარების გარეშე მის დაქვემდებარებაში მყოფი არმია ვერ შესძლებს ტრიპოლის და ქვეყნის დაცვას ჰაფტარის არმიის შეტევებისაგან.
სარადჯმა დახმარებისათვის მიმართა თურქეთის პრეზიდენტ-ერდოღანს, თურქეთი თუ აქამდე იარაღით ეხმარებოდა სარადჯას ხელისუფლებას ახლა უკვე თურქული არმიის დანაყოფები სამხედრო დახმარებას გაუწევენ უშუალოდ ლიბიის ტერიტორიაზე.
ლიბიის აღიარებულ ხელისუფლებასა და თურქეთს შორის 21 დეკემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს სამხედრო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში თურქეთის არმიის დანაყოფებს ლიბიის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე ლეგიტიმური უფლება ექნებათ შევიდნენ ლიბიაში და უკვე ადგილზე გაუწიონ სამხედრო დახმარება ლიბიის სამთავრობო ძალებს, რომლებიც ამ ეტაპზე უკან იხევს ოპოზიციური ძალების არმიასთან ბრძოლებში.
9 იანვარს მოხდება თურქული მხარის მიერ მემორანდუმის რატიფიცირება, რის შემდეგაც თურქეთი აპირებს თურქული არმიის 500 კაციანი დანაყოფი შეიყვანოს ლიბიაში პირველ ეტაპზე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბიის აღიარებული ხელისუფლების მეთაურმა სარადჯმა ერდოღანს პირობა მისცა, თურქეთმა ლიბიური ნავთობმრეწველობის გარკვეული პროცენტი აკონტროლოს.

P.S

თუ თურქეთმა დანაყოფები შეიყვანა ლიბიაში ტრიპოლის დასაცავად, აუცილებლად მოხდება შეტაკება რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლებთან და რუს სამხედრო ინსტრუქტორებთან.
დაველოდოთ თუ რა გაგრძელება მოჰყვება სიტუაციის ესკალაციას.

0
242
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
242