x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138423
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ ეწყობა კურო ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს და ვისთან რა აქვს სასწავლი
image



ვერძი და კურო


გაზი და ტორმუზი ერთად. ვერძს ყველაფერი ახლა უნდა, კურო ფიქრობს რომ სჯობს მოვიცადოთ. ვერძი მაინც აკეთებსდა როცა კისერს იტეხს, კურო ამბობს: აი, ხომ გეუბნებოდი… ასე იწყება კატასტროფა. ძალიან განსხვავებული ტიპაჟები ხართ ერთმანეთისგან, გაქვთ საერთოდ სულ სხვადასხვა ცხოვრების რიტმი… აი, მაგალითად ვერძმა შუა ფილმის ყურებისას შეიძლება გადაწყვიტოს რომ სასეირნოდ უნდა წასვლა, ან ვარჯიში, კურო კიდევ თუკი გემრიელად მოეწყო, უნდა ამოთხარო და წაიღო, თავისით არ ადგება. თუ მოახერხებთ გარკვეულ შემთხვევებში კომპრომისზე წასვლას და ოქროს შუალედის მოძებნას ძალიან კარგი წყვილი იქნებით, რადგან ერთმანეთს დააბალანსებთ – კუროსაც სჭირდება ცოტა გაზი და ვერძსაც სჭირდება ცოტა ტორმუზი.



კურო და კურო



ეს ორი ზარმაცი, მშვიდი, პრაქტიკული, ბედის ნებიერა და ყველაფერთან ერთად რომანტიკული არსება ერთად მშვენივრად გრძნობს თავს. ერთი მზის ნიშნით დაბადებული ადამიანები ხომ რაღაც დოზით გვანან ხოლმე ერთმანეთს და ძალიან კარგად ესმით კიდეც პიროვნულად ერთმანეთის. თქვენ ერთნაირი ინტერესები გაქვთ, ერთი ცხოვრების ტემპი, ორივეს გიყვართ ჰარმონიაში ყოფნა, კარგი ცხოვრება, ამქვეყნიერი სიამოვნებები… ფული რომ არ გიყვარდეთ, იცხოვრებდით “ჭამა-სექსი-ჭამა-ძილი” რეჟიმში და მეტი არც არაფერი მოგინდებოდათ. დიდი დიდი რამე რომანტიკული მელოდრამისთვის გეყურებინათ ხანდახან და სულ ეგ იქნებოდა თქვენი ექშენი. მინუსებს რაც შეეხება ორივე ჯიუტები და ცოტა მოუქნელები ხართ, თუ რამე გადაწყვიტეთ, ვერავინ გადაგაფიქრებინებთ და თუ სასწაული მოხდა და განსხვავებულ აზრზე დადექით, ცოტა გაგიჭირდებათ კომპრომისი, დანარჩენი რა გითხრათ, წავედი, სანამ თქვენი შემშურებია


კურო და ტყუპები


აი პინგ-პონგი კედელთან გითამაშიათ? აი, ეგ არის ტყუპის და კუროს ურთიერთობა, ერთი მოძრავი, სხარტი, ლაქლაქა, ცვალებადი, ყოველდღე სხვადასხვანაირი, ისე სწრაფად რომ ფიქრობს, ყველაფრის თქმას რომ ვერ ასწრებს, მეორე კიდევ დინჯი, სტაბილური, ჭკუადამჯდარი და ერთგულად მდგარი და მომლოდინე შემდეგი ჩაწოდების. პრობლემები ხასიათს თავისებურებებიდან გამომდინარე ალბათ ბევრი ექნებათ, მაგალითად კურო მესაკუთრეა და მყარი ურთიერთობები მოსწონს, ტყუპი კიდევ საიდანაც წამოუწროლებს იქეთ მიაქვს ქარს, ათასი ინტერესი აქვს და ყველასია (ცუდს არაფერს ვგულისხმობთ). კუროს თუ სიმშვიდე უყვარს და ვიქენდზე განმარტოებას გეგმავს ბუნების წიაღში ტყუპმა შეიძლება გუშინ გაცნობილი “სასტავი” დაუპატიჟოს და მთელი ქონება გაუნიავოს… მოკლედ, ტიპური კუროსთვის ტყუპი ცოტა მსუბუქია, ტყუპისთვის კიდევ კუროა მძიმე… თუკი ერთმანეთი გიყვართ, ამ განსხვავების გამო კი არ დაიშლებით, პირიქით, ეცდებით ერთმანეთიდ ააბალანსოთ – არც ერთს გაწყენდათ ცოტა მიწაზე დაშვება და არც მეორეს ცოტა ამსუბუქება.



კურო და კირჩხიბი


ორი ოჯახის მუჭუჭი ერთად… ორი მზრუნველი, თბილი, ფრთხილი, რბილი და რომანტიული ადამიანი – მშვენიერია. ალბათ თქვენი მეგობრები თქვენს ოჯახში მოსვლაზე გიჟდებიან, მუდამ მშვიდი ატმოსფერო და გემრიელი საჭმელები ხვდებათ. შვილების აღზრდაშიც ორივე ერთნაირად ჩართულები იქნებით. კირჩხიბს ყველაზე მეტად ემოციური უსაფრთხოება სჭირდება, ადამიანი ვისაც დაეყრდნობა, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს და სტაბილური და ალერსიანი კურო მისთვის პირდაპირ მისწრებაა. კირჩხიბი მის გვერდით მშვიდდება, კურო კირჩხიბის კატაბალახაა. კირჩხიბი კიდევ კუროს გულის ვარდი, იგი თავის მხრივ კი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის პარტნიორს, ზრუნავს მასზე და ცდილობს ცხოვრება გაულამაზოს, რასაც ასე ძალიან აფასებს კურო. სადმე ქალაქის მტვრისგან და ხმაურისგან შორს ბუნების წიაღში თქვენს საკუთარ მინი-სამოთხეს შექმნით და მშვიდად და წყნარად იცხოვრებთ სიბერემდე.


კურო და ლომი


ეს ორი ფიქსირებული ნიშანი, ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ ერთად ვერ უნდა იყვნენ მთლად კარგად, რადგან ორივე ჯიუტი და ორივე პრინციპულია, თანაც ძალიან განსხვავებული პიროვნული ხასიათებიც აქვთ – ერთი მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს, მეორე დრამაზე და ფოერვერკებზე, ერთი დამგროვებელია, მეორე მფლანგველი და ა.შ თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მათაც აქვთ ბედნიერი თანაცხოვრების შანსი, თუკი საკუთარ სიჯიუტეს რამენაირად დათმობენ და კომპრომისზე წასვლას ისწავლიან. კუროც და ლომიც ორივე ძალიან სტაბილური და ერთგული ადამიანია, თუ მათ გადაწყვიტეს ერთმანეთს მიუძღვნან თავი, ამას მოახერხებენ კიდეც. მათ აქვთ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი – ნდობა. მათ ერთმანეთის სახით ძლიერი დასაყრდენი ჰყავთ და თუ ერთმანეთს დააფასებენ (დაფასება ორივეს უყვარს) ამ ურთიერთობის სიმყარე საკმაოდ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს.


კურო და ქალწული


ა, ეგრე როგორც პური და ყველი ძალიან კარგი წყვილია, ძალიან თავდადებული და ერთმანეთის მხარში მდგომი. ორივე პრაქტიკულია, მშრომელი, მიწიერი, რეალური მიზნებით და ამ მიზნების მიღწევის თანმიმდევრულად მიღწევის პოტენციალიც აქვთ. ქალწულს მოსწონს ძლიერი და მშვიდი კურო, კურო კი ძალიან აფასებს ქალწულის გამჭრიახობას, ენამახვილობას და ყურადღებას. მათ ერთნაირი ღირებულებები აქვთ. ერთი ეს არის, რომ რაღაც ეტაპზე ქალწული შეიძლება ცოტათი დაღალოს კუროსნაირმა შენელებულმა კადრმა, კუროს კი ყელში ამოუვიდეს ქალწულის მუდმივი კრიტიკა. თუკი ამის გადალახვას მოახერხებენ, ამ წყვილს ვერაფერი დააშორებს, რადგან ძალიან დააბალანსებს ერთმანეთს ეს ორი ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო და მუდმივად კმაყოფილი არსება.


კურო და სასწორი


აი, ძალიან მინდა ლენონის “imagine” ჩაგირთოთ და მოგასმენინოთ… ეს ორი მშვიდობისმოყვარე, რბილი, თავაზიანი ადამიანი ერთად ძალიან კარგად გრძნობს თავს მიუხედავად იმისა, რომ ერთი მიწაზე მყარად დგას, მეორეს კი ცოტას აქეთ იქეთ აყანყალებს ქარი. ორივეს ცოტა დრო სჭირდება იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს რა უნდა, ამიტომ შეიძლება ურთიერთობა საწყის ეტაპზე საქმე ცოტა გაჯანჯლდეს, მაგრამ თუკი გადაწყვიტეს ერთად ყოფნა, მერე უკვე ეჭვქვეშ აღარაფერს დააყენებენ. რა თქმა უნდა, განსხვავებებიც არის ამ ასადს მიღმა. სასწორი უფრო მეტად სხვებზეა ორიენტირებული, ლაპარაკი, გართობა უყვარს, კუროს კიდევ თავისი ინტერესები აქვს, თავისი ჰობი, თუმცა რადგან კომპრომისი შეუძლიათ და ზღვარს არ გადადიან, ზედმეტი დრამატიზმის გარეშე გვარდება ყველაფერი. მათ კარგად იციან ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და მარტივად ახერხებენ გადაინაწილონ ფუნქციები და მოვალეობები ოჯახში.



კურო და მორიელი


არის ამ წყვილს შორის რაღაც ქიმია. ორი უკიდურესობა – შინაარსი და ფორმა, ტანჯვა და ტკბობა, რისკი და სტაბილურობა, ხიფათი და უსაფრთხოება, – ერთთმანეთს იზიდავს. ინტელექტუალურ და სულიერ დონეზე ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოთხოვნებიც სხვადასხვა აქვთ – მორიელს ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები უნდა, კუროს სიმშვიდე და სტაბილური ურთიერთობა, თუმცა რაღაცნაირად თუ მოხერხდა და ურთიერთობა შედგა, ისე ძალიან შესანიშნავად დააბალანსებენ ერთმანეთს, საუკეთესო წყვილს შექმნიან. ეს ორი მესაკუთრე, ჯიუტი და ეჭვიანი ნიშანი ან ერთად ვერ ძლებს, ან ერთმანეთის გარეშე, რაც ხშირ შემთხვევაში ორივეს ძალიან აწყობს.


კურო და მშვილდოსანი


სად მიაგენით ერთმანეთს? როგორ არ აცდით გზაში? ან როგორ არ ცდებით? ნამდვილი პარადოქსი. ერთი რომ გააჩერო უნდა დააბა, მეორე რომ აამოძრაო უნდა ბუქსირზე მოიბა. მშვილდოსანი ძალიან აქტიური, თავგადასავლებისმოყვარე არსებაა, რომელიც მუდამ სიახლეების ძიებაშია და კუროსნაირმა შენელებულმა კადრმა შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს, თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება არც ერთი იყოთ ტიპური მშვილდოსანი და არც მეორე ტიპური კურო. მიუხედავად ამისა, პიროვნულ დონეზე ცოტა გაუგებარი დარჩებით ერთმანეთისთვის (თუმცა შეიძლება ემოციურ დონეზე გესმოდეთ, თუ მთვარეები მაინც გყავთ ჰარმონიაში), მაგრამ ამასაც თავისი “მუღამი” აქვს, როგორც იტყვიან. განსხვავებული ტიპაჟის ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესოა და კომპრომისის შედეგად ყოველთვის ყველაფერი გამოდის!


კურო და თხის რქა


თქვენ თუ შეერთდით, აწი ვეღარაფერი მოგაგლეჯთ ერთმანეთს. ეს ორი მიწიერი, პრაქტიკული და რეალისტი არსება, ძალიან კარგად გრძნობს თავს ერთმანეთთან. ორივეს დაახლოებით ერთნაირი ინტერესები აქვს, ერთნაირი ღირებულებები და თანაც ძალიან კარგადაც ავსებენ ერთმანეთს რიგ საკითხებში. მაგალითად, კურო ცოტა ზარმაცია, თხის რქა კი სიზარმაცის უფლებას არავის მისცემს. იგი ბუნებით ლიდერია, შეანიშნავად ეხერხება დაგეგმვა კურო კი მის სტრატეგიებს აუცილებლად გაიზიარებს და მუხლჩაუხრელად იშრომებს განსახორციელებლად. მოკლედ, ისეთი ძლიერი წყვილია ერთად ვერაფერი მოერევათ თუ მაინცდამაინც მუშაობით არ მოკვდნენ. უკეთესი იქნება თუ თხის რქა ცოტა მაინც ისწავლის კუროსგან მიღწეული შედეგით ტკბობას, რელაქსს და სიამოვნების მიღებას.


კურო და მერწყული


ცა და მიწაო ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ეგ არის… არცერთს არ გაეგება ერთმანეთის არაფერი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი არ იზიდავთ. პირიქით, შეიძლება ძალიან იზიდავდეთ კიდეც. კურო კონსერვატორია, არ უყვარს რისკი, მერწყული კიდევ ექსცენტრიული გახლავთ და ექსპერიმენტებზე გიჟდება. კურო პრაქტიკულია, მერწყული ძალიან არაპრაქტიკული. მერწყულს ინტელექტუალური საუბრები აინტერესებს, კუროს დიდად არა, თუმცა ხათრით შეიძლება აჰყვეს და სჯობს რომ არ აჰყვეს, რადგან იმაზე, რაც კუროსთვის ნოვაციაა, მერწყულს ბაგა-ბაღში ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული. მოკლედ, ერთადერთი რამაც შეიძლება ეს წყვილი იხსნას იუმორის გრძნობა იქნება და კიდევ ის რომ ორივე ფიქსირებული ნიშანია და საკმაოდ სტაბილური ურთიერთობებში, ჰოდა, თუ ამ პატარ-პატარა წვრილმანებს არ აჰყვებიან, საკმაოდ ხანგრძლივ და საინტერესო ალიანსს შექმნიან.



კურო და თევზები


ორივე ძალიან თბილი და პარტნიორისთვის სიამოვნების და სიხარულის მინიჭებაზე ორიენტირებული ადამიანია. მათ კარგად შეუძლიათ თანაგრძნობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, თან თევზს ცოტა მატერიალურ სამყაროში გარკვევა უჭირს, რაშიც კურო ძალიან დაეხმარება, კუროს კი ემოციური თვალსაზრისით მუდმივად ექნება გარანტირებული მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, გაუგებრობები აქაც იქნება, ერთი პრაგმატული არსებაა, მეორეს ღრუბლებში აქვს თავი, ერთი სტაბილურია, მეორე ცვალებადი, თუმცა სწორედ ამითი ისინი ერთმანეთს ავსებენ და თუ ამის გაცნობიარებას ახერხებენ, ძალიან დამამაშვიდებლად მოქმედებენ ერთმანეთზე. თევზისთვის კურო ძლიერი დასაყრდენი იქნება და კუროც დააფასებს თევზის მზრუნველ ბუნებას და ყურადღებიანობას.


დოჩი გოგო


ასევე ნახეთ:


როგორ ეწყობით ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვახასიათებთ ვერძს


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები


როგორ ცდილობენ გოგონები მამაკაცის ცდუნებას - გიფები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
0
1439
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0