x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რით არის დაკავებული და როგორ გამოიყურება ამჟამად კლიპი Freestyler-ის გმირი?

image"Freestyler" -ი 2000-იან წლებში გახდა ჰიპ-ჰოპერების ჰიმნი ჩვენში თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში. კლიპმა Youtube- ზე 165 მილიონზე მეტი ნახვა და 75 ათასი კომენტარი დააგროვა. და, რა თქმა უნდა, ბევრს ახსოვს კლიპის მთავარი გმირი - მოზარდი ყურსასმენით და MP3 პლეერით.



Наверное, каждый из вас помнит сингл финской группы "Boomfunk MC's" – "Freestyler", который в начале двухтысячных просто разрывал всевозможные чарты и знатно подбросил вверх рейтинги канала "MTV". Релиз клипа состоялся 14 февраля 2000 года. И даже не верится, что с тех пор прошло почти 20 лет...

Источник: https://fishki.net/3178561-freestyler-chem-sejchas-zanimaetsja-glavnyj-geroj-znamenitogo-klipa.html © Fishki.net

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ახსოვს ფინური ჯგუფის Boomfunk MC– ის სინგლი „Freestyler“, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში დაიპყრო ყველა სახის ჩარტები და საგრძნობლად წამოწია MTV -ს რეიტინგი. კლიპი გამოვიდა 2000 წლის 14 თებერვალს. დაუჯერებელია, (რა სწრაფად გადის დრო)მაგრამ მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა ...


საქართველოში და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში ამ ტრეკმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ჰიპ-ჰოპ მოძრაობის ბევრ წარმომადგენელს, რომელთა ასაკიც ახლა უკვე ოცდაათზე მეტია, მას შეუძლიათ თავიანთი ახალგაზრდობის ჰიმნი უწოდონ.



ვიდეოკლიპის გადაღება ქალაქ ჰელსინკში მიმდინარეობდა, კერძოდ ჰელსინკის მეტროს ერთ – ერთ პირველივე სადგურზე - „Hakaniemi"-ში. მთავარი გმირი რიგითი ყმაწვილია, რომელიც მატარებლის მოლოდინში MP3 პლეერზე მუსიკას უსმენს ყურსასმენებით.




მეტროს ვაგონში იგი ხვდება იდუმალ უცნობს, რომელიც, თავის მხრივ, ელექტრომუხტით ტენის ბიჭის MP3 ფლეერს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ღილაკების დაჭერით აკონტორლოს დრო და ჩვეულებრივ გამვლელები. ახალგაზრდა გმირი დაუყოვნებლივ იწყებს უჩვეულო საჩუქრის ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, აიძულებს მის გარშემო მყოფებს იცეკვონ ან ადგილზე გაქვავდნენ.

image

თინეიჯერის როლი შეასრულა ფინელმა მუსიკოსმა - მარლო შელმანმა, რომელიც იმ დროს მხოლოდ 15 წლის იყო. ის კლიპში მოხვდა თავისი გავლენიანი დედის, ყოფილი მოდელის და ამჟამად სამოდელო სააგენტო ""Paparazzi" გენერალური დირექტორის- ლაილე შელმანის წყალობით.


ახლა, კი დავუბრუნდეთ 2019 წელს. 8 ნოემბერს, ჩვენი გმირი 35 წლის გახდა. პირტიტველა ფერმკრთალი ბიჭუნადან შუახნის ზრდასრულ მამაკაცად იქცა. ხოლო ხშირ ულვაშებში ძნელია იცნო ახალგაზრდების კერპი ორი ათასიანებიდან.

image

შელმანის მუსიკალური კარიერა არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა შექმნა საკუთარი ჯგუფი და გადაიღო ვიდეო სიმღერაზე "Dust"- ის. მაგრამ ასეთი განსაცვიფრებელი წარმატების გამეორება შეუძლებელი გახდა. ის ამჟამად პარიზში ცხოვრობს და ერთ – ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს.



მარლო საკუთარი წარსულის აფიშირებას არ ახდენს, მის Instagram- ზე მხოლოდ ორი ათასი გამომწერი ჰყავს, ფოტოების უმეტესობა კი მის მიერ მომზადებული კერძებია.
image


0
151
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0