x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ნაძვისხე ზუსტადაც რომ დაჯდებოდა 1 მლნ ლარი… რძე და ყველი კი მაგრად ასუქებს“ - ია ფარულავა
image


გუშინ რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე დაიდგა, რომლის შეძენაც 1-მილიონამდე დაჯდა. ამ თემას მსახიობი ია ფარულავა ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


"ვნახე ნაძვის ხე ...ზუსტადაც რომ დაჯდებოდა 1 მლ ლარი ჩამოტანით .. ლამაზია, მაგრამ მასშტაბში ვერ ჯდება კარგად, სივრცეში დაიკარგა ... ძველ უბანში უფრო ეფექტური იქნებოდა.... რძე და ყველი კი მაგრად ასუქებს" - წერს ია ფარულავა.


კომენტარებში კი აგრძელებს: „აუ იცი რამდენს უკეთია მაჯაზე საათი რომელიც ზუსტად ამ ნაძვის ხის ფასია ... თუ მეტი არა ..... არა, ქუთაისს ჩვენი სჯობს ბევრად!...



ბოლო წინადადებით მსახიობი თავის თანაკლასელ ექსპრეზიდენტის რეპლიკას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ნაძვისხის ფოტოზე დაწერა „არ გინდოდათ რძე და ყველი“.....


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ფოტოს სახუმარო კომენტარით აქვეყნებს. "არ გინდოდათ რძე და ყველი, " - წერს სააკაშვილი.


თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ განათდა. ნაძვის ხემ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი ნაძვის ხეები, რომელიც ცოცხალთან მიმსგავსებულია, დღეს მსოფლიოშიო ტრენდია. ნაძვის ხე იტალიაში დამზადდა და ის 996 853 ლარი დაჯდა.


0
825
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
825
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0