x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოში ყველაზე სწრაფ რკინიგზას 10 წელი შეუსრულდა
image

2009 წლის 26 დეკემბერს ჩინეთში გაიხსნა მსოფლიოში უსწრაფესი რკინიგზის ხაზი, რომელიც აკავშირებდა ორ ქალაქს-უჰანს და გუანჯოუს.


ეს იყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რკინიგზა სიჩქარით 350 კმ / სთ -ში, 2011 წელს პეკინი-შანხაის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ხაზის გაშვებამდე.

ხაზის ტესტირება ჩატარდა 9 დეკემბერს, რა დროსაც მაქსიმალური სიჩქარე 394.2 კმ / სთ-ში დაფიქსირდა.



შემდგომ ხაზი ხაზი გაგრძელდა ჩრდილოეთით, პეკინამდე, ხოლო სამხრეთიდან შენჯენემდე, როგორც პეკინი-ჰონგ-კონგის ჩქაროსნული სამგზავრო ხაზის ნაწილი, რომელის საერთო სიგრძე დაახლოებით 2, 400 კილმეტრია.

უჰან- გუანჯოუს მარშრუტის სიგრძე 968 კილომეტრია. მატარებლის საშუალო სიჩქარეა 323 კმ / სთ-ში. მგზავრობის დრო 3 საათი (ადრე ეს დაახლოებით 10.5 საათი იყო). მთლიან მარშრუტზე 16 გაჩერებაა.

image

გახსნის მომენტში ეს იყო ყველაზე გრძელი რკინიგზის ხაზი ჩინეთში და ყველაზე სწრაფი მსოფლიოში.

image

უჰანი - გუანჯოუს ხაზი პეკინი - ჰონგ კონგის მაღალსიჩქარიანი მაგისტრლის ნაწილია .

2012 წელს ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ ერთი ხაზი შიძიაჯუანი-უჰანი (840 კმ). სამხრეთი მხრიდან გუანჯოუს შემდეგ, ხაზი გაგრძელდა შენჯენემადე (102 კმ) და ფუტიანის სასაზღვრო გადასასვლელთან (10 კმ), შემდეგ ამ მონაკვეთს შეემატება ჰონგ კონგის (კოულუნის) მონაკვეთი (14 კმ). ამავდროულად, შენჯენი ჰონგ კონგს უკავშირდება მაღალგანვითარებული მეტროს ქსელების საშუალებით.

image

მთლიანობაში უჰანის მაღალსიჩქარიანი ხაზი უკავშირდება ჰეფეიას და შემდგომ დასავლეთით იჩანას.

მომავალში, ეს ხაზები შეუერთდება შანხაი-ჩენდუს მაღალსიჩქარიან მაგისტრალს და დაფარავს მთლიანად ქვეყანას.

image

მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ / სთ-ში. თითოეული მატარებელი არის ორმაგი 8 ვაგონიანი CRH3C ან CRH2C ელექტრო მატარებელი. ამრიგად, სრული შემადგენლობა მოიცავს 16 ვაგონს, ტევადობაა 1114 ადგილია (ორმაგი CRH3C) ან 1220 (ორმაგი CRH2C).

CRH3C დამზადებულია Siemens AG– ის ლიცენზიით (კომპონენტების ნაწილს კომპანია აწვდის) და მას აწყობს China Railway High-speed-ი.CRH2C -ი კი იწყობა Kawasaki Heavy Industries-ის ლიცენზიით.



1
237
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
2019, 27 დეკემბერი, 1:32
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1