x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლეგენდარული ნიუ-იორკელი დიჯეი Joe Claussell 31 დეკემბერს თბილისში დაუკრავს
image


ივენთ კომ­პა­ნია Origami / ორი­გა­მი-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით, ახა­ლი წლის ღა­მით, 31 დე­კემ­ბერს, ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ჰაუს მუ­სი­კის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი Joe Claussell-ი პირ­ვე­ლად წარ­დგე­ბა.


ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ჯეი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე რი­ყე­ზე, ყო­ფი­ლი ბუდა ბა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბაზე და­უკ­რავს. ახა­ლი წლის ღა­მის Line Up ასე­თია: 01:00-03:00 MICRO BAX; 03:00-05:00 JOE CLAUSSELL; 05:00- END 98DOTS.


Joe Claussell-ი წარ­მო­შო­ბით ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი, დი­ჯეი და პრო­დუ­სე­რია, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 1996 წელს და­ა­არ­სა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკ­ლექ­ტი­კუ­რი ლე­იბ­ლი - Spiritual Life Music. ამ უკა­ნას­კნე­ლი ლე­იბ­ლის ჟღე­რა­დო­ბაც ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლია ორ­გა­ნუ­ლი აფ­რი­კუ­ლი, ბრა­ზი­ლი­უ­რი, ლა­თი­ნუ­რი და შუა აღ­მო­სავ­ლე­თის რით­მე­ბით.



ამა­ვე წელს წელს, Claussell-მა და­ა­ფუძნა François K და Danny Krivit-თან ერ­თად ლე­გენ­და­რუ­ლი ნიუ-იორ­კის ივენ­თე­ბის სე­რია “Body & Soul”. მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან რე­გუ­ლა­რუ­ლად ეს­წრე­ბი­ან სა­ღა­მოს, რო­მე­ლიც მათ სთა­ვა­ზობს სრუ­ლი­ად უნი­კა­ლურ მოგ­ზა­უ­რო­ბას სო­უ­ლის, დის­კოს, ფან­ქი­სა და ჰა­უ­სის სამ­ყა­რო­ში.


“ივენთ კომ­პა­ნია „ორი­გა­მი“ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ შე­იქ­მნა და საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. 31 დე­კემ­ბერს, ყო­ფილ ბუდა ბარ­ში 00:00 სა­ა­თი­დან, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ლა­მა­ზი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გან­წყო­ბი­თა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბით დავ­ხვდე­ბით სტუმ­რებს. სა­მო­მავ­ლოდ კი, მსმე­ნელს გა­ვა­ნე­ბივ­რებთ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ­ტის­ტით, გვექ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი ივენ­თე­ბი და ასე­ვე შე­და­რე­ბით პა­ტა­რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი ყო­ფილ ბუდა ბარ­ში.“ აცხა­დებს „ორი­გა­მის“ პიარ მე­ნე­ჯე­რი - ნინო ჯა­ნე­ლი­ძე.


Joe Claussell დღემ­დე სამ ალ­ბო­მის, ორ­მო­ცამ­დე სინ­გლი­სა და EP-ს მფლო­ბე­ლია. მან და­ა­ფუძნა ორი ლე­იბ­ლი: Spiritual Life Music და Ibadan. ასე­ვე, მფლო­ბე­ლია ფირ­ფი­ტე­ბის მა­ღა­ზი­ის ‘’Dance Tracks”. სხვა­დას­ხვა დროს ის მუ­შა­ობ­და ისე­თი არ­ტის­ტე­ბის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის რე­მიქ­სებ­ზე რო­გო­რიც არის: FemiKuti, Diana Ross, Nina Simone, Herbie Hancock, Beth Orton, Steward Mathewman (Sade), Cassandra Wilson, Cesoria Evora, Manuel Göttschin და მრა­ვა­ლი სხვა.


Claussell-ის შე­მოქ­მე­დე­ბა ძი­რი­თა­დად ჰა­უ­სი­სა და დის­კოს ჟღე­რა­დო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის დატ­ვირ­თუ­ლია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი­თა და სხვა ჟან­რებ­თან სა­ინ­ტე­რე­სო სინ­თე­ზით. Claussell დღეს­დღე­ო­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლურ პი­ა­ნის­ტთან, Bugge Wesseltoft-თან ბენდში, სა­დაც ერ­თი­ან­დე­ბი­ან ERIK TRUFFAZ, Torun Eriksen, Ilhan Ersahin და Med Band.


ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ეწ­ვი­ეთ ბმულს.

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0