x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ვისთვისაა მეტად წარმატებული 2020 წელი დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით?

ვისთვისაა მეტად წარმატებული 2020 წელი?

ასტროლოგია

ბევრმა უკვე იცის, რომ მხოლოდ პირად რუკაში აისახება რამდენად წარმატებული, ან წარუმატებელი წელი შეიძლება იყოს ადამიანისთვის და ეს ინდივიდუალურია, მე მხოლოდ ზოგად პროგნოზს შემოგთავაზებთ:

დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით 2020 წელს განსაკუთრებით გაუმართლებთ მიწის ნიშნებს, უპირველეს ყოვლისა თხის რქას, შემდეგ უკვე კუროს და ქალწულს -მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს წელი, არ გაუშვათ შანსები განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

თხის რქა - ის 2020 წელში შედარებით შვებას იგრძნობს. მართალია, ბოლო 2 წელი და კიდევ თითქმის მთელი 2020 წელი თხის რქაში შემზღუდველი პლანეტა, სატურნი, მოძრაობს, რაც ქმნის გარკვეული სახის სირთულეებს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, 2020 წელს მათთან გამარჯვების, იღბლის, დიდი ბედნიერების პლანეტა, იუპიტერიც იქნება, რაც საგრძნობლად შეუმსუბუქებს მათ ცხოვრებას, მისცემს წარმატების მიღწევის ახალ შესაძლებლობებს, იღბალს, ამიტომ, მით უფრო თხის რქებმა, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ 2020 წელი და ჩაყარონ ძლიერი საფუძველი შემდგომი 12 წლიანი ციკლისთვის.

კუროს მოგზაურობის, სწავლის, შემეცნების ბრწყინვალე შესაძლებლობები მიეცემა. კარგი იქნება ყველა პროექტი, რომელიც უცხოეთს, მოგზაურობას, ექსპორტ-იმპორტს, თვალსაწიერის გაფართოებას ეხება

ქალწულებისთვის წელი კარგია შვილების გაჩენის, ახალი რომანტიკული ურთიერთობების, ან უკვე არსებული სასიყვარულო კავშირების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, გართობისა და ცხოვრებისგან სიამოვნებების მისაღებად.

სასიკეთო იქნება ეს წელი, ასევე, წყლის ნიშნებისთვის, მორიელის, თევზებისა და კირჩხიბისთვის

კირჩხიბთან, შესაძლოა საზოგადოებასთან, საქმიან და სასიყვარულო, პარტნიორული ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები იყოს წამოწეული წინა პლანზე. აუცილებელია დიპლომატია, კომპრომისები, სამართლიანობის პრინციპების დაცვა, რათა ამ სფეროებში მარტივად და უმტკინვეულოდ გაიარონ

მორიელისთვის ახალი ნაცნობობის, მსუბუქი სასიყვარულო ურთიერთობების, ასევე, საჭირო კავშირების დამყარების, ცოდნის მიღება-გაზიარების წელია. კარგია წელი, ასევე, კომერციული საქმიანობისთვის, კონტაქტებისთვის

რაც ეხება თევზებს - მათ ახალი მეგობრების შეძენის დიდი ალბათობა აქვთ, ასევე, შესაძლებლობა მიეცემათ ახალ საზოგადოებაში, ახალ ასპარეზზე გასვლის, სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი მონაწილეობის მიღების. მთლიანად, საკმაოდ პოზიტიური წელია მათთვის ბევრი მიმართულებით.

რაც ეხება ცეცხლის და ჰაერის ნიშნებს:

დავიწყოთ ვერძით - ვერძთან კარიერული საკითხები წამოიწევს წინაპლანზე. არის შესაძლებლობა პროფესიული ზრდის, დაწინაურების, მთავარია იმპულსურობაზე უარის თქმა, მოზომილი, დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, პროფესიონალიზმი

ლომისთვის - ჯანმრთელობის, სამსახურის შეცვლის, ან ზოგადად, სამსახურთან დაკავშირებული თემები შესაძლოა იყოს აქტუალური. ამ წელს, ლომს, ბევრი მუშაობა მოუწევს, ამიტომ, დრო და დრო დასვენება და ბალანსის აღდგენა იქნება მისთვის აუცილებელი.

მშვილდოსნისთვის, ფინანსების მხრივ, სასიკეთო წელია. მას ეძლევა საშუალება ამ სფეროში არა მარტო დაასტაბილუროს, არამედ საგრძნობლად გაზარდოს კიდეც შემოსავლები, გააკეთოს მნიშვნელოვანი შენაძენი

რაც ეხება ჰაერის ნიშნებს - ტყუპებისთვის ეს ტრანსფორმაციის, სულიერი ზრდის, განახლების წელია. ტყუპებს ეძლევათ ახლის დაწყების, სასიკეთო ცვლილებების განხორციელების საშუალება. აუცილებელიაახალი ხედვა. წარსული უნდა დარჩეს წარსულში!

სასწორისთვის 2020 წელში აქტუალური სახლის თემატიკა იქნება. ბევრს ექნება ამ წელს სახლის გამოცვლის, ყიდვის, ან გაფართოების შანსი, ასევე, მოსალოდნელია ზოგადად, ოჯახის, სახლის თემებთან დაკავშირებულ სფეროებში მოხდეს სასიკეთო ცვლილებები

მერწყულისთვის სულიერი ძიებების წელია. შესაძლოა, ბევრმა მერწყულმა საკუთარ თავში ფარული შესაძლებლობები, რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, უნარები აღმოაჩინოს. ბევრ საკრარულ და იდუმალ სფეროს ახადოს ფარდა, ესაა სულიერი ზრდის, საკუთარი მისიის გააზრების, სამყაროსთან ერთიანობის წელი.

1
1450
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1450
  
2019, 29 დეკემბერი, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1