x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ალა პუგაჩოვა: «ხალხი რომ არა, მომკლავდნენ...». რატომ «გადააგდო» პუტინმა პუგაჩოვა?

წელს, პუტინის წინასაახალწლო დაჯილდოვებამ, რომელიც ტრადიციულად კრემლში, ყოველი წლის ბოლოს ტარდება, საზოგადოების დიდი აღშფოთება და ვნებათაღელვა გამოიწვია. ამასთან, ასეთი რეაქციის მიზეზი ის ადამიანები კი არ იყვნენ, ვინც სახელმწიფო ჯილდო მიიღეს, არამედ ის, ვინც ჯილდოს იმსახურებდა, მაგრამ... «გადააგდეს» – პუტინის ქმედების ახსნა სხვაგვარად შეუძლებელია და სხვა სიტყვის მოძებნაც ძნელია.


image


წელს პუტინმა ყველა იუბილარი დააჯილდოვა, მაგრამ 70 წლის ალა პუგაჩოვა, რატომღაც, «დაავიწყდა»?! ეს ნამდვილად ამოუხსნელი გამოცანაა, რადგან კომპოზიტორები, მსახიობები, რეჟისორები... ყველამ, ვინც წელს ჯილდო მიიღო, იუბილესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურის განვითარებაში და შეიძლება არც აღიარონ, მაგრამ ამას ალა პუგაჩოვას ეპოქაში აკეთებდნენ.

მომღერლის იუბილეზე, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ აპრილში აღნიშნა, ალამ თაყვანისმცემლებს და საკუთარ თავს, «სამახსოვროდ», კონცერტი – «P. S.» აჩუქა. იმ საღამოს, ხალხი ნომერ I ვარსკვლავის შემოქმედების გარდა, ბევრს საუბრობდა მასზე, როგორს თავისუფლების უნიკალურ ფენომენზე. ამბობდნენ, რომ ის ერთადერთი ადამიანი არის, რომელიც ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც უნდოდა, იმას მღეროდა, – რაც უნდოდა და მის რეპერტუარში «პარტიული სიმღერა» არასდროს ყოფილა.
უკვე მაშინ, დაბადების დღისთვის (15 აპრილი), სახელმწიფოსგან ერთგვარ ყურადღების ნიშანს ყველა ელოდა, რადგან სახელმწიფოს, თითქოს, არ შეიძლებოდა არ აღენიშნა, არ შეემჩნია. ბოლოს და ბოლოს, ეს სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა იყო...

პრეზიდენტმა საიუბილეო კონცერტზე მისალოცი დეპეშა გამოგზავნა. ის კონცერტის დასრულების შემდეგ წაიკითხეს, ხალხმა ტაში დაუკრა და ლოგიკური დასასრულის მოლოდინში, გაირინდა და... «და», არაფერი. კარგი, იფიქრა ხალხმა, წელი ჯერ არ დასრულებულა და შეიძლება, სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა, მოგვიანებით, განსაკუთრებულ ვითარებაში მოხდესო, იქნებ ასე იყო ჩაფიქრებული... მაგრამ, ახლა, ყველაფერი ნათელია, მას უკვე აღარ გადასცემენ, მინიმულ, 5-10 წლით მაინც.
თუმცა, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობა იყო, რომ ხელისუფლებას, პუგაჩოვას და «სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის» ორდენთან დაკავშირებით, ნახევრადკომიკური ისტორია დაესრულებინა და ამ საქმიდნა ღირსეულად გამოსულიყო. «მე მათ უკუღმა გადმომცემდნე», — ხუმრობდა ალა. ჯერ ელცინი, თითქოს «გონს მოეგო» და საკუთარი პრეზიდენტობის დასასრულს, 1999 წ. გადასცა მომღერალს ეს ორდენი და თან, პირდაპირ II ხარისხის. იგივე გააკეთა მ. გორბაჩოვმა, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრობდა და თანამდებობიდან წასვლამდე, ბოლო ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერა, პუგაჩოვასთვის «სსრ კავშირის სახალხო არტისტის» წოდების მინიჭება იყო. მან ამით, მომღერალს მისი მნიშვნელობის და სიდიადის შესაბამისი სტატუსი მიანიჭა. თორემ, 1975 წლიდან, როდესაც, ფაქტობრივად, მისი ეპოქა დაიწყო, ხელისუფლება, ის კი არა, რომ არ ამჩნევდა, მის წახალისებას საერთოდ არ ცდილობდა. პუგაჩოვა ნაკლებად «საბჭოთად» ითვლებოდა და ვიდრე აშკარა არ გახდა, მისდამი სალხის საყოველთაო სიყვარული და მისი ექსტრაორდინალური პოპულარობა, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დაებლოკათ, «მიევიწყებინათ», «ჩეხშოთ»...

«მე მხოლოდ ხალხმა გადამარჩინა, თორემ მომკლავდნენ», — გაიხსენა ერთხელ ალამ ის წლები და მისი ინტონაციით გასაგები იყო, რომ ეს ალეგორია და ფიგურალურად ნათქვამი სიტყვები არ იყო.


image


ახლა კი, ისევ ხსენებულ ორდენს დავუბრუნდეთ. «სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის», II ხარისხის ორდენის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ელოდა, რომ ალას მორიგ თარიღთან დაკავშირებით, I, სახელმწიფოს ყველაზე მთავრ ჯილდოს გადასცემდნენ... და 60-წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2009 წ. ასეთი ორდენი მართლაც გადასცეს, ოღონდ, III ხარისხის... და ყველას გაუკვირდა. განმარტებამაც არ დააყოვნა: როგორც აღნიშნეს, I ხარისხის ორდენის მიღება, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როდესაც ყველა დანარჩენი ხარისხი «კოლექციაში იქნებაო». ასეთი კი, პირველის გარდა, 3 იყო. თან იქვე მოაყოლეს, რომ 65 და 70 წლის რომ გახდება, იუბილეები რამენაირად ხომ უნდა აღვნიშნოთო... 2014 წ. ანუ 65 წლის იუბილეზე, მომღერალს IV ხარისხის ორდენი გადასცეს და კიდევ ერთხელ «დააქვეითეს». სამაგიეროდ, მთავარი ჯილდოს მისაღებდ, მას უკვე სრული კომპლექტი შეუგროვდა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პირველი ხარისხის ორდენი პუგაჩოვას 70 წლის იუბილესთვის უნდა მიეღო. მაგრამ, ასე არ მოხდა... და ახლა, ალბათ, მხოლოდ 10 წლის შემდეგ თუ მიანიჭებენ. მით უმეტეს, კონცერტის დასრულების შემდეგ, მომღერალი მაყურებელს დაჰპირდა, რომ შემდეგ ჯერზე, 80 რომ შეუსრულდება, მაშინ იმღერებს.
მთავარი კი ის არის, რომ ხელისუფლების ინტრიგები, თავად მომღერალს ნაკლებად ადარდებს... და ეს, ალბათ, ვიღაცეებს აცოფებს კიდეც. მას გალინა ულანოვას ციტირება უყვარს, რომელმაც თავის დროზე აღნიშნა, რომ: «წოდება — სახელია. თუ სახელი და ხალხის სიყვარული გაქვს, — ეს ყველაზე დიდი წოდებაა». ამ მხრივ კი, პუგაჩოვას, თითქმის, 45 წლის მანძილზე, ყველაფერი რიგზე აქვს. ამიტომ, ის სრულიად გულგრილია წოდების და ჯილდოებისადმი... და თუ ვინმეს, რუსეთის ყველაზე დიდი ვარსკვლავი «დაავიწყდა», ეს მისი პრობლემა უფროა, ვიდრე მომღერლის.

imageimageimage
imageimageimageimage






3
1411
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1411
  
2020, 12 აპრილი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2020, 11 აპრილი, 12:19
და ასეთი რა გააკეთა?
2020, 10 აპრილი, 22:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3