x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსულმა კონცერნმა "Алмаз-Антей" რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცა პირველი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-350 "Витязь"

image რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალმა კონცერნმა "Алмаз-Антей"-მა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცა პირველი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-350 "Витязь". საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემის ცერემონია ჩატარდა ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონზე "კაპუსტინ იარ"-ში.
მიღება-ჩაბარების ფარგლებში ჩატარებული გამოცდისას, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა, აღმოაჩინა-ჩაიჭირა და გააცილა რეალური საფრენი აპარარატები-იტყობინება სააგენტო ТАСС.
შეგახსენებთ, რომ წელს მარტის თვეში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი კრივორუჩკომ განაცხადა: "საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Витязь"-ის გამოცდები მთავრდება. 2019 წელს აღნიშნული კომპლექსები თავდაცვის სამინისტროს გადაეცემა".
საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Витязь"-ზე ინფორმაცია გაჟღერდა 2013 წელს, როცა აღნიშნული კომპლექსი ვლადიმერ პუტინს წარუდგინეს სანკტ-პეტერბურგში "ობუხოვსკის" ქარხანაში. მოგვიანებით აღნიშნული კომპლექსი საერთაშორისო ავიასალონზე "МАКС-2013"-ზე იყო წარმოდგენილი.

0
437
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
437