x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ერთი თქვენ გახარებას, მეც ამიხსენით-დებილს და საბჭოთა გადმონაშთს"-ნინო ახობაძე
image

ნინო ახობაძე "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:



“რაც წესით ამ სტატუსს ბოლოში დასკვნის სახით უნდა მივაწერო, იმას თავში დავწერ დღეს:
ყველა უკეთურობა რაც გვჭირს, არის იმ უშველებელი, უკიდეგანო, მასობრივი, ნეგატიური და ნაგავი ინფორმაციის ბრალი, რაც ასე უხვად იღვრება ჩვენს ცნობიერებაში.
ეხლა სტატუსი


—–
თქვე დალოცვილებოოო
რო გადააჭიჭინდით ამ “საბჭოთა გადმონაშთს” და წამდაუწუმ ცხვირში გვტენით და გვიმტკიცებთ რომ
თუკი რამ ცუდი და უხეირო ხდება დღეს ამ ქვეყანაში, თურმე
ყველაფერი აიმ საბჭოთა დროის ბრალია
და თურმე ეს ტანჯვის და მონობის პერიოდი ისე მძიმედ დაილექა ჩვენს ფსიქიკაში რომ
თურმე ყველაფერი ცუდი აუუცილებლად იმ დროიდან მოგვყვება…
ჰოდა ერთი თქვენ გახარებას, მეც ამიხსენით-დებილს და საბჭოთა გადმონაშთს
დღეს რომ ნარკოტიკთან “დოსტუპი” (მაპატიეთ მე ხომ იქაური ვარ) ნებისმიერ ბავშვს უპრობლემოდ აქვს;
დღეს რომ ბავშვები, რომელთაც წვდომა აქვთ ნებისმიერ ინფორმაციასთან, რაც სამყაროში და მათ შორის ცივილურ სამყაროში ხდება-თავებს იკლავენ და სიცოცხლეს საკუთარი ნებით თმობენ;
დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა და ნებისმიერ მოზარდს შეუძლია უყუროს როგორ ყვირის დედისტოლა ქალი ქუჩაში რომ “მისი ფუ@უ მისია” (დემოკრატიის ფარგლებში);
დღეს რომ მოზარდი უსმენს და უყურებს როგორ დასცინის და აპამპულავებს ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს ყველა, ვისაც არ ეზარება; (დემოკრატიის ფარგლებში)
დღეს რომ მღვდელი აი იმ ყბადაღებულ ჯიპში ზის და რეიბანებიან ფოტოს ამარიაჟებს სოცქსელში;
დღეს რომ კაცი კაცს ტლაკავს და რუსთაველზე პლაკატებით ფერად სიყვარულს ცხვირში მტენიან (ტოჟე დემოკრატიის ფარგლებში!)
დღეს რომ ონლაინ-კაზინოშია ჩათრეული მოზარდების დიდი ნაწილი…
დღეს რომ ოდნავ ხმას აუწევ შვილთან ან შენიშვნას მისცემ და მას შეუძლია უპრობლემოდ აიღოს ტელეფონი და უფლებადამცველი დაგაყენოს თავზე!



და ეს რომ ცუდია (მე, საბჭოთა გადმონაშთი იმასაც რომ ვხედავ-რამდენი კარგიც ხდება დღეს!!…
რატომ ცვივდებით ხალხო ორ უკიდურესობაში?
ყველა დროს აქვს თავისი ცუდიც და კარგიც!
დავიღალე ამის აქ წერით..
და ისე, დაუფიქრდით, რამდენი ბოროტებაა ჩადენილი ბოლო წლებში ამ ყბადაღებული დემოკრატიის სახელით!
ეხლა ისევ მეტყვიან-საბჭოთა ხალხი დემოკრატიისთვის მზად არ იყოვო!
თუ ღმერთი გწამთ რაა…
არ დაიღალეეთ სულ უკან ყურებიით??
ეხლანდელი მოზარდები ხომ არიან თავისუფლები?
თუ ამერიკაში ან იაპონიაში თავს არ იკლავს თინეიჯერი?
დავიჯერო?
იქაც ყოფილი საბჭოთა დროა დამნაშავე? (
აღარ შევეხები ლიბერალიზმს… თავისი ნათელი და ბნელი მხარეებით…


—-
ჰოდა აბა იმ ბნელ და საშინელ დროში ისევ ჩვენ, იმ დროის გოგოები დავზარალდით, თუ დავზარალდით და ჩვენ გვეტირა ყოფა თუ გვეტირა ))))
რამეთუ აუუცილებლად ქალიშვილებად უნდა დავთხოვილიყავით!????????????‍♀️
და ეხლა ბატონო, არც ეგ აღარ არის პრობლემა
ბოი-ფრენდი გინდაა? პაჟაალსტა!
ჰოდა
რა გინდათ ამ ჩემოტოლა ქალებს და კაცებს რო მიჭიჭინებულხართ და თუ დღეს რაიმე ცუდი ხდება, გინდათუარა
საბჭოთა დროის ბრალია და ეგ დაღი გვასვიაო, გაკივიხართ აქა!
წავიდა ვსო, აღარ არი!
ცუდიც თან წაიღო იმ დრომ და სამწუხაროდ უამრავი კარგიც…
აღარც კაგებეა, არც ცეკა, არც კომკავშირი… არც ცენზურა…
და ამ ყველაფერთან ერთად არც “თბილისი იყო ურთიერთობა” აღარ არის..
ესეც გაქრა (
ჩვენ ყველას ერთნაირი ყავისფერი ფორმის კაბა გვეცვა და არცერთი მშობელი არ იხდიდა არანაირ სკოლაში 4500 მანეთს!
და ეს არ იყო ცუდი..
რაღაცა კარგი მაშინაც ხდებოდა და ახლაც ხდება..


—-
ჰოდა დღეს
ვიღაცა ღორი რომ სკოლის დირექტორია
და ვიღაცა ბიზნესმენს ფეხზე რომ კიდია პატარა ბავშვის სიცოცხლე
ვიღაცა რომ ჟმოტია
მეშჩანია;
და ვიღაცა
გრანტებს იჯიბავს და შუბლის ძარღვიც არ სტკივა
გაფიცებთ
აი ეს ყველაფერი რატოა
ლენინის და ბრეჟნევის ბრალი, თუ არ მითხრათ ეხა!
განა ხარბი, უგულო, უმადური და ლაჩარი
რომელიმე ფორმაციის ბრალიაა?
განა ყველა დროს არ ყაავს თავისი გმირები და ანტიგმირები?
ან სად იყო სსრკ, სულ ახლო წარსულში გლდანის ციხეში რომ თავისუფალი სიტყვის გამო კაცებს ნამუსს ხდიდნენ??
ან დღეს რომ 20-25 წლის ბიჭი სხვა ბიჭს კლავს..

ან 22 წლის გოგო რომ კაიფში იღუპება (((
რა შუაშია აქ ხალხო
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი?
ნუ გადამრევთ ახლა….
მონა ვიყავიო!
და ეხლა ხომ ხართ თავისუფლები?
რამდენი წელი გავიდა….


არ დამიწყოთ ახლა, ამას ლენინი უყვარსო!
მიკვდომია ძაღლი სულში…

—-
და ბოლოს:
მე შვილი არ მყავს მაგრამ ჩემს ოჯახში ორი ბიჭი გაიზარდა.
ახალგაზრდები არიან.
ყველაფერი წინ აქვთ.
მე მიყვარს მათი თაობა
მინდა რომ ჩვენზე საღები და კარგები იყვნენ, არ ვეჯიბრები, ღმერთმა დამიფაროს..
თუ რომელიმე წარმატებული გახდება, ეს მისი ნიჭის და მონდომების დამსახურება იქნება.

და ჯვარი სწერიათ: თუ რომელიმემ არასწორად იარა თავის გზაზე, მე როგორც საბჭოთა გადმონაშთი და მათი ბებერი დეიდა, ვეტყვი, ავუხსნი რომ
-ეს არც ჩემი და დედამისის წითელი წარსულის ბრალია და არც ამ ფერადი აწმყოსი!
—-
გინდათუარა, ტყუილში გვაცხოვრებდნენო!
კი, გვაცხოვრეს ტყუილში!!!!
ეხლა ხო, რასამოფ, ნატოში შევალთო, სუ სიმართლეში გვაბანავებენ!
ან ჰომოსექსუალიზმი ნორმააო, რო დაგვიდგინეს, ეგაა სიმართლე…
—-
და ბოლოს:
რა ვქნა
ჩემთვის იმ წითელი ინტელეგენციის შექმნილი ბევრად უფრო ღირებული და საამაყოა, ვიდრე (თუნდაც) დღევანდელი თავისუფალი სიტყვის ქვეშ შექმნილი ისეთი “ხელოვნების ნიმუშები”, სადაც აგრესია და სიბილწე ჭარბობს…
ჰოო, და ესეც ერთგვარი მონობაა: “ააუუ ეროპაში მინდააა”..
ნუ დამეთანხმებით. ჩემს კედელზე მართლა დემოკრატიაა..
მერე რა რომ 1968 წელს ვარ დაბადებული…
ეგ პრეტენზიები დედაჩემ ზეინაბთან!



ისე, რაღაც საერთო მაინც გვაქვს ყველა თაობას, ჩემსასაც, ჩემს მომდევნოსაც და სულ პატარებსაც: სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველა ერთნაირად თავჩარგული ზის თავის ტელეფონებში….
გავ-თითოკაცდით.
და
ესეც რა თქმა უნდა საბჭოთა დროის ბრალია… ) ტელევიზორში რო მიყავთ ვიღაცეები და აჩხუბებენ, მერე რო აქ ირჩევა მთელი ეგ ნაგავი და ტვინი რო უნდათ რო გამოგვილაყონ, აეგ კიდე სუ ლეანიდ ილიჩის ბრალია, ეგდამპალი! კარგით რაა…
ეჰ, სუ ტყუილა უთქვამს დიდ შოთას #გრძელისიტყვამოკლედითქმისო
მე რო ამდენს ვქაქანებ აქ, ეგეც იმ დროის ბრალია, რაც ეტყობა მაშინ ვითმინე….”-წერს ახობაძე.

image




ასევე იხილეთimage

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თეა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: "ნიკორაში ჩავედი "ფლასტებით" და 1985 წელს გამოშვებული სარაფნით 100 % კოტონი რომ აწერია და made in GDR -ი, ჩემს წინ ტიპი დგას, კაცი მარჯიელა, კაცი ფერაგამო და ბალენსიაგა, კა...

ნინო ახობაძე ფეისბუქზე შემდეგი შინაარსი პოსტს აქვეყნებს, , ვინაიდან მე-ც ცოცხალი ადამიანი ვარ ამიტომ ხან ცუდად ვარ, ხან კარგად. ხან მეცინება, ხან ვბრაზდები. არ მიყვარს ფრენდებთან გონორით ლაპარაკი, წაშლა, დაბლოკვა, კონფლიქტი. ვერიდები ხოლმე ამას. მაგრამ ზოგჯერ წამ...

ფეისბუქმომხმარებელი მამუკა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც ქუთაისში გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ანუ, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. "ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და გახსოვთ, ალბათ, მაღაზიაში დახლები უცებ დაცარიელდა, ბ...

ქალაქის ხელმძღვანელობას უმაქნისობაში დადანაშაულება ნეპოტიზმი ტენდერის დროს დიღომი ამჟამად რესტორნებითაა სავსე, არც იმ პერიოდში ყოფილა ნაკლები, ქალების გულის მოსაგებად ერთი "მოდური" მაღაზია გახსენითო. ცხოველთა დაცვა მაშინაც აქტუალური იყო რამდენი წელია გვეს...

1
436
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
2019, 23 დეკემბერი, 22:06
აუფფ,კლიმაქსი მძიმე დაავადებაა.
0 1 1