x
ქერჩის ხიდი სრულად გაიხსნა - რას ნიშნავს ეს უკრაინისა და რუსეთისთვის?

image

2019 წლის 23 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ქერჩის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთი გახსნა. ქერჩიდან ტამანის ნახევარკუნძულამდე თავად იმგზავრა და ტამანში საზეიმო მიმართვა გააკეთა.

ამას ევროკავშირი ჩვეული სიმკაცრითა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერით გამოეხმაურა.

"რუსეთის ფედერაციამ დაასრულა ქერჩის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა და ხსნის სარკინიგზო მიმოსვლას ყირიმის ნახევარკუნძულთან უკრაინის თანხმობის გარეშე. ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ დარღვევად გვევლინება რუსეთის მხრიდან" - ასეთი განცხადება გააკეთა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ.


განცხადებაში ასევე ითქვა, რომ სარკინიგზო მიმოსვლის გახსნა ყირიმის ნახევარკუნძულთან არის ამ ტერიტორიის იძულებითი ინტეგრაცია რუსეთთან და მოწოდებაა გაკეთებული იმაზე, რომ რუსეთმა ხელი არ შეუშალოს უკრაინის გემების მოძრაობას აზოვის ზღვაში არსებულ ნავსადგურებში.

"ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას" - ასე სრულდება ეს განცხადება.

ქერჩის ხიდის სიგრძე 19 კილომეტრია (სხვათაშორის, რუსეთში მას "ყირიმის ხიდს" უწოდებენ). სამანქანო და სარკინიგზო მონაკვეთების მშენებლობა $3.6 მილიარდი დაჯდა და მას სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. იხილეთ ვრცლად
4
667
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
667
  
2019, 25 დეკემბერი, 12:56
თუ ასე გაგრძელების საშუალება მისცეს ამ წურბელას, აღადგენს საბჭოთა კავშირს. უკვე ხომ შეიყვანა ბელორუსი ფაქტობრივად რუსეთში და მოლდოვაც სრულად მოიქცია გავლენის ქვეშ... ვინ იქნება შემდეგი?
2019, 25 დეკემბერი, 3:08
გსურთ აღმოჩნდეთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 25 დეკემბერი, 1:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 24 დეკემბერი, 20:04
იმედია,ეს ხიდი მალე ჩაინგრევა.
0 1 4