x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცით, რას აღნიშნავს თქვენი ტელეფონის ნომერი?
ნუმეროლოგიის თანახმად, რიცხვები არა მხოლოდ ჩვენს ხასიათზე, არამედ ჩვენს გარშემო მოვლენებზეც მოქმედებს. ადვილი შესაძლებელია, რომ ხშირი და სარფიანი ზარები, სწორედ თქვენი ტელეფონის ნომრის გავლენა ყოფილიყო. გაინტერესებთ რა აზრია ჩადებული თითოეულ რიცხვში?



image



როგორ გავარკვიოთ რას აღნიშნავს ჩვენი ტელეფონის ნომერი? თქვენი ნომრის თითოეული რიცხვი უნდა მიუმატოთ ერთმანეთს და მიღებული ორნიშნა რიცხვიც მიუმატოთ. მაგ: 89191112234. 8 + 9 + 1 + 9 + 1 + 1 + 1 + 2 + 2 + 3 + 4 = 41; 4 + 1 = 5. ამ შემთხვევაში გვაქვს მიღებული რიცხვი 5.



ანალოგიურად გააკეთეთ თქვენი ნომრით და წაიკითხეთ მიღებული რიცხვის შესაბამისი ახსნა.





1. რიცხვი ერთი არის ძლიერ ენერგეტიკული, რომელიც ზრდის თქვენს ენერგიას და ხელს უწყობს იმას, რომ მოახდინოთ სხვებზე გავლენა. თუმცა, ფრთხილად იყავით, ეს რიცხვი უკეთესია მხოლოდ ბიზნესმენებისთვის, ვინც მეორე ნახევარს და სიმშვიდეს ეძებს, მათთვის რეკომენდებული არ არის.



2. რიცხვი ორი რომანტიზმს იზიდავს და მათთვის იდეალურია, ვინც ნამდვილ სიყვარულს ეძებს. ეს რიცხვი იძლევა ისეთ თვისებებს, როგორიცაა კეთილგანწყობა, დიპლომატია, ტაქტიკა და შრომისუნარიანობა. კარგი რიცხვია თვითდაჯერებული ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ გაყიდვების სფეროში.



3. ნომერი სამი კრეატიულობასა და გართობაზე მიუთითებს, რაც მხატვრებისთვის, მუსიკოსებისა და ახალგაზრდებისთვის ზუსტად შესაფერისია. ის შთააგონებს და სძენს პოპულარობასა და ორიგინალურობას. თუმცა, თუ ამბიციური ხართ და მიზნის მიღწევისთვის იღწვით, სჯობს სხვა ნომერს მიანიჭოთ უპირატესობა.



4. ნომერ ოთხი საიმედოობის და სტაბილურობის რიცხვია. თუ მრავალშვილიანი ოჯახი გაქვთ, აირჩიეთ ის. ასევე საბანკო საქმიანობისა და სხვადასხვა ორგანიზაციებში წარმატების მომტანია. თუ მარტო ცხოვრობთ და აღნიშნულ სფეროში არ საქმიანობთ, ეს რიცხვი ნუ გექნებათ.



5. ნომერ ხუთს მუდმივად მოაქვს თავგადასავლები, ცვლილებები. მას ვერასდროს ვუწოდებთ სტაბილურს. ეს რიცხვი შესაფერისია მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები, თავისუფლება, მარტო ცხოვრება. ეს რიცხვი არ არის შესაფერისი მეოჯახე ადამიანებისა და მათთვის, ვისაც თუნდაც მცირე ფსიქიკური პრობლემები აქვს.



6. ნომერი ექვსი საუკეთესოა ოჯახისთვის. მას მოაქვს სითბო, ზრუნვა, დაცვა. აძლიერებს ოჯახურ კავშირსა და მეგობრობას. ასევე შესაფერისია ეს რიცხვი ბიზნესმენისთვის.



7. რიცხვი შვიდი არის ძლიერი და მისტიკური. ის განკუთვნილია სტუდენტებისა და მოაზროვნე ადამიაებისთვის. ის დადებითად მოქმედებს თქვენს მდგომარეობაზე, უფრო გაწონასწორებულს და სტაბილურს გხდით.



8. ყველაზე წარმატებული რიხვია ბიზნესმენებისთვის, რადგან ის იზიდავს ფულს და წარმატებას, ასევე აძლიერებს ნდობას პარტნიორთან. შესაფერისია ასევე ამბიციური ადამიანებისთვის, რადგან დადებითად მოქმედებს კარიერასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. მოკლედ, შესაფერისია რიცხვი რვა პირადი ზრდისთვის.



9. იდეალიზმი და თანაგრძნობა ამ რიცხვის მთავარი მახასიათებელია. ეს რიცხვი შეუძლიათ შეარჩიონ საქველმოქმედო ან სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებმა. ერთ-ერთი ბედნიერი ნომერია და მისი მფლობელი ხშირად განიცდის ბედის კეთილგანწყობას. თუმცა, რიცხვი ცხრა არაა შესაფერისი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის.





იხილეთ აგრეთვე:



ის, თუ რომელ საათზე დაიბადეთ, თქვენს ბედზე ახდენს გავლენას - შეამოწმეთ!image







რომელ რიცხვში დაიბადეთ? - იცოდით რას განსაზღვრავს ის?image







გაიგეთ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე მთვარის მიხედვითimage









გაიგეთ ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვითimage










იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების თვე?image










სამყაროში შვიდჯერ ვიბადებით, გაინტერესებთ მერამდენეა თქვენი ცხოვრება?image











თქვენს ბედზე მოქმედებს სართული, რომელზეც ცხოვრობთ. შეამოწმეთimage







3
669
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
669
  
2019, 25 დეკემბერი, 19:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 25 დეკემბერი, 3:07
გსურთ აღმოჩნდეთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 25 დეკემბერი, 1:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3