x
მეტი
  • 07.04.2020
  • სტატია:101004
  • ვიდეო:345700
  • სურათი:463785
რა დაემართა პილატეს, ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ

სახარების წყალობით, პილატე პონტოელი სამუდამოდ დარჩა ისტორიაში ადამიანად, რომელმაც ქრისტე სიკვდილით დასაჯა. მან ეს, რომის იმპერიის, იუდეის პროვინციის პრეფექტის თანამდებობაზე ყოფნის დროს გააკეთა.

რომის კანონის მიხედვით, მხოლოდ მას შეეძლო ადამიანისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის შემდეგ, მისი დამტკიცება. ამიტომ, განხილვის შემდეგ, სწორედ მას გადაუგზავნა რელიგიურმა სასამართლომ იესოს საქმე. თუმცა, ამ უკანასკნელმა, ის იუდეის ფორმალურ მმართველს, მეფე ჰეროდეს გადასცა. მაგრამ, მან ბრალდებული ისევ რომაელებს დაუბრუნა.


image


რაც შემდეგ მოხდა, დეტალურად არის აღწერილი სახარებაში და უკანასკნელი 2 ათასი წლის მანძილზე დაწერილ უამრავ წიგნში და ხელოვნების არაერთ ნიმუშშია ასახული. თავად პილატემ კი, პრეფექტის თანამდებობაზე ყოფნის დროს, არაერთი მსგავსი განაჩენი გამოიტანა. ხოლო, ფილონ ალექსანდრიელის ცნობით, რომელიც I საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, პილატეს სასამართლოს გარეშეც, არაერთი ადამიანი გაუკრავს ჯვარზე და ბევრიც ჩამოუხრჩვია. იმ პერიოდის წყაროებში, პილატე მრისხანე ოკუპანტად არის დახასიათებული, რომელიც ჯერ ადგილობრივებს ბუნტისკენ უბიძგებდა და ფაქტიურად, მის პროვოცირებას ახდენდა, ხოლო შემდეგ, მათ სჯიდა და სისხლისღვრას აწყობდა.

გარდა ამისა, პილატეს ბრალს, კორუფციაშიც სდებდნენ – შეწყალების სანაცვლოდ, ის ქრთამს იღებდა და თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, თანამდებობის პირების მოსყიდვასაც არ ერიდებოდა. ძნელი სათქმელია, ამ ბრალდებებში რამდენია სიმართლე, რადგან ჩვენ ამის შესახებ, ძირითადად, საჩივრებიდან ვიცით, რომელსაც პილატეზე იუდეველი მეფეები წერდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ადგილობრივი მმართველები და მოსახლეობა პილატეს ვერ იტანდა. მიუხედავად ამისა, ის პრეფექტის თანამდებობაზე 10 წელი დარჩა, რაც ისეთ მეამბოხე რეგიონში, როგორიც იუდეა იყო, ძალიან ბევრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის სავსებით აწყობდა, როგორც რომის იმპერატორს, ისე მის პირდაპირ უფროსს — რომის პრეტორს სირიაში.

მაგრამ ძვ. წ. აღრ. 37 წლიდან, პილატეს იღბალმა ზურგი აქცია. სირიის პრეტორის ახალგაზრდა მოადგილემ ლუციუს ვიტელიუსმა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის გამო იუდეაში იმყოფებოდა, ადგილობრივებისგან შეიტყო პილატეს სასტიკი საქციელის შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, მან იუდეის პრეფექტად პუბლიუს მარცელიუსი დანიშნა. ხოლო, პილატეს რომში გამგზავრება და სასამართლოს წინაშე წარდგომა უბრძანა.
პილატემ ოჯახთან ერთად კესარია დატოვა და რომის იმპერიის დედაქალაქში გაემგზავრა. სამწუხაროდ, რა მოხდა შემდეგ, ცნობილი არ არის. სწორედ იმ წლის დასაწყისში, იმპერატორი ტიბერიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის მარტში გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი გახდა, რომელიც უფრო მეტად, — კალიგულას სახელით არის ცნობილი.

წარდგა თუ არა მართლმსაჯულების წინაშე პილატე, ცნობილი არ არის. არ არსებობს ინფორმაცია, მის მიერ, რომში, რომელიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შესახებაც. ახალმა იმპერატორმა ყველა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საკუთარი ხალხი დანიშნა. სავარაუდოდ, რადგან პილატეს რეპუტაცია საფუძმლიანად იყო შერყეული და თან, ის ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო, რაიმე სახის პრეტენზია არც მას გამოუთქვამს...

არ არსებობს პირველწყარო, იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პილატე. მაგრამ, ევსები კესარიელის (263–340) ცნობით, ის კალიგულამ გალიაში გადაასახლა, სადაც მას არაერთი უბედურება დაატყდა თავს. ხოლო ბოლოს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მისი გვამი ლუცერნის მახლობლად, 1548 მ. სიმაღლეზე მდებარე ტბაში ჩააგდეს და მას მისი სახელი დაარქვეს. იმ ადგილზე დღეს ჭაობია. ხოლო, ლეგენდა იმდენად პოპულარულია შვეიცარიაში, რომ ლუცერნის მთავარ მთას «Pilatusberg» (პილატეს მთა) ეძახიან.

imageimageimageimageimageimageimage






0
730
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0