x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გონს მოეგეთ ქართველებო, დააფასეთ რაც გაქვთ. უმადურობა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა-მარიამ კუბლაშვილი
image
“მე ამ კაცს იცით როდის ვაღიარებდი? აი ახლა დამცინეთ, საოცრება უნდა ვთქვა!


ქ. მილანში ტაქსით რომ მივდიოდი ჩემს სამსახურში და სადაური ხარო? მძღოლი რომ მკითხავდა ( ეს ხომ ძალიან ყოფითი და რეალური მდგომარეობაა) და – ქართველი ვუპასუხებდი. ო, საქართველო, კახი კალაძე…ხომ ასეა?



მაღალი საზოგადოების თუ უბრალოდ, მაღაზიის წარმომადგენლები, ერთხმად, მკითხავდნენ თქვენ ქართველი ხართ? კი, გაგვიგია. კახი კალაძე? ვიცნობთ მას…



ამავდროულად გადაშლი Dolche & Gabbana – ს მაღაზიაში, ( Via della Spiga ასე უნდა იყოს ქუჩის სახელწოდება) წიგნს და შენი კახი კალაძეა სულ)



მე მას ვიცნობ ბევრად მეტი ხანია და მის შესაძლებლობებს, ვიდრე ეს დღეს იცის საქართველომ. გამიკვირდა, ძალიან გამიკვირდა ვფიცავარ, როცა გავიგე, რომ ქართულ პოლიტიკაში იკადრა
გამოჩენა, იმ წამს გავიფიქრე: რა გაამწარა ასეთი სააკაშვილმა თქო????…გადაცემა “დროება” ალბათ ყველას ახსოვს მისი ცხოვრების შესახებ მილანში…მის რესტორანშიც, რომელსაც ერქვა თუ სწორად მახსოვს “ჯანინო” არაერთხელ მივახშმია, შევხვედრილვარ კიდეც, მაგრამ მას იცნობდა მილანი, ეტრფოდა მსოფლიო.. ახსოვდა კი ერთი სტაჟიორი ქართველი ადვოკატი იმავე ქალაქის ცხოვრებაში? ბუნებრივია – არა და ვერც გამიხსენებს და არც ასე ახლოს არ ვიცნობ, როგორც ბევრს აქვს წარმოდგენა. წლების წინ, უკვე საქართველოში პანკისში შევხვდი????. მახსოვს მისი შესაძლებლობები ნანახი საკუთარი თვალით. მაინტერესებს, ვინმე ფიქრობს, რომ ეს კაცი ამ ქალაქის ცხოვრებით გამდიდრდა? დაიმატა თუ არა მან პრობლემა და შფოთი? მეტყვით, რომ არა? რომ არა პრინციპულობა და სიყვარული თავისი ქვეყნის, მაძებარი ძაღლივით ( სხვები რომ დაძრწიან) სჭირდებოდა თანამდებობისთვის დევნა?



უაზროდ მშრომელია და სპორტმა, თავდაუზოგავმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო. მომთხოვნი და ზედმეტად მკაცრია როგორც ვიცი. კიდევ იცით რატომ ვცემ პატივს? გემოვნება, მისი არჩევანი, ოჯახისადმი დამოკიდებულება, მისი სახე – მისი მეუღლე და შვილები, ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი შეფასების კრიტერიუმია პირობნების (ამ შემთხვევაში მამაკაცის). არასდროს არაფერი მითქვამს, ან რაში სჭირდება მას ჩემი შეფასება? ჩვენი ქალაქის უბრალოდ იმიჯია, რომ ჩვენი მერი – კახი კალაძეა. ეს დიდი ფუფუნებაა თანამოქალაქენო, მართლა. დავაფასოთ ჩვენი! მას აფასებს მსოფლიო და ჩვენ დავაფასოთ ჩვენი! გემოვნებით იცმევს? რა გიპასუხოთ ამაზე. იცით მილანელისთვის ჩაცმა რას ნიშნავს? )) ეს ხელოვნებაა, კულტურაა, ირგვლივმყოფთა პატივისცემა და უბრალოდ ცხოვრების წესია. ის ჰაერი უნდა გქონდეს ნასუნთქი და ცხოვრების განრიგი გამოცდილი, რომ მიხვდე, რას მიშნავს იყო მილანელი, თან მოდის გარდა, სანსიროელი მილანელი..???? მე ვერ ვტოვებ ამ ქალაქს ჩემი ფიქრით და გონებით, მე ვცხოვრობდი იქ, სადაც დაასრულა სიცოცხლე ჯუზეპე ვერდმა, ლუგანოს ტბის ანარეკლზე ღამეები მითენებია ფიქრში და დოლჩესთან მივახშმია ან/ და სხვა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია კალაძის უკიდეგანო და უსაზღვრო ცხოვრების შესაძლებლობებთან…მე მგონია “კაი ტიპი” ვარ და ცხოვრება ვნახე და მეცინება, მეცინება, როცა ამ ქალაქში ჩემი საახალწლო განწყობისთვის კახი კალაძე ნათურებს გადაადგილებს და სადმე, ვარკეთილში მაგალითად – მიწას ჩიჩქნის ან ოპერატორის როლს მოირგებს და უბრალოდ ამას ვერ ვაფასებთ.



გონს მოეგეთ ქართველებო, დააფასეთ რაც გაქვთ. უმადურობა ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა..დოყლაპია გიგი უგულავას როგორ უნდა ალაპარაკებდეს ქალაქი, კაცი, რომელმაც თავისი ოჯახისადმი დამოკიდებულებით, სიხამით და სიხარბით, სიცივით, გულგრილობით, ათასობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვით ცოლის ბეწვის შლაპისთვის თუ ღრიანცელისთვის ევროპაში – თავი დაგვამახსოვრა და დაგვცინა ყველას..



სათქმელი უნდა ითქვას მეგობრებო, თანამოქალაქენო.. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ვინ იცის ხვალ აღარ დაგვცალდეს. სიმართლე – ერთია, ტყუილი – უთვალავი. ნუ შეგშინდებათ სიმართლის თქმა ამ ყალბი თუ დაპროგრამებული, მიკერძოებული ფეისბუქ მომხმარებელთა ჯგუფის მხრიდან მომართული ბულინგის თუ ცილისწამების გამო, აქ ერთი ადამიანი გწერთ ორმოცდაათი ყალბი სახელით, კარგით რა, გაუძელით და თქვენ გაიმარჯვებთ! შემოგიტიეს? შეუტიეთ თქვენც???? აკეთეთ საქმე და იარეთ წინ. ასე იქცეოდა ბეთჰოვენი. უკანასკნელ წუთებში, როცა სიცოცხლე აღარ სურდა, მაინც ამბობდა: წინ უკეთესობისკენ! აი ასე! აი ასეთი ძლიერი და მაგარი ერი ვართ ჩვენ ქართველები, არ დახაროთ თავი და არ შეგეშინდეთ. გთხოვთ!

მაინც მაგარი მერი ჰყავს ქალაქს”-წერს ფეისბუქზე მარიამ კუბლაშვილი.

image

0
451
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0