x
image
alex999
Mediator image
6 ქანდაკების ისტორია, რომელიც ყველა ადამიანის გრძნობებზე ძლიერად მოქმედებს

ამ ქანდაკებებს საუბარი არ შეუძლიათ, მაგრამ ძალიან ბევრს გვახვედრებენ. მათ მთელი მსოფლიო იცნობს და ისტორიას არასოდეს დაავიწყდება. წარმოგიდგენთ ემოციურ ისტორიებს იმ 6 ქანდაკების შესახებ, რომელიც ადამიანის გრძნობებზე ძლიერად მოქმედებს...


image







ნელო და პეტრაშე

image


ბელგიაში ლედი ანტვერპენის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქანდაკება ერთი შეხედვით ძალიან საყვარლად გამოიყურება, თუმცა მისი ისტორია ნამდვილად გულისამაჩუყებელია. ქანდაკება აღწერს XIX საუკუნეში ცნობილ ზღაპრის გმირების ცხოვრებას: ნელო გაჭირვებაში ცხოვრობდა, მას არც სახლი და არც საჭმელი ჰქონდა... მისი ერთადერთი მეგობარი პეტრაშე იყო... ძაღლი, რომელიც ნელოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. სამწუხაროდ ამ გაჭირვებამ შეიწირა ეს მეგობრებიც... ზამთრის სუსხიან დილას ნელო და პეტრაშე ლედი ანტვერპენის ტაძრის წინ სიცივესგან დაიღუპნენ.







გაფართოება

image


ეს გასაოცარი კომპოზიცია დღეისათვის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შედევრად თანამედროვე ხელოვნებაში. მოქანდაკე პეიჯ ბრედლი ამბობს, რომ „გაფართოება“ გახლავთ შედეგი მისი ფიქრებისა, რომელიც გაუჩნდა ადამიანის გამომსახველი ქანდაკებების მიმართ საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულების გამო.







უსარგებლო პისტოლეტი

image

ნიუ იორკში(აშშ) გაეროს შტაბბინასთან არის გიგანტური პისტოლეტი Python 357 Magnum . "ძალადობის გარეშე" ასე უწოდებენ სხვაგვარად ამ ძეგლს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს. შექმნილია შვედი მხატვრის კალო ფრედერიკო რეიტერსვორდის მიერ 1980 წლის ბოლოს, მისი შექმნის იდეა ჯონ ლენონის მკვლელობას უკავშირდება.







ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე


image


მემორიალი დახვრეტილი უნგრელი ებრაელების პატივსაცემად. ის 2005 წელს დაიდგა. ისტორია: მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უნგრელ ებრელებს ფეხების გახდა აიძულეს მდინარე დუნაისთან და დასახვრეტად სანაპიროზე ფეხშიშველი დააყენეს.... უნგრელებმა ეს ემოციური დღე 2005 წელს სამუდამოდ დაუტოვეს ქვეყნის ისტორიას. ამ რკინის ფეხსაცმელების მემორიალის ხილვა დედაქალაქ ბუდაპეშტში შეგიძლიათ.







ჰაჩიკოს ქანდაკება

image


ალბათ ყველამ იცით ჰაჩიკოს ემოციური ისტორია, რომელიც ყოველდღე სადგურზე თავის პატრონს ელოდებოდა. აუცილებლად გირჩევთ ჰაჩიკოს ფილმის ნახვას, რომელიც 1987 წელს არის გადაღებული.







"ალი და ნინო" -ს ქანდაკება

image


8 მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, ალისა და ნინოს „ჰაეროვანი“ გამჭვირვალე ლითონისაგან დამზადებული ფიგურები, ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი ყოველ 10 წუთში მეორდება. ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. რომანი „ალი და ნინო“, მოგვითხრობს აზერბაიჯანელი მუსულმანის ალი შირვაშირისა და ქართველი ქრისტიანის ნინო ყიფიანის სიყვარულზე. წიგნში მოთხრობილი მოვლენები ვითარდება კავკასიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. „ალი და ნინო“ - ს ქანდაკება შეიქმნა 2010 წელს და იგი წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს, მიუხედავად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა.






























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


>>>>> იხილეთ ასევე <<<<<



ცნობილი ისტორიული პირები, რომლებიც სინამდვილეში არც კი არსებობდნენ!

image



უსამართლობა 13 ქვეყანაში - ილუსტრატორი მწარე რეალობას გვინჩვენებს

image



ცნობილი პირების ისტორიული ფოტოები წარსულიდან (39 ფოტო)

image



გადარჩენილი კაცობრიობა: ებოლას კრიზისი

image



23 ფოტო, რომელიც ამ ცივ დღეებში გულს გაგითბობთ!

image



გადარჩენილი კაცობრიობა: ნივთიერება, რომელმაც ოზონის ხვრელი გახვტირა - ქლოროფუეროკარბონი!

image



მამაკაცმა თავის ჭკუაში ლეკვი იყიდა... ნახეთ 2 წლის შემდეგ რა აღმოჩნდა

image



5 ყველაზე იდუმალი ტყე დედამიწაზე

image

0
1025
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0