x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რომ საკერავი ნემსით სურვილის ასრულება შეგიძლიათ?
სხვადასხვა მკითხაობები თუ უბრალოდ ბედის წინასწარ მოსწავება, ოდითგანვე არსებობდა დედამიწის ბევრ ქვეყანაში. ხელზე მკითხაობა, იგივე ქირომანტია ცნობილი ჯერ კიდევ ასობით წლის წინ გახდა. ის პირველად ნახსენები იყო ჩინეთის უძველეს წიგნებში, შემდეგ აღმოსავლეთ აზიაში, მოგვიანებით კი ევროპაში. ამით მათ შეიმუშავეს ინდუსური ასტროლოგია. დღეს ქირომანტია ხელოვნებაა, რომელსაც აქტიურად ხვეწავენ პრაქტიკებით.


image


მკითხაობის ერთ-ერთ მარტივ გზას წარმოადგენს ხელის გული და იდაყვი, თუმცა ხელის მაჯასაც აქვს ხაზები და ითვლება, რომ რაც გრძელია ისინი, მით ხანგრძლივად იცოცხლებს ის პიროვნება.


ჩაუხედავ სარკეში საბედოს ნახვა; ჯვარნაწერი ბეჭდით ასევე საბედოს ნახვა; თმის ღერზე ჯვარნაწერი ბეჭდით იმის გარკვევა, თუ რამდენი წლის გათხოვდებით - ეს ყველაფერი, ე.წ მკითხაობის, "ჩვენში" ფართოდ გავრცელებული მეთოდებია. იცოდით თუ არა, რომ საკერავი ნემსით შეგიძლიათ ნებისმიერი სურვილი აისრულოთ?


იცოდით, რომ საკერავი ნემსით სურვილის ასრულება შეგიძლიათ?




ამისათვის დაგჭირდებათ: საკერავი ნემსი, გრძელი ძაფი, რომელიც ორმოც ნაკერს ეყოფა, შენი ქსოვილის რამე ნივთი (ტანსაცმელი) და სურვილი და რწმენა იმის, რომ ის აუცილებლად ასრულდება. გვარწმუნებენ, რომ სურვილი 40 დღეში აუცილებლად ასრულდება.



როგორ მოვიქცეთ? ააგეთ ძაფი ნემსზე და პარალელურად ჩაიფიქრეთ სურვილი, შემდეგ კი თქვენს ქსოვილიან ნივთზე გააკეთეთ ერთი ნაკერი და დადეთ სადმე. მეორე დღეს იმეორებთ იგივეს და ასე აგრძელებთ ყოველ დღე ორმოც დღემდე. მეორმოცე დღესაც აკეთებთ იგივეს და ეცადეთ, რომ ნაკერებს შორის ინტერვალი და სიზუსტე იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრკოლებები წარმოიქმნება სურვილის ასრულებისას. ამის შემდეგ აკეთებთ ძაფზე ნასკვს და სურვილს უკვე 4-ჯერ იმეორებთ.



გვარწმუნებენ, რომ ეს არის ხალხური სიბრძნე და ნამდვილად ეხმარება სურვილ(ებ)ის ასრულებას.




P.S. არ ვიცი, რამდენად დასაჯერებელია, მაგრამ თუ ვინმე გადაწყვეტთ მოსინჯოთ, შედეგები აუცილებლად გაგვიზიარეთ. წარმატებებს გისურვებთ!



0
820
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
820
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0