x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში მამაკაცმა ჯერ ბანკი გაძარცვა,შემდეგ კი ფული ქუჩაში გაფანტა ყვირილით- "შობას გილოცავთ"
image

ამერიკის ქალაქ კოლორადო-სპრინგსის მკვიდრმა ჯერ გაძარცვა ბანკი, შემდეგ გავიდა გარეთ და დაიწყო ფულის გაფანტვა. ამის შესახებ იტყობინება DailyMail-ი

ორშაბათს, 23 დეკემბერს, 65 წლის დევიდ ვეინ ოლივერმა(David Wayne Oliver) შუადღისას, სადილობის ჟამს მივიდა Academy ბანკში, მოლარეს უთხრა, რომ ის შეიარაღებულია და თანხა მოთხოვა.

image


შემდეგ ოლივერი გარეთ გავიდა და ფულის გაფანტვა დაიწყო, ყვიროდა "გილოცავთ შობას!".

როგორც გამვლელმა დიონ პასკალმა (Dion Pascal)) აღნიშნა, თვითმხილველებმა ძირიდან აკრიფეს ფეული და მოლარეს დააბრუნეს.


image


ფულის გაფანტვის შემდეფ, ოლივერი შევიდა ახლომდებარე Starbucks-ის ყავახანაში და დაელოდა პოლიციას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებმა იგი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.



გასულ თვეში ფლორიდას შტატში მდებარე ქალაქ ბოკა რატონის მკვიდრმა, 73 წლის სენდი ჰოკისნმა (Sandy Hawkins) გაძარცვა ბანკი და მოლარეს გადასცა ბარათი ასეთი უცნაური წარწერით: "იმედი მაქვს, რომ ისინი დამიჭერენ". თავდამსხმელს მაისური ეცვა სიტყვებით "ტრამპი" და "მოდით, კიდევ ერთხელ გავაძლიეროთ ამერიკა".

1
461
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
461
  
2019, 25 დეკემბერი, 19:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1