x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვინ არიან აჭარაში დაღუპული 17 წლის ბიჭები
image

როგორც ცნობილია, გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა აჭარაში, კერძოდ მტირალას მთასთან ავტოავარიაში დაიღუპა ხუთი 17 წლის მოზარდი.

გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ოთხი ჩაქვის #1 საშუალო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოწაფე იყო:გიგა ფალავანდიშვილი, საბა დიასამიძე და ნიკა ბეჟანიძე, ხოლო ლუკა ზაქარაძე ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

მეხუთე გარდაცვლილი ჩაქვის სასულიერო გიმნაზიის მოწაფე გიორგი არძენაძეა.


როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთმა თანაკლასელებს სკოლაში მე-6 გაკვეთილის შემდეგ ბიძის მანქანით მიაკითხა, ახალგაზრდები ჩაქვის თავისკენ წასულან, ავტოავარიის მიზეზი მაღალი სიჩქარე ყოფილა, რის გამოც სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მტირალას ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

ხუთივე ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ბათუმში გადაიდო საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება.


აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276 მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას და წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


შეგახსენებთ, წელს თებერვლის თვეში მტირალას მთასთან ხევში გადავარდნილი მანქანის შედეგად ადგილზე დაიღუპა 19 წლის თამარ ართმელიძე, ხოლო მისმა საქმრომ მძიმე დაზიანებები მიიღო.

1
158
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
2019, 27 დეკემბერი, 1:32
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1