x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დნეპროჰესის ტერაქტი

image


1941 წლის 18 აგვისტოს, გერმანელების მიერ ზაპოროჟიის ფრონტის გარღვევის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეფეთქებინათ "დნეპროგესი", რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა მთელ უკრაინას და სამხრეთ-დასავლეთ რუსეთს. დამბაში ჩადეს 20 ტონა ასაფეთქებელი და 18 აგვისტოს საღამოს მოახდინეს მისი დეტონაცია.


საბჭოთა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარეობდა ჯარების უკან დახევა და მოსახლეობის ევაკუაცია. დამბის აფეთქების შემდეგ წყლის უზარმაზარი მასა გამონთავისუფლდა და ყველაფერი წალეკა რაც კი წინ გადაეღობა. ამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილ ტერორისტულ აქტს შეეწირა 60 000-დან 100 000-მდე სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლე. ზუსტი ციფრების დადგენა დღესაც შეუძლებელია, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ არსებული დოკუმენტების უმეტესობა XX საუკუნის 60-იან წლებში გაანადგურა.

0
490
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0