x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: მოდის ახალი ტალღა, ფრთხილად!

image


(გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის ნაწილობრივ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 27 )
2008 წელი, 8 მაისი
ვხედავ, ამერიკა ერაყიდან ჯარებს მანამ არ გაიყვანს, სანამ ერაყის მთავრობაში თავის ფრთას ბოლომდე არ გაამაგრებს. ასეც მოხდება.
ვხედავ ომებს და ისევ ომებს. ის, რაც ირანიდან მოდის, უნდა შეაჩერონ თუნდაც ომის ფასად, რაც ამერიკას გადაწყვეტილიც აქვს. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და ასრულდება. ამერიკა, ვიმეორებ, მაინც დაარტყამს ირანს, იძულებული გახდება.
აღმოსავლეთი ძალიან დაიძაბება. ვხედავ, ყველა იბრძვის, ყველგან ომია. ეს სულ სხვა ომია — საშიშია და არა მსგავსი წარსულისა. ფრთხილად, მუსლიმები გაერთიანდებიან!
ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს ვენესუელაში. დიდი გლოვაა. ვხედავ, რომ ეს პიროვნება მოკლეს და ამას ამერიკელებს აბრალებენ, რაც ამერიკის მთავრობას სულაც არ ანაღვლებს. ანდა რატომ უნდა ანაღვლებდეს, ეს ხომ მათი მოწყობილია.
რუსეთს „ესენგეს“ ქვეყნებთან, ვხედავ, ურთიერთობები მოულოდნელად ძალიან დაეძაბება. თუმცა დაძაბულობები და ძალადობა ისედაც ყოველთვის იყო. რუსეთმა ხომ ძალისმიერი მეთოდებით შექმნა „ესენგე“ და დღესაც ძალით იმორჩილებს. ჰოდა, ვხედავ მომავალში აჯანყებას. დსთ არავის აღარ სურს. რა ხდება? ვხედავ, პრეზიდენტებს მოწყინდათ და აღიზიანებთ რუსული ჩექმა, რომელიც ყელზე აჭერთ და დაიწყეს მოძრაობა, რათა თავი გაითავისუფლონ; მობეზრდათ ბრძანებები და ვითომ თავისუფალი სახელმწიფოობანას თამაში და ვხედავ, თუ როგორ გაერთიანდებიან „ესენგეს“ ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთის — კრემლის ბინადართა წინააღმდეგ. ისინი დიდ პოლიტიკურ ომს გამოუცხადებენ რუსეთს. ეს ისეთი ჩიხია, საიდანაც რუსეთი ვერ გამოძვრება. „ესენგე“ დაიშლება. ალტერნატივა რუსეთს არ გააჩნია.
რუსული პოლიტიკა ასევე წააგებს ევროპაშიც. ევროპა რუსეთს არ ენდობა. ისინი დაიწყებენ ბრძოლას, რომ როგორმე ჩამოცილდნენ და არ იყვნენ რუსეთზე დამოკიდებულები. ეკონომიკა კი ისედაც გამოსწორდება მომავალში, ვხედავ.
მალე რუსეთს მრავალ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა და ის ფაქტი, რომ რუსეთის პოლიტიკა ნულის ტოლი ხდება და მთავრობაში ბევრი უტვინო პოლიტიკოსი ჰყავთ, ნათლად გამოჩნდება. თვითონ რუსეთი, მთელი მასმედია ილაპარაკებს ამაზე, ვხედავ.
პუტინისა და „მედვედის“ დუეტი ხომ მთლად გაანადგურებს რუსულ პოლიტიკას. დღეს კი ტკბილად სხედან ერთ ტახტზე გვრიტებივით, მაგრამ გვირგვინი მხოლოდ ერთი თავისთვისაა და არა ორისთვის.
ვხედავ, რუსეთი აგონიაშია. ძალიან უნდა კოსოვო გააიგივოს აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან, მაგრამ ეს დიდი სისულელეა. რუსეთი ვერასდროს ეღირსება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევას.
ვიმეორებ ასჯერ დანახულს: სოჭის დაბრუნებაზე იქნება ლაპარაკი და საქართველო დაიბრუნებს საკუთარ მიწებს!
ისიც ასრულდება ასი პროცენტით, რომ რუსეთი საკუთარი ხელით დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. მას მეტი გზა არ დარჩება. ვხედავ, რუსის ჯარი აფხაზეთიდან გადის! რუსეთი კავკასიაში წააგებს.
ევროპა-ამერიკა მთლიანად საქართველოს მხარეზეა, ვინაიდან ქართველები დგამენ მშვიდობიან ნაბიჯებს, რაც მათ არწმუნებთ, რომ საქართველოს მშვიდობიანი გზით სურს კონფლიქტის მოგვარება. ვხედავ, საქართველო მშვიდდება მომავალში, ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს ასი პროცენტით.
2008 წელი, 11 მაისი
ვხედავ, მომავალში რუსები კავკასიაში უფრო ძაბავენ მდგომარეობას. 1992 წელს, თექვსმეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს თვითონ გაუჭირდება; რომ საქართველოსთვის არ ეცლება. 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ ჩეჩნები საქართველოს მხარეს იბრძოლებენ; რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, ტერიტორიები, რომელთა წართმევა სურს, დაგვიბრუნოს. ამას ყველა გაზეთში, ჟურნალში, წიგნში ვწინასწარმეტყველებ წლების განმავლობაში და ასეც ასრულდება. თუმცა რუსეთის ფანტაზიებს საზღვარი არ ექნება. იმდენ სისულელეს იტყვიან, იმდენ სულელურ ნაბიჯებს გადადგამენ საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში, რომ მთელ მსოფლიოს აალაპარაკებენ, ვხედავ. უბრალოდ, საქართველოს გამწარება სურთ ძალიან. ომიც კი სურთ, ეს მათი დიდი ხნის ოცნებაა.
ვერ მოგართვით, „დიდო რუსეთო“. რაც ჟირინოვსკიმ უსურვა საქართველოს, სულ წერტილ-წერტილ საკუთარ სახლში, ანუ მოსკოვში აუსრულდებათ მომავალში. აი ნახავთ! ბოროტება ყოველთვის დროებით იმარჯვებს, სიკეთე კი მუდამ წინ გხვდებათ ადამიანებს.
რუსები მალე აფსუებს გვერდზე გაწევენ. მათით მანიპულირება მობეზრდებათ, დაიწყება ღია თამაში და კრემლი თავისი მთავრობით, ასე ვთქვათ, შიშვლდება. ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელსაც რუსეთი კავკასიაში დაუშვებს და მოხდება ისე, რომ ევროპა-ამერიკა სერიოზულად, ყოველგვარი თამაშის გარეშე აღიარებენ საქართველოს ევროპულ ქვეყნად. ნატომდეც ერთი ნაბიჯი რჩება და შევალთ კიდეც(1992 წლის წინასწარმეტყველება). ამავდროულად საქართველო სუფთავდება, წყნარდება, დიდი ცვლილებებია მთავრობაში, მოდიან მეცნიერები.
მინდა გავიმეორო სიტყვები 1993 წლის წინასწარმეტყველებიდან: რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და მათ არაფერი გამოუვათ“. ასე რომ, როგორც ყოველთვის, დანახული აღსრულდება და ამას ვერავითარი ძალა დედამიწაზე ვერ შეაჩერებს.
ვხედავ, ქართველები ბრუნდებიან საქართველოში, მიტოვებული სოფლები ხალხით ივსება და აქედან დაიწყება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. ის მრავალფეროვანი მოსავალი, რომელსაც გლეხი მოიყვანს, სრულად ყოფნის მთელ საქართველოს და მოწამლული უცხოური პროდუქცია არ გვჭირდება. ყველაფერი ზუსტად ასე იქნება. „ქართული პროდუქცია ყველაზე სუფთაა“, — ასე იტყვიან ევროპა და სხვა ქვეყნებიც. რა აღარ მოდის საქართველოში, რომელი ერთი ჩამოთვალო? მოსავალს ორჯერ კი არა, ლამის ოთხჯერაც იღებენ. ეს ხომ ყველასთვის ცნობილია.
ვხედავ, ქართველები ერთ გოჯ მიწასაც არ დაუთმობენ უცხოელებს. პატარა საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ეს მომავალში მალე გამოჩნდება. ჩვენ საკუთარი გაზიც გვაქვს და ნავთობიც, წყლებიც და ოქროც და სხვაც. ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში დავინახე და ვიწინასწარმეტყველე. დრო ძალიან ახლოსაა და ჩვენი დანახული ყოველივე აღსრულდება. ამინ!
ვიმეორებ: საქართველო ერთ-ერთი ულამაზესი და ძლიერი ევროპული სახელმწიფოა მომავალში.
2008 წელი, 17 ივნისი
ვხედავ, მოდის ახალი ტალღა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ისევ ატარებს, ხალხი ვერ გაუძლებს.
ოპოზიცია სერიოზულად ემზადება, ისინი უკან არ დაიხევენ. არც არაფერი დარჩათ უკან დასახევად. ყველაფერი ძალიან აირევა. ვხედავ, რჩება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ხალხს სათავეში ჩაუდგება და დიდ გასაჭირს გაუჩენს მთავრობას.
ხალხი პარლამენტში მჯდომ ოპოზიციას უარყოფს ხმამაღლა. „ისინი „ნაციონალები“ არიან!“ — გაჰკივის ხალხი. ასე რომ, პარლამენტის ვითომ ოპოზიცია წააგებს. ვისი და რისი ინტერესები უნდა დაიცვან პარლამენტში, როცა ხალხი, მთელი საქართველო მათ უარყოფს?! ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება მთავრობის მიმართ, ვინაიდან, რაც „ნაციონალებმა“ გამოთვალეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მოდელი იქნება შემოდგომაზე პარლამენტისა, მცდარია, არაფერი გამოუვათ. ხალხის რისხვა იმდენად დიდია, რომ თუ ვინმე აპირებდა თამაშს ან გარიგებას მთავრობასთან, გადაიფიქრებს.
...ხალხი მკაცრია და არაფერს ივიწყებს. ისინი დღევანდელი პოლიტიკოსების გადადგმულ ნაბიჯებს იმახსოვრებენ და არც არასდროს დაავიწყდებათ. ასეთი ვაი-პოლიტიკოსები კარგავენ საკუთარი ხალხის ნდობას.
მოკლედ, დიდი ბრძოლები წავა. ყველაფერი, რაც ხდება, მოდის კოსმოსიდან, რა თქმა უნდა, და ვინც უფლის სიტყვებს არ მიუშვებს გულთან, იგი წააგებს ყველაფერს. ამინ!
„ვინც ჩვენ სიტყვებს უგულებელყოფს და დასცინის, იგი მწარედ წააგებს და თვითონ გახდება დასაცინი მთელი ცხოვრება; ვინც უფლის სიტყვებს უარყოფს, თვითონ იქნება უარყოფილი და დაუდგებათ დიდი განსაცდელი, მაგრამ უფალი მათთან აღარ იქნება და აგებენ პასუხს ყოველივეზე, რაც მოიმოქმედეს. ყოველი ცუდი სხვა ყველას განსჯაშია და თვითონ განისჯება. ამინ!“
ყოველი სიტყვა აღსრულდება ასი პროცენტით. აი ნახავთ. ფრთხილად! ყველა წინასწარმეტყველება ასრულდა და ასრულდება მომავალშიც. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს.
ზაფხული, ვხედავ, არ არის მშვიდი...
იცვლება მთავრობა, ვხედავ, მაგრამ ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხალხი ბრძენია, ხალხს ვერავინ მოატყუებს.
წინასწარმეტყველებების მითვისებას განაგრძობენ! ვერ გაიგეს, რომ კოსმოსიდან წამოსული ინფორმაციები ხალხს ეკუთვნის და არა ზოგიერთ ვითომ პოლიტიკოსს ან პოლიტოლოგს.
2008 წელი, 18 ივნისი
ვხედავ, ოპოზიცია დიდ თამაშს იწყებს. რა გეგმა აქვთ, არ ამბობენ, არც ჟურნალისტებს პასუხობენ ამ კითხვაზე. მალე ახალი პროგრამით დადგებიან. ამავე დროს ბევრი საკითხი გადაწყდება, გამოიკვეთება და ოპოზიცია იწყებს მოქმედებას. ხალხიც მიტინგების ხასიათზეა. უფრო დაჩქარდება მოვლენები. წინასწარმეტყველებები ასრულდება, ერთი წერტილიც კი არ მოაკლდება და ამას ვერავინ შეცვლის.
მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები და „გიორგი ბრწყინვალე“. მინდა ვუთხრა ჩემს ქართველებს, რომ არც პარლამენტში და არც მის გარეთ დღეს არავინაა „გიორგი ბრწყინვალე“. იგი მოულოდნელად მოგვევლინება. ბევრს სურს „გიორგი ბრწყინვალე“ იყოს, მაგრამ არაფერი გამოგივათ, ბატონებო. ამ თემით ნუ ივაჭრებთ, ჯობს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და რაც მთავარია: ვერცერთი თქვენგანი ვერ იქნება „გიორგი ბრწყინვალე“. ასეთ თამაშებს და სიცრუეს უფალი არ დაუშვებს! მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დაეწყობა ჩემი საყვარელი საქართველოს სასარგებლოდ და გადასარჩენად. ყველა დაინახავს, ვინ ვინ არის. დღეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ნიღბები კიდევ ბევრს აეხდება. ფრთხილად! ხალხი ბრძენია, ვერ მოატყუებთ.
ვხედავ, იწყება მართლა სერიოზული ბრძოლები. საქართველო სუფთავდება, უვიცი და მოთამაშე პოლიტიკოსები მიდიან. იწმინდება მთავრობაც. მოდიან ის ადამიანები, ვისაც ხალხი მიიღებს, ანუ თავისი საქმის მეცნიერები. რჩებიან ის პოლიტიკოსებიც, ვისაც საკუთარი ქვეყანა და ხალხი უყვარს პირველ რიგში და მერე დემოკრატია. ასეთია ნება კოსმოსიდან.
ვხედავ, რუსეთის ყველა პროვოკაცია ჩაშლილია. ამას ღმერთი, კოსმოსი არ დაუშვებს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვხედავ, მთელი მსოფლიო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაუჭერს მხარს. დიახ, არა მხოლოდ სიტყვიერი აღიარება, არამედ საქმიანიც. რუსეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დატოვება. ძნელია დაიჯეროთ, მაგრამ ასეა. მთავრობა და ქართველი ხალხი აიძულებს მათ, რომ, ბოლოს და ბოლოს, მოშორდნენ საქართველოს.
აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერავინ შეცვლის. იქნება, ვხედავ, სერიოზული აფეთქებები, ტერორები და ა.შ. საქართველოს მთავრობა განაცხადებს, რომ რუსეთი თვითონ აწყობს აფეთქებებს, რათა მერე ქართველებს გადააბრალოს.
რუსებს ფრთები მოეჭრებათ. აფხაზეთში მოგზაურობის სურვილს დაკარგავენ რუსი, თურქი და სხვა ეროვნების ტურისტები. რუს ოლიგარქებს კი რაც ბათუმში, აჭარაში დაემართათ, ზუსტად იგივე დაემართებათ აფხაზეთშიც. კარგავენ ქონებას! რასაც ვხედავ, როგორც ყოველთვის, ასი პროცენტით ასრულდება.
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: ურჯულო ქართულ მიწაზე ფეხს ვერ მოიკიდებს! საქართველო ერთიანია!
ქართველი განვითარების ყველა ეტაპს გაივლის, მაგრამ ქართული წესი, ზნე და ჩვეულება არ შეიცვლება მის სისხლში. ქართველი ისევ მებრძოლად რჩება და, როგორც ადამ და ევას დროიდან მოდის, სამშობლოს სიყვარულში, ბრძოლაში მოკვდება! ეს ის ღრმა ფესვებია, რომელთაც ვერც სოროსი და ვერც სხვანი ვერ მიწვდებიან, ვერ მოთხრიან. ისინი თვითონ მოითხრებიან საქართველოდან.
ვიცი, ჩემი წინასწარმეტყველება გარკვეულ ჯგუფს აღიზიანებს, რადგან არ სურთ ასეთი საქართველო. იცით, როგორი საქართველო სურთ მათ? რომელშიც ბევრი უცხო ეროვნება იცხოვრებს, ვინაიდან საქართველო ასე უფრო დემოკრატიული გამოჩნდება ევროპა-ამერიკის თვალში. დიახ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მართალს ვამბობ, იმიტომ, რომ ასე ვხედავ. მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. საქართველოში ყველაფრის პატრონი ქართველი იქნება! ყველაფერი მალე დაიწმინდება და გამოჩნდება. უცხოელი, ვხედავ, ფეხს ვერ მოიკიდებს ქართულ მიწაზე.
ვიმეორებ: მსოფლიოში განვითარებულ ყველა სფეროს აითვისებენ ქართველები, არავის ჩამოვრჩებით, მაგრამ არა იმის ფასად, რომ საქართველო ურჯულოებზე გაიყიდოს. დიახ, ასეა, ასე აწერია საქართველოს ბედისწერაზე.
ლამის ქართველთა არსებობის დღიდან გვანადგურებს მტერი, მაგრამ ბოლოს ყოველთვის თავად ნადგურდებოდა, საქართველო კი რჩებოდა. ქართველი კაცის გადამრჩენელი ყოველთვის იყო მისი შინაგანი ბუნება, მებრძოლი ხასიათი, სამშობლოს სიყვარული და მისი წეს-ჩვეულებები. დღესაც ასე ხდება და ბოლოც იგივეა — საქართველო გადარჩება!
საქართველო ერთიანი და ძლიერი ევროპული ქვეყანაა მომავალში. ასე ვხედავ და ასე აღსრულდება ასი პროცენტით. უბრალოდ, ყველაფერი დროზეა დამოკიდებული, დროს კი ვერ ვხედავ, რადგან დრო კოსმოსში არ არსებობს.
დადგება ჟამი და ყველაფერი ასრულდება, თითოეული წერტილიც კი წინასწარმეტყველებისა. ამინ!
2008 წელი, 20 ივნისი
ვხედავ, რასაც რუსები აფხაზეთში აკეთებენ და აშენებენ, მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოს დარჩება. თუმცა რუსები ასე არ ფიქრობენ, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი განაგებდაო, ისე დაემართებათ მათ.
ქართველების სახლ-კარის დატაცებასა და სხვა უსინდისობა-უსამართლობას მალე მოუღებს კოსმოსი ბოლოს. ისეთი პოლიტიკა გატარდება და ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება ამერიკა-ევროპის მიერ, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სურვილს დაკარგავს. ქართველები რუსებს არ გაახარებენ. დიახ, ასეა, აფხაზეთში ბუზიც არ გაჭაჭანდება. ტურისტები კი არა, აფსუებიც გარბიან შიშით. ვხედავ ხშირ ტერორებს, აფეთქებებს თითქმის ყოველდღე. იწყება პარტიზანული ომები საქართველოს ტერიტორიაზე — აფხაზეთში, და რუსები ვერაფერს დაამტკიცებენ. მსოფლიო რუსეთს დიდი სიამოვნებით არ დაუჯერებს, ევროპა-ამერიკა არცერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს მათ, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.
ვხედავ, ამერიკა და რუსეთი მაინც მიაღწევენ შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და ეს შეთანხმება, დაიმახსოვრეთ, იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ! და ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.
საქართველოს ერთიანობა ყველას ინტერესებშია, ვხედავ. რუსეთი, როგორც თვრამეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, იძულებული იქნება, დათმოს მტაცებლური პოზიციები. თანაც მსოფლიო იძაბება. ყველა ომის მოლოდინშია. მუსლიმები ერთიანდებიან. ისინი დიდ საშიშროებას წარმოადგენენ და დღეს ეს ყველამ იცის. საქართველო თითქოს მოვლენების ეპიცენტრშია, მაგრამ მალე ყველაფერი დაწყნარდება. დიდი კოსმიური ენერგიები იცავს საქართველოს და ამიტომ კრემლს მცდელობა იმისა, რომ შავი ზღვის დიდი ნაწილი ხელში ჩაიგდოს აფხაზეთის სახით, ჩაეშლება, არაფერი გამოუვა. ვხედავ, რუსეთი ვერ იბატონებს შავ ზღვაზე საბოლოო ჯამში.
ვხედავ, რუსეთი დიდ კრახს განიცდის კავკასიაში. მათ პოლიტიკას კავკასიაში გამარჯვება არ აწერია ბედისწერაზე.
  • ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს;
  • ვხედავ, გვირაბი მიწით ივსება — აფეთქებენ;
  • ვხედავ, ეკლესიას ცეცხლს უკიდებენ. ამაზე მთელი ქვეყანა აყვირდება. ვხედავ, უფალი დასჯის ამის ჩამდენთ და ყველა გაიგებს მათ სახელებს და იხილავს დამნაშავეებს;
  • ვხედავ, ცნობილ პიროვნებას ტერორს უწყობენ. ვხედავ აფეთქებას, მაგრამ ღმერთის წყალობით, გადარჩება. ასეთი აფეთქებები გაგრძელდება, მაგრამ დამნაშავეებს იპოვიან;
  • ვხედავ, რუსი გენერლები საქართველოში ირბენენ. რუსები მოულოდნელად დატოვებენ აფხაზეთს. ბოლოს და ბოლოს, შეიგნებენ, რომ საქართველო ჩეჩნეთი არაა, საქართველო რუსეთის ტერიტორია არაა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ვხედავ, რუსეთს კაზაკები აუჯანყდებიან. ჰოდა, ითამაშონ ომობანა საკუთარ ტერიტორიაზე. ამინ!
ვხედავ, საქართველო საინფორმაციო ომს ბოლომდე მოუგებს რუსეთს, ხოლო ფიზიკური ომი საქართველოში, უფლის წყალობით, მასშტაბური არ იქნება.
და მაინც, აფხაზეთში შევდივართ ომით, მაგრამ დავარქმევთ მშვიდობას!
2008 წელი, 23 ივნისი
რუსეთის უტიფარი განცხადებები და ქმედებები ქართველ ხალხს ძალიან აღიზიანებს, და არა მხოლოდ აღიზიანებს. მაინც ასრულდება ყოველივე და გადაწყდება ყველაფერი საქართველოს სასიკეთოდ.
ისევ ვიმეორებ ასჯერ დანახულ წინასწარმეტყველებას: მდინარე ფსოუზე საქართველოს დროშა ფრიალებს!
ეს ასე იქნება ასი პროცენტით. რუსების ყველა მცდელობა ჩაფუშულია. ისინი აფხაზეთს ვერ შეიერთებენ.
ყოფილი(თუ დღევანდელი) პრეზიდენტი პუტინი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ვხედავ შეტაკებებს, ეს ძალიან სერიოზულია. მთავრობის სახლი იწვის. „დუმაში“ ერთმანეთს გადაჭამენ. მოსკოვში სიმშვიდე ცოტა ხნით დაირღვევა. დიახ, ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ იჯდება. დღეს ეს რღვევა და დაპირისპირებები უკვე არსებობს, რაც საზოგადოებისთვის უხილავია, მაგრამ ყოველივე მალე გამოჩნდება. პუტინის პოლიტიკა დიდ საშიშროებას უქმნის რუსეთს.
პარალელურად ვხედავ, რომ რუსეთის გაზს ალტერნატივა აქვს და გზა, რომელსაც გაზი გაივლის, საქართველოზე გადის. რუსები უძლურნი არიან, ამ პროცესს პუტინი ვერ შეაჩერებს.
საქართველოს „აბრეშუმის გზა“ დაანახებს ევროპას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო. აზიური სიმდიდრე საქართველოს გავლით უფრო ადვილად ხვდება ევროპაში, ვიდრე რუსეთისა.
...ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში გაწევრიანებაში რუსეთი საქართველოს ხელს ვერ შეუშლის, ვხედავ. ეს თვითონაც კარგად იციან, უბრალოდ ვერ გვერევიან, მხოლოდ ნერვებს გვიშლიან. რუსებს ისე მოუვათ, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო. რუსეთს საქართველოში გამარჯვება არ აწერია.
საინტერესო რამ დავინახე: რუსები თვითონ ცდილობენ საქართველოდან, ანუ აფხაზეთიდან გასვლას ისე, რომ აფსუები, კაზაკები და ა.შ. არ გააღიზიანონ და იწყებენ თამაშს შეთანხმებით. ვისთან? საქართველოს მთავრობასთან! კარგადაც ააწყობენ, მაგრამ ვხედავ, სიმართლე მაინც არ დაიფარება.
რუსეთი საკუთარ საზღვრებში ყველა ამბოხს ცეცხლითა და მახვილით აქრობს. ვხედავ, ეს ქვეყანა გაუგონარ პოლიტიკურ ჩიხში მოემწყვდევა. კრემლში მთავრობის ხაზით დიდი ცვლილებები მოხდება, იქნება, კიდევ ვიმეორებ, დიდი დაპირისპირებები. მოდის ახალი პოლიტიკოსების ტალღა. ეს რუსეთს ძალზე გამოაცოცხლებს.
...ამერიკა და ევროპა რუსეთს წინ არ გაატარებენ, არ მისცემენ ამის საშუალებას და, როგორც ყოველთვის, პირველობა ამერიკას დარჩება. ეს, სხვათა შორის, ევროპასაც ეხება.
მალე, ვხედავ, ეკონომიკურ კრიზისს მსოფლიოში ამერიკელები წერტილს დაუსვამენ. როგორც წამოიწყეს, ისე შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს. დიახ, ასეა. რა თქმა უნდა, დიდი ინფლაცია წავა და ახალ მილიარდებს მოხვეტავენ, გამოჩნდებიან ახალი მილიონერები.
აღმოსავლეთი კი იძაბება. ირანი უკან არ იხევს. მათ თავხედობას არ აქვს საზღვარი. მაგრამ არც ამერიკა იხევს უკან და ასი პროცენტით დაარტყამს ირანს. ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი. არც ევროპა დაიხევს უკან. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოსთვის ირანი. ეს ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და გამოვაქვეყნე კიდეც. დღეს მსოფლიო უკვე დადგა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე. რუსეთს ნუ ჰგონია, რომ ამ ომიდან სუფთად გამოძვრება. ძალიანაც რომ მოინდომონ, ვერაფერს გახდებიან.
საქართველო კი აიცილებს მესამე მსოფლიო ომს, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით. მსოფლიო აფორიაქებულია მომავალში, ჩემს საქართველოში კი სიმშვიდეა.
მადლობა უფალს იმისათვის, რასაც ვხედავ: ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში. ვხედავ ახალ პარლამენტს, ახალ არჩევნებს, ორ პარტიას, რომლებიც პარლამენტში დიდ როლს ითამაშებენ...
ვხედავ, ხალხს ყველა იმ ცვლილებისა, რომელთაც პრეზიდენტი ატარებს, არ სჯერა, ხალხი საერთოდ აღარ ენდობა მთავრობას. აღარც ოპოზიციის გაგონება სურს საერთოდ მთელ საქართველოს. ახალ სახეებს კი ვერ მოძებნიან, ხალხს ვეღარ მოატყუებენ. პოზიციასა და ოპოზიციას ერთ გუნდად მოიაზრებს ხალხი...
მომავალში არენაზე ჩნდებიან მეცნიერი პოლიტიკოსები. აქედან იწყება ძალიან დიდი ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში. ვხედავ მთელი საქართველო მათ გაყვება. ამინ!
2008 წელი, 25 ივლისი
... ყველა მომზადებულია მიტინგებისთვის, მაგრამ ხალხი არც ოპოზიციას ენდობა და ისადგურებს სიჩუმე. ეს ყოველივე დროებითია, რა თქმა უნდა. ხალხი ელოდება ლიდერს, ვინც ამ მთავრობას დაუპირისპირდება.
ხალხი ვერ იხდის გაზის, შუქის, წყლის და ა.შ. გადასახადებს. ვხედავ, იმაზე მეტი ადამიანი გამოვა გარეთ, ვიდრე წარსულში გამოდიოდა მიტინგებზე. ვხედავ, ბევრი სოფელს დაუბრუნდება, მაგრამ თითქოს ბუნებაც განაწყენებულია, რადგან წყალდიდობები თუ სეტყვა არ დააკლდება გლეხის ნაშრომს.
იწყება სერიოზული ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად.
აფხაზეთში რუსების ყველა მცდელობა ჩაფუშულია, ისინი ვერ გაიმარჯვებენ. დროის ამბავია, თუ როგორ წავლენ ქართული მიწიდან.
ტერორები გრძელდება. „დიდი რუსეთი“ ვერაფერს გააწყობს. მათი პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მიმართ ატარებენ, ევროპა-ამერიკისთვის მიუღებელია. მათ განცხადებებს ყურს არავინ უგდებს. „ტერორებს თვითონ რუსები აწყობენ“, — აცხადებს საქართველოს მთავრობა და ეს ყველას სჯერა. ვხედავ, მხოლოდ ტურისტები კი არ გარბიან, ბიზნესმენებიც უკან მიჰყვებიან. ისინი ხვდებიან, რომ „დიდი რუსეთი“ ვერც მათი დამცველი იქნება და ვერც მათი ბიზნესისა. რუსეთს სხვა გზა არ აქვს, ვხედავ, მომავალში ისინი ტოვებენ საქართველოს ტერიტორიებს — აფხაზეთს, სამაჩაბლოს.
ვხედავ, საქართველოს დროშა ფრიალებს მდინარე ფსოუზე! ყველაფერი ასრულდება, რაც თვრამეტი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე; დიახ, სიტყვა-სიტყვით ასრულდება ასი პროცენტით!
იცოდეთ, რა მდგომარეობაც უნდა შეიქმნას სირთულეების მხრივ, ეს ყველაფერი დროებითია. ვხედავ, უფალი და მთელი კოსმიური ენერგიები შენთანაა, ჩემო საქართველოვ! ვხედავ, საქართველო იმარჯვებს! ვხედავ, გადავრჩებით იმ ძნელბედობის ჟამსაც, როცა მსოფლიოს ქვეყნები დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან. იწყება ომები, დიდი ომები და საქართველო გადარჩება. მადლობა ღმერთს, რომ ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება.
საოცარია, როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება; როცა დიდი ომია, საქართველოში სიმშვიდეა.
მე მიხარია, რასაც ვხედავ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მეცოდება ის ქვეყნები, რომლებიც ომს იწყებენ. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ ადამიანებს, რათა გადარჩნენ. ამინ! ბოროტება მაინც განიდევნება დედამიწიდან, ადამიანები გადარჩებიან, ღმერთი არ გაწირავს მათ.
ჩემი საქართველო კი, ასჯერ დანახულს ვიმეორებ: მომავალში ევროპის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა.
2008 წელი, 30 ივნისი
ვხედავ, რუსები ვერ ისვენებენ, შავი ზრახვები ამოძრავებთ საქართველოს მიმართ. აფხაზეთში მომხდარ ტერაქტებს ქართველებს აბრალებენ. სამაგიეროს გადახდას, ასე ვთქვათ, აფხაზების ხელით ცდილობენ, ანუ მსგავსი ტერაქტი სურთ მოაწყონ ქართულ მიწაზე. ვხედავ, არაფერი გამოუვათ.
საერთოდ, რასაც რუსები ცდილობენ დღეს, რომ მიაღწიონ საქართველოს ტერიტორიაზე, ასრულება არ აწერია, ყველა მათი ჩანაფიქრი წაშლილია. რუსეთი ცდილობს, პროვოკაციაზე წამოაგოს ქართველები, მაგრამ, როგორც ვხედავ, თვითონ გაებმებიან მახეში.
პუტინი ვერ ისვენებს. რაც თავისი პრეზიდენტობის დროს ვერ გააკეთა აფხაზეთში, ვხედავ, პრეზიდენტ „მედვედის“ ზურგსუკან ცდილობს განახორციელოს. ვხედავ, რუსები სერიოზულად არაპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ ქართულ მიწაზე. საქართველო ჩეჩნეთი არაა, ბატონო რუსეთო, არაფერი გამოგივათ, ვიმეორებ ასჯერ დანახულს.
აფხაზეთში კი გრძელდება ტერაქტების სერიალები. საინტერესო ფაქტს ვხედავ: აფსუები, ანუ რუსები დაიჭერენ ტერორისტების ჯგუფს და აყვირდებიან, ქართველები არიანო. საქართველო კი, ვხედავ, დუმს. ტერორისტები ჩეჩნები აღმოჩნდებიან. ისინი ქართველებმა მოისყიდესო, ახლა ამას აყვირდება აფსუა-რუსი. მაგრამ ჩეჩნებსაც ხომ საკუთარი ანგარიშები აქვთ რუსეთთან? ეს კარგად იცის ევროპამაც და ამერიკამაც.
ვხედავ, ჩნდება დაჯგუფებები, იმართება პატარ-პატარა ომები. „რა ხდება ქართულ მიწაზე?!“ — ყვირის საქართველო. — „რუსები ვერ მართავენ სიტუაციას, საქართველომ უნდა დაიცვას საკუთარი ტერიტორია!“ და ატყდება ერთი ამბავი. დამალული და დაფარული არაფერი იქნება. ევროპა-ამერიკა სწრაფად იგებს ყველაფერს, არაფერს გააციებს საქართველო. დიახ, საინფორმაციო ომი რუსეთმა წააგო. სწორედ ეს გატეხს კრემლს. ამინ! ასე რომ, რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, უკან დაიხევს.
ვხედავ, რუსეთის ურთიერთობა აზიის ქვეყნებთან დიდი კრახით დამთავრდება. მუსლიმები მართლმადიდებელ რუსეთს არ ენდობიან. როგორც კი საშუალება მიეცემათ, პირველად რუსეთს დაარტყამენ. რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებას, მაგრამ არაფერი გამოუვა.
ვხედავ, რუსეთის პრეზიდენტი, დრო არ ვიცი, მაგრამ მალე შეიცვლება. მოხდება ისეთი რაღაცეები, რომ ეს ცვლა გარდაუვალია. მოსკოვს ახალი მერი ეყოლება. მოსკოვში ორი სერიოზული მკვლელობა მოხდება. ამაზე ყველა ილაპარაკებს. იქნება დიდი ცვლილებები მთავრობაშიც.
ვხედავ, მოდის დრო, როცა „დიდ რუსეთს“ ძალიან გაუჭირდება. ფრთხილად! ფრთხილად! გაბოროტებული მეფე კარგავს საღ აზროვნებას და მერე დიდ შეცდომებს უშვებს — გამოუსწორებელ შეცდომებს. ასე დაემართებათ რუსეთის პრეზიდენტებს.
საქართველო პატარაა კერკეტი კაკალივით, რომელიც ძალიან ძნელად და იშვიათად ტყდება. რუსეთი ვერ გატეხს საქართველოს, იმიტომ, რომ ქართველები იცავენ სამშობლოს!
ჩვენით მოვიპოვებთ გამარჯვებას უფლის წყალობით და არა სხვათა. ამინ!
2008 წელი, 2 ივლისი
რუსეთი ცდილობს აფხაზეთი და სამაჩაბლო კოსოვოს ჩარჩოში ჩასვას, ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის, რათა საქართველო მოთმინებიდან გამოიყვანოს. ვხედავ, პირიქით მოხდება: საქართველო გამოიყვანს მოთმინებიდან რუსებს.
ტერაქტები, რომლებიც ქართულ მიწაზე ხორციელდება, რუსების მოწყობილია, რათა ამაში ბრალი დასდონ ქართველებს.
რუსებს, უმცირესობის დაცვის მიზნით, საჯარისო ნაწილები შემოჰყავთ საქართველოში, ტანკები, ვერტმფრენები... რუსები ისე გათავხედდნენ, რომ ანგარიშს არავის და არაფერს არ უწევენ. საინტერესო ისაა, რომელ უმცირესობას იცავენ რუსები? საერთოდ, რა უნდათ რუსებს ქართულ მიწაზე?
ვხედავ, საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება ევროპა-ამერიკისგან. ქართველი ერთ გოჯ მიწასაც არ დათმობს. ყოველთვის ვიბრძოდით და ვხედავ, რომ კვლავაც ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ კიდეც ასი პროცენტით.
გაფრთხილდით, საქართველოს უზარმაზარი ენერგია იცავს და ეს კოსმიური ენერგია უცხო ტომთათვის სასიკვდილოა! ვაი მას, ვინც საქართველოს მიეკარება!
გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები: „რუსები აწყობენ ტერაქტებს, რათა დამატებითი ჯარი შემოიყვანონ ქართულ ტერიტორიებზე. მოკლედ, საომარ ვითარებას ქმნიან“.
ამას დაიჯერებს მთელი მსოფლიო. ვხედავ, რუსეთის ყველა მცდელობა, დააშინოს საქართველო, ჩაფუშულია. ვერაფერსაც ვერ დაუმტკიცებს ევროპა-ამერიკას საიმისოდ, რომ საქართველო დაადანაშაულოს. ცუდად დაწერილი სცენარია.
სინამდვილეში, ჩემო საყვარელო ქართველებო, ევროპა-ამერიკა ჩვენს მაგივრად არ იომებენ. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ქართველებმა უნდა დავიცვათ.
ჩვენ გავიმარჯვებთ! და იცით, რატომ? ეს ჩვენი ძირძველი მიწებია, ქართული მიწები. დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოში არ იქნება და ვერ ვხედავ ავტონომიებს. ერთი ასრულდა: აჭარა; აჭარის ავტონომია აღარ არსებობს, ავტონომიის სტატუსი ფიქტიურია, ტყუილია. დღეს ეს მთავრობას სჭირდება პოლიტიკური თამაშებისთვის, მხოლოდ დღეს და არა მომავალში.
1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს ძალიან სურს აფხაზეთის მიერთება, მაგრამ ეს ღია, უტვინო თამაშია და რუსები ამას ვერასდროს მოესწრებიან; რომ რუსეთი წააგებს. ეს ასეც იქნება. რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთან წააგებს, არამედ მსოფლიო პოლიტიკაშიც არასწორ ნაბიჯებს დგამს. მალე დაატყდებათ თავს მუსლიმების რისხვა.
ტერაქტები კი აფხაზეთში, სოჭსა და სამაჩაბლოში გრძელდება. ლუჟკოვის სახლს ააფეთქებენ. ვხედავ, ეკლესია იწვის.
ხალხს რუსი ეჯავრება და ამას გამოავლენენ. ვხედავ დიდ მიტინგს, რომელზეც საქართველოს დროშა ფრიალებს. ამას რუსი ვერ შეაჩერებს.
მუდამ ერთი და იგივეს ვხედავ, რომ რუსეთი კავკასიაში წააგებს ასი პროცენტით. აი ნახავთ. ამინ!
2008 წელი, 3 ივლისი
ახლო მომავალში, ვხედავ, იქნება ახალი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ერთი დიდი სირთულის წინაშე დადგება პოზიციაც და ოპოზიციაც: ხალხი, საქართველო არ ენდობა პარტიებს, ფიქრობენ, რომ ისინიც „ნაციონალები“ არიან. ორივე მხარემ დაკარგა ნდობა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდება. წინასწარმეტყველებები ასრულდება. მცირე დრო დარჩა თითქოს.
ვხედავ, ახალი ოპოზიციური პარტია ბევრ პრობლემას შეუქმნის მთავრობას. ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებულები, ხალხის ნდობას მოიპოვებენ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რამდენიმე ცნობილი სახეც გამოჩნდება... ისევ ამოტივტივდება ძველი ისტორიები. ასე რომ, ყველა ახალი სახის უკან ძველები დგანან. თუმცა ხალხს ლიდერი სჭირდება, რათა მთავრობა გადააყენოს.
ვხედავ, ქართველი ხალხი, ვხედავ, ყველა სირთულეს გადალახავს. უფალი არ დაუშვებს ქართველების გადაშენებას!
ვიმეორებ: უზარმაზარი კოსმიური ენერგია იცავს საქართველოს! ვხედავ, საქართველო გაერთიანებული, ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანაა, ასი პროცენტით შევდივართ ნატოში, რუსეთი კავკასიის მიღმა რჩება. იგი იძულებულია, გვაღიაროს ყოველგვარი ავტონომიების გარეშე. კრემლის ოცნება — საქართველოს, ქართველების განადგურება, კრახით მთავრდება. საქართველო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოა. დიახ, ეს ასეა მომავალში, რომელიც ძალიან ახლოსაა.
მინდა ვუთხრა ჩემს საყვარელ ქართველებს: დღეს რუსეთი ტერაქტებითაა გართული და საკუთარ სახლში აუფეთქებენ ყველგან ყველაფერს. ეს სულ სხვა ძალებია, რომელნიც ისარგებლებენ ქართულ-რუსული კონფლიქტით, რათა შეინიღბონ. მაგრამ ყოველივეს უფალი ჩვენი განაცხადებს. მოდის დრო, როცა საქართველოს მტრებმა პასუხი უნდა აგონ.
აფხაზეთში აფსუების ორი ძლიერი დაჯგუფებაა, ვხედავ, რომელნიც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამოუცხადებენ. ერთს რუსეთი სურს, თუმცა არა ბოლომდე, მეორეს კი რუსეთი სძულს, რადგან იციან, რომ რუსეთის ხელქვეითობა გამოიღებს იმ ნაყოფს, რომ აფხაზეთში (ანუ ქართულ მიწაზე) აფსუები გადაშენდებიან. დღეს უკვე აღარც არიან იმდენნი, რამდენიც წარსულში იყვნენ.
მოკლედ, დიდი ქაოსი იქნება. ეს ორი დაჯგუფება აფსუებისა ერთმანეთს დაეტაკება. მათ რუსეთიც ვერ გააშველებს. ვხედავ, არცერთ დაჯგუფებას არ აწყობს რუსეთი, მაგრამ მაინც ვერ მორიგდებიან — ბრძოლები გრძელდება. რუსეთი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს.
ბევრი რამ შეიცვლება. ევროპა-ამერიკა ხმამაღლა დაგმობს რუსულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. ეს დიდი დარტყმა იქნება რუსეთისთვის, თუმცა არ შეიმჩნევენ.
აფხაზეთი რთულ მდგომარეობაშია. ვხედავ, ტერაქტების სერიალები გრძელდება, უფრო ფართო მასშტაბით ხორციელდება და დასასრული არ ექნება თითქოს. ხალხი შეშინებულია. ომი არავის სურს, მაგრამ ტერაქტები ომზე უარესია საქართველოს ამ პატარა ტერიტორიისთვის.
სოჭშიც ისმის აფეთქებების ხმა. ვხედავ, „ძლევამოსილი“ რუსეთი ჩიხშია მოქცეული, ვერაფერს უხერხებს პატარა საქართველოს, ვერაფრით აშინებს ქართველებს. „დიდი რუსეთი“ იძულებულია, ბევრ დათმობაზე წავიდეს და ბევრი რამ, რაც კანონიერად ეკუთვნის საქართველოს, გადაწყვიტოს და დაუბრუნოს. ეს ასეც მოხდება ასი პროცენტით.
ექს-პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, არაფერი დაუთმოს საქართველოს და ძალისმიერი მეთოდით იმოქმედოს. ვხედავ, არაფერი გამოუვა, ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდება, ბევრი აუმხედრდება, კრემლი ორად იყოფა. იწყება დიდი ბრძოლები. ვხედავ, პუტინს აღარ უმართლებს. რუსეთს ევროპასთან, ისევ ვიმეორებ, ურთიერთობები ძალიან დაეძაბება. გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, რომ სირთულეები განმუხტონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსი პოლიტიკოსების თავხედობას საზღვარი არ აქვს. ამ პოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთს მთელი ევროპა დაუპირისპირდება. ნათლად ჩანს მათი სახე, ყველაფერს ნიღაბი ჩამოეცლება.
გაზისა და ნავთობის საკითხებში იქნება დიდი სირთულეები. რუსეთის მთავრობაში, ვხედავ, ერთი ამბავი ატყდება, ბევრი რამ გამჟღავნდება. დიდი დარღვევებია. ჩუმად იმართება სასამართლოები, მაგრამ ყველაფერს ხმამაღლა იტყვიან, არაფერი დაიმალება. ორი დიდი ჩინის მქონე პიროვნებას დაიჭერენ. ეს იქნება დიდი სკანდალი. ამას კრემლი ვერ დამალავს. ასე იცის სიხარბემ.
ვხედავ პუტინის შეშინებულ და გაფითრებულ სახეს. იგი ამ ბრძოლას წააგებს ასი პროცენტით.
2008 წელი, 4 ივლისი
რუსების თავხედობას საქართველოს მიმართ საზღვარი არ აქვს. ეს ხომ „ყოვლისშემძლე ერია?“ საერთოდ კარგავენ, ვხედავ, სიფრთხილეს, განდიდების მანია სჭირთ ისე, როგორც არასდროს. ეს ძალიან ცუდია მათთვის. საქართველო ისე დაადგებათ ყელზე, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ.
სოჭის ოლიმპიადა — გამალებული მუშაობა მიდის. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, ვხედავ, იქნება დიდი აფეთქებები, ანუ სერიალები. რუსი ვერ შეძლებს ტერაქტების შეჩერებას. ასევე ვხედავ თავდასხმებს სამხედრო ბაზებზე. აქაც ვერაფერს გახდება „დიდი რუსეთი“. დიახ, რუსეთი დაისჯება იმ სისასტიკისათვის, რაც მათ კავკასიაში გამოიჩინეს, ყველაფერზე პასუხს აგებენ. საქართველოსთან მიმართებაში კი დიდი ხანია, წაგებული აქვთ ყველა ბრძოლა. ვერც ვერაფერს დაუმტკიცებენ ქართველებს, ანუ იმ ტერაქტებს, რომელთა გადაბრალება სურთ, რათა ევროპა-ამერიკას დაანახონ, თუ როგორი ტერორისტები არიან ქართველები; რომ საქართველო კავკასიაში ტერორისტების ცენტრია. არაფერი გამოუვათ. ვხედავ, რუსეთი ძულს ევროპა-ამერიკას.
ვხედავ, რუსები აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ტოვებენ. უფალი მათ ქართულ მიწაზე არ გააჩერებს.
მოხდება ისე, რომ რუსეთი იძულებული შეიქნება, საქართველო დატოვოს.
კრემლი აუცილებლად აირევა, მთავრობა ორად იყოფა, პუტინი — ყოფილი თუ დღევანდელი პრეზიდენტი, ბოლომდე გამოაჩენს საკუთარ სახეს. ფრთხილად! ვხედავ, რომ პუტინს თვითონ რუსეთი გაასამართლებს. დიახ, ასე ვხედავ და ეს ასი პროცენტით ასრულდება.
2008 წელი, 10 ივლისი
... ნუ გეშინიათ, ქართველნო! უფალი თქვენთანაა და ვერც შინაური და ვერც გარეული მტერი ვერ მოგვერევა. ყველა გამყიდველი და მოღალატე საქართველოსი დაისჯება ძალიან მწარედ და ამ ყოველივეს, ქართველნო, საკუთარი თვალით იხილავთ და საკუთარი ყურით მოისმენთ.
ვხედავ უზარმაზარ კოსმიურ ენერგიებს. ეს საქართველოს დაცვითი ენერგიებია და მტერი, ურჯულო ვერას დაგვაკლებს! ვაი მათ, ვინც ჩვენ მოგვეკარება! როგორი ძლიერიც უნდა იყოს მტერი საქართველოსი, იგი ვერ გაიმარჯვებს. საქართველოს ვერავინ და ვერაფერი წაშლის მსოფლიო რუკიდან.
ყველაზე დიდი მტერი, როგორც ყოველთვის, ციხის შიგნითაა. შადიმანები საკუთარი კარიერისა და ფულის გულისთვის ღალატობენ ხალხსა და ქვეყანას. ისინი ფიქრობენ, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. სიტყვას „პოლიტიკა“ ბევრია ამოფარებული, მაგრამ ვხედავ, ეს თამაშები(ანუ ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები) დიდხანს არ გაგრძელდება. კოსმოსი მალე მოუღებს ბოლოს ამ ამ დიდ სიბოროტეს.
საქართველო იბრძვის, იბრძვის ქართველი ერი, რათა გადარჩეს! ვიბრძვით, რათა ქართული მიწები არ დავუთმოთ ურჯულოებს!
ვხედავ, საქართველო იმარჯვებს. ყველაზე დიდი მონსტრი — რუსეთი, საქართველოსთან დიდ მსოფლიო პოლიტიკურ თამაშს წააგებს.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ტერაქტების სერიალები გრძელდება. ვხედავ, უფრო აქტიურად ფეთქდება სამხედრო ბაზები. გუდაუთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზას ცეცხლი უკიდია(ძალიან დიდი აფეთქებები იქნება), ეს სამხედრო ბაზაა. „ჩვენ ცილს ნუ გვწამებთ!“ — ყვირის საქართველოს მთავრობა. „ჩვენ არაფერ შუაში ვართ!“ — და მათ მთელი მსოფლიო უჯერებს. ევროპა-ამერიკა რუსეთს ადანაშაულებს, რასაც დიდი სიამოვნებით გაახმაურებენ. რუსეთს მოთხოვენ ყველა კანონის დაცვასა და ბრძოლის შეწყვეტას საქართველოს მიმართ. ვხედავ, კრემლში ყველა გაცოფებულია. ექს−პრეზიდენტი პუტინი წააგებს.
მსოფლიოს ძალიან აღიზიანებს რუსეთის ორი პრეზიდენტი, ორი არწივივით „ძლიერი თავი“. ვხედავ, რუსეთს ამის გამო ურთიერთობები ძალინ დაეძაბება ევროპა-ამერიკასთან. შეხვედრებზე დადის ერთი პრეზიდენტი, გადაწყვეტილებებს ღებულობს მეორე — ექს-პრეზიდენტი. ეს ყველას აღიზიანებს. ვხედავ ასეთ მიმართვას კრემლისადმი: „იქნებ პუტინმა გვიპასუხოს, მან გადაწყვიტოს?“ დიახ, საბოლოოდ კრემლი ისევ ორად იყოფა და დარჩება ერთი არწივის თავი.
საქართველო კი მსოფლიოს თვალში თავს იცავს. „რუსეთი თავს გვესხმის, ჩვენ კი ვიგერიებთ“, — აცხადებს მთავრობა.
შიდა ბრძოლები გრძელდება და ამ შეტაკებაში „რუსი აფსუები“ დამარცხდებიან. გამორიცხულია, რომ მათ გაიმარჯვონ! კოდორის ხეობაში ქართველებს ვხედავ და არა რუსებს. უდიდეს დარტყმას რუსები ზუსტად აქედან მიიღებენ.
აფხაზეთი საქართველოა! ისევ ვხედავ ასჯერ დანახულს: მდინარე ფსოუზე, სოჭის საზღვარზე საქართველოს მთლიანობის დროშა ფრიალებს. ამ წუთში ვხედავ, რომ უფალი საკუთარი ხელით აღმართავს დროშას და მიწიერად ამას გააკეთებენ ქართველი მეომრები. ამინ!
„ვინც საქართველოს მიეკარება, იგი განწირულია, საკუთარ თავს წააგებს!“ —ესე არს სიტყვა უფლისა.
დიახ, მოდის დრო, როცა მოთარეშე შინაურმა თუ გარეულმა მტერმა უნდა დატოვოს საქართველო. ვხედავ, მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია. ყველაფერს იბრუნებს საქართველო, პირველ რიგში კი — სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამინ!
(გაგრძელება იქნება)image
1
590
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
590
  
2019, 25 დეკემბერი, 19:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1