x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ვინ არის "დიდი სცენის" "ჯარისქალი კონკურსანტი" გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა
image


მა­რი­ამ ფა­ცუ­რია, მე­გა­შოუ „დიდი სცე­ნის“ კონ­კურ­სან­ტი იყო, მაგ­რამ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე არ გა­უ­მარ­თლა, პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა, რად­გა­ნაც ჟი­უ­რიმ უთხრა, - ვიბ­რა­ცი­უ­ლი ხმა გაქ­ვსო... თუმ­ცა მას ბევრი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი აქვს მო­სა­ყო­ლი და ამიტომ ახლა ჩვენი რეს­პონ­დენ­ტია.


„კას­ტინგზე ვღე­ლავ­დი, ჩემს ად­გი­ლას ყვე­ლა ინერ­ვი­უ­ლებ­და. ვიბ­რა­ცი­უ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმა რომ მაქვს, ვფიქ­რობ, შემ­დეგ ტურ­ში ამი­ტომ არ გა­და­მიყ­ვა­ნეს... რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმღე­რო­დი, ოღონდ, ჩემ­თვის, სახ­ლში, ვო­კა­ლის პე­და­გო­გი არას­დროს მყო­ლია, სიმ­ღე­რა ჩე­მით ვის­წავ­ლე. ვუს­მე­დი და ვუს­მენ უმე­ტე­სად ძველ მუ­სი­კას („ბითლზი“, „ლედ­ზე­პე­ლი­ნი“, „ქუ­ი­ნი“, „რო­ლინგსტო­უნ­ზი“... ჩემი ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­ვა­ფა­სო, - ალ­ბათ არ ვი­ყა­ვი ჟი­უ­რის გე­მოვ­ნე­ბა­ში. თუმ­ცა სხვა გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე­ებს შე­იძ­ლე­ბა მოვ­წო­ნე­ბო­დი, “ - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ამ ფა­ცუ­რია.


- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჯარ­გა­მოვ­ლი­ლი გო­გო­ნა ხარ და კონ­კურ­სშიც ასე წა­რად­გი­ნე შენი თავი - ჯა­რის ქალი... მოგ­ვი­ყე­ვი რო­გორ გახ­დი ჯა­რის ქალი



- ჯა­რის ის­ტო­რია და­ი­წყო მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში 2014 წელს გა­და­ვი­და...


დედა ებ­რა­ე­ლია, მამა - ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ რად­გან ებ­რა­უ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, დე­დის ხა­ზით მი­დის ეს სა­კი­თხი, მე და ჩემი ძმა ებ­რა­ე­ლე­ბი ვართ. ბე­ბია და ბა­ბუ­აც (დე­დის მშობ­ლე­ბი) იქ მყავს... ის­რა­ელ­ში რომ წა­ვე­დით, სკო­ლა აქ უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და.


თა­ვი­დან იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტილ­თან შეჩ­ვე­ვა არ იყო ად­ვი­ლი. ენაც არ ვი­ცო­დი, მი­ჭირ­და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ახლა რო­გორც ქარ­თულს, ისე ვლა­პა­რა­კობ ივ­დით­ზე... მერე ჯარ­ში გაწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის­რა­ე­ლი ომის ზო­ნა­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნაა და წა­ვე­დი კი­დეც ჯარ­ში. ლა­პა­რა­კიც სწო­რედ იქ ვის­წავ­ლე და დავ­ხვე­წე. ჯარ­მა სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა... ახალ ხალ­ხს, გა­რე­მოს, ცხოვ­რე­ბას, მენ­ტა­ლი­ტეტს შე­მა­გუა. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­დან უცხო იყო... ჯარ­ში წას­ვლამ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რე (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი...) ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე. სამი თვე კა­რან­ტი­ნი მქონ­და, ამის შემ­დეგ ჩემს ბა­ზა­ში წა­ვე­დი და ეს იყო ღა­ზას სექ­ტორ­ში... ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა­ში, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა და სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­მა­ტა­ნი­ნა, ჩემი ოჯა­ხი იყო, მათ­გან ძა­ლი­ან დიდი თა­ნად­გო­მა ვიგ­რძე­ნი... ჯარ­ში და­ქა­ლე­ბიც გა­ვი­ჩი­ნე, იქა­უ­რო­ბას მათი მხარ­ში დგო­მით შე­ვე­გუე და მივ­ხვდი, რომ მარ­ტო არ ვი­ყა­ვი და ჩემ­ნა­ი­რი ბევ­რია.


ის­რა­ელ­ში ასეა, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ჯარ­ში მი­დის და ამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის მოვ­ლის შემ­დეგ უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბა­რებს.


- ახლა აქ რა­ტომ ხარ?


- იქ ცოტა ძვი­რია სწავ­ლა, თან, თა­ვის გა­მოც­დაც მინ­დო­და, რო­გორ შევ­ძლებ­დი და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას, ოჯა­ხის გა­რე­შე...


მოკ­ლედ, თბი­ლის­ში ვარ, „ჯი­პა­ში“ ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ... გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სი „დიდი სცე­ნა" იწყე­ბო­და და იქაც მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, ძა­ლებს მოვ­სინ­ჯავ-მეთ­ქი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვი­დო­და, სხვა დროს ასეთ პრო­ექ­ტში არას­დროს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ვერ გა­და­ვე­დი. იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რიც, რომ ამე­რი­კა­ში, ტე­ხას­ში მო­ი­გებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში - ვე­რაო. ცოტა უც­ნა­უ­რი კი იყო, მაგ­რამ კონ­კურ­სია, რას ვი­ზამთ?! უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ კურ­სზე ვარ, ერთი წე­ლია, რაც ჩა­მო­ვე­დი.


- სა­ბო­ლო­ოდ, ის­რა­ე­ლი შენ­თვის რო­გო­რი ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა?


- ჩემ­თვის უმაგ­რე­სი ქვე­ყა­ნაა, ცოტა ხანი ვცხოვ­რობ­დი იქ, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი იქ გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლა­ნა­ი­რად მიყ­ვარს, მი­ზი­დავს მისი კულ­ტუ­რა, ის­ტო­რია. ჩვენ ლოდ­ში ვცხოვ­რობთ, ეს ქა­ლა­ქი თე­ლა­ვივ­თან ახ­ლო­საა. მამა მუ­შა­ობს, დედა დი­ა­სახ­ლი­სია, ძმა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე, მე­სა­მე კურ­სზეა.


თუმ­ცა ზო­გა­დად ის­რა­ე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვე­ყა­ნა არ არის, ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რა­ღაც მოხ­დეს. ქუ­ჩა­შიც ფრთხი­ლად უნდა იარო. თუ სი­რე­ნის ხმას გა­ი­გებ, შე­სა­ბა­მი­სად უნდა იმოქ­მე­დო, მოკ­ლედ, სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბია, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვა... ფორ­მი­ა­ნებ­საც გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ყურ­სას­მე­ნე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.


3
177
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
177
  
2019, 28 დეკემბერი, 18:56
საქართველოსთვის დაცვისა და თავდაცვის პირობების შესრულებას ფული არ მოაქვს და არც ჩინი. სხვა ქვეყნისთვის თავს გაწირავენ ოღონდ მოქალაქეობა ან რაიმე სარგებელი ნახონ. დროა მომზადდეს კანონონპროექტი,რომელიც სავალდებულოს გახდის ჯარებში ქალების გაწვევას და მაგრად მაინტერესებს,რამდენი ქალბატონი მოირგებს ფორმას სიხარულით. პარლამენტში კვოტირებაო და ქალები უნდა იყვნენო,ხოდა გუგულა მაღრაძე დასვეს. სადაც ფული იშოვება იქ პრეტენზია აქვთ თანასწორობაზე და სადაც მწვანე ოფლია საჭირო იქ არ სურთ მონაწილეობის მიღება. ებრაელებს გააზრებული აქვთ რა არის სახელმწიფოებრიობა,რაც ქართველების უმეტესობაში ჯერ არ არის.
2019, 27 დეკემბერი, 15:30
გამორიცხული იყო საქართველოში ჯარში წასულიყო, უცხო ქვეყნის უსაფრთხოებას კი იცავენ.
0 1 3