x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ეს იქნება პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოცდა- 25-26 დეკემბერს უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი და მზის სრული დაბნელებაა

image




ექსტრემალური გეომაგნიტური ქარიშხალი და მზის დაბნელება ხალხს უამრავ უსიამოვნებას შეუქმნის და გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების მუშაობაზე.



სპეციალურ პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ ასეთი საბედისწერო დამთხვევა, როგორიც 25-26 დეკემბრის ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი და მზის სრული დაბნელებაა, წარმოადგენს არაჩვეულებრივ მოვლენას საზოგადოებაში. ეს ფაქტი, ასევე, გახდება სერიოზული გამოცდა დედამიწის ყველა მკვიდრის ჯანმრთელობისთვის.



”მზის ძლიერი აფეთქება მოხდება თეთრი ვირთხის ახალი წლის წინა დღეებში და ჩვენს პლანეტას მოაღწევს 2019 წლის 25-26 დეკემბერს. ზუსტი თარიღი და დრო, როდესაც ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწას დაატყდება, მისტიკურად ემთხვევა კვირის იმ დღეს, როდესაც მზის დაბნელება გარდაქმნის სამყაროს ენერგიას.” - იტყობინება გამოცემა"მთვარის კალენდარი.





ექსტრემალური მაგნიტური ქარიშხალი გაგრძელდება დღეები, რომლის დროსაც ადამიანები, გამონაკლისის გარეშე, განიცდიან თავის ტკივილს, უმიზეზო შიშებს, უძილობას და არტერიული წნევის მომატებას, ამიტომ რეკომენდებულია, რომ ამ დღეებში თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან და ხანგრძლივი მივლინება ჯობია გადადოთ.



მაღალი რისკის ჯგუფში შედიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანები. ამ დღეებში გაიზრდება თრომბოზის, ინსულტის, გულის შეტევის, ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.



საზოგადოებაში სიტუაცია ასევე შეიძლება დაიძაბოს: მზის დაბნელება და მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხალი გამოიწვევს სოციალურ არეულობა, სენსაციურ სიახლეებს და მსოფლიო სცენაზე ლიდერების მოულოდნელ გამოსვლებს.


მაგნიტური ქარიშხლის დროს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსპერტები გვირჩევენ, რომ ნორმალურად გამოიძინოთ და არ მოხვდეთ კონფლიქტებში.




0
830
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
830
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0