x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134511
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რუსეთ- საქართველოს ყოფის შედარება
image

ხშირად მილაპარაკია მეგობრებთან ამ თემაზე, რა განსხვავებაა რუსეთის და საქართველოს ყოველდღიურობას შორის და ვხვდები, რომ არც რუსებს აქვთ წარმოდგენა ჩვენ როგორ ვცხოვრობთ და არც ჩვენ ვიცით, რა ხდება რუსეთში..


დავიწყებ იმით, რომ ურბანიზაციის დონე იგივეა ორივე ქვეყანაში, სოფლები იცლება და ყველა ქალაქში გარბის, ორივე ქვეყანაში ცხოვრობს 2-3 დიდი ქალაქი, აი, სადაც შეიძლება იმუშაო და შედარებით კარგად იცხოვრო...


საშუალო ხელფასი, მაგალითად, პეტერბურგში(ყოფილი ლენინგრადი) 15-20 000 რუბლია, ეს მიახლოებით 250 დოლარია.პენსია 8000 რუბლია საწყისი თანხა, თუ გიმუშავია და გაქვს ამისი დამამტკიცებელი საბუთი, შენს მაშინდელ ანაზღაურებასთან და წლების რაოდენობასთან შესაბამისი პენსია გენიშნება.



საქართველოში საშუალო ხელფასი, რეალურად რომ ვაღიაროთ, 400-500ლარია, პენსია 250 ლარი უხეშად რომ ვთქვათ, ფიქსირებული.



ყოველ ახალგაჩენილ შვილზე ოჯახი იღებს დედის კაპიტალს, დაახლოებით 400 000 რუბლის ოდენობით, რისი დახარჯვის უფლებაც არ აქვს ოჯახს, ან უნდა დააბანდოს რაიმეში, იყიდოს ბინა ან ჩადოს ბანკში.ანუ ეს თანხა არის მართო იმ ახალდაბადებულისთვის, მისი განათლებისთვის და მისი მომავლისთვის.გარდა ამისა, თუ ბავშვის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, სახელმწყიფო ყოველთვე უხდის გარკვეულ თანხას ოჯახს ბავშვის აღსაზრდელად.


საქართველოში არც პირველი შვილი აინტერესებს სახელმწიფოს და არც მეცხრე.მრავალშვილიანების დახმარებაზე ჯობს არაფერი ვთქვათ.


ორივე ქვეყანაში მოქალაქეებისთვის უფასოა სკოლები და ბაღები, ასევე უნივერსიტეტებიც, თუ გამოცდას კარგად ჩააბარებ და მოხვდები.თუმცა, უნდა ვთქვა, რომ რუსეთში არის ბევრად მეტი შესაძლებლობა, აარჩიო ის განხრა, რომელიც შენ გინდა.არის სამაშველო, სასწრაფო დახმარების კოლეჯები, პოლიციის აკადემია ამზადებს ყველა განხრის ფორმიან მოსამსახურეს სკოლის ასაკიდან, პირველკლასელებიც კი ასეთ დაწესებულებებში სამხედრო სკოლის ფორმით დადიან.აქვთ სპორტული კოლეჯებიც.განათლებას რუსეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, გარეგნობას ნაკლები.და არა პირიქით, როგორც საქართველოში.განათლებას კი არა, თვითონ დიპლომს აქვს ფასი.


ქრთამი)) რუსეთი იხრჩობა ქრთამში, ყველაფრის ყიდვა შეიძლება, აბსოლუტურად ყველაფრის.ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლა, რამის გატანა-შემოტანა, ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა-წაგლეჯა, თანამდებობის ყიდვა..თუ ფული გაქვს შენთვის წესები არ არსებობს..საქართველოშიც არის ქრთამი, მაგრამ ალბათ უფრო მაღალ ინსტანციებზე...


საცხოვრებელი პირობები რუსეთში უკეთესია, გათბობა წყალზეა, ყოველი კორპუსის თავზე ათბობენ წყალს და ცირკულირებს მთელს კორპუსში, შემოსასვლელშიც სითბოა და ზოგადად ყველა შენობაში და დაწესებულებაში, მაღაზიებში.ჩართვა და გამორთვა მთლიანად კორპუსის მმართველებზეა დამოკიდებული, კომუნალურში შედის კორპუსის ყველანაირი მომსახურება, კამერებია შესასვლელებთან, გამართული ლიფტი, სამ თვეში ერთხელ კორპუსიდან გააქვთ რამე, თუკი ვინმეს რამე ნივთი არ სჭირდება სახლში და გადაგდება უნდა, ასევე კორპუსს ყავს თავისი დამლაგებელი.საცხოვრებელი კორპუსის წინ ყოველთვის არის ადგილი პარკირებისთვის და საბავშვო მოედანი.ეს ყველაფერი ახალ კორპუსებშია, ანუ არის სსრკ კავშირის დროინდელი კორპუსებიც, რომლებიც ძალიან გავს ქართულ კორპუსებს.


საქართველოში კორპუსები და ხალხი ზოგადად არავის ედარდება, თუმცა საბავშვო მოედნები არის.გათბობა ინდივიდუალურია და გაზზეა, რის გამოც ათასი უბედურება მომხდარა ოჯახებში.კორპუსის კეთილმოწყობაზე არაფერს ვიტყვი.არ ვიცი, რა ხდება თანამედროვე ქართულ კორპუსებში.


კომუნალურები რუსეთში, პეტერბურგში ზამთარში 5 000 რუბლამდეა, საქართველოში 100-200 ლარი, თუ შხაპიც გაქვს და გათბობაც...


საყოველთაო დაზღვევაში რუსეთში რაც მომწონს, ისაა, რომ არის სტომატოლოგიური პოლიკლინიკები სადაც პოლისის გამოყენებით იხდი მიზერულ თანხას და ზრუნავ კბილებზე.საქართველოში სტომატოლოგია არ შედის დაზღვევაში..


და ბოლოს, ხალხი...ქართველები არიან უფრო პირდაპირები, თუმცა სტუმართმოყვარეები, ზრდილობიანები.რუსები არიან შედარებით ცივები, სტუმრები არ უყვართ, არიან პირდაპირებიც, თუ რამე არ მოსწონთ, არ გითვალისწინებენ, ყველაფერს ამბობენ.ქართველები მაინც ვიზიარებთ სხვის მდგომარეობას.რუსების უმრავლესობას არც მათხოვარი ეცოდება და არც წაქცეულს წამოაყენებენ.ყურადღება და პატივისცემა უკვირთ, თუმცა ყოველი სიტყვის ბოლოს "ბოდიში", "მადლობა" და "მაპატიე" აკერიათ პირზე.უცნობებთან უფრო ცივები არიან, ახლობლებთან უფრო თბილები, თუმცა რუსეთში 40 წლის დედა შვილთან ერთად არ იცხოვრებს არავითარ შემთხვევაში და არც რამეს გადაუხდის შვილს და მით უმეტეს არც არჩენს.სკოლის ასაკიდან ბავშვები მუშაობენ, ფლაერებს არიგებენ და სწავლობენ დამოუკიდებლობას.კიდევ ერთი რამე, რუსეთის ქალაქებში ვერ ნახავთ უსახლკარო ცხოველებს, ყველა ცხოველს აქვს თავშესაფარი.ცხოველების მიმართ ცუდი მოპყრობა მკაცრად ისჯება.


პოლიტიკაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ რუსები და საერთოდ დიდად არ აინტერესებთ.აგრესიულები არ არიან, თუმცა პატრიოტები არიან, ცდილობენ ოჯახი რუსთან შექმნან..საქართველო-რუსეთთან დაკავშირებით ხშირად საქართველოს მხარეს არიან, არ მოსწონთ პუტინის პოლიტიკა, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნების მიმართ.უფრო მეტიც, საქართველოში დესტაბილიზაცია მოქმედებს რუსებზე გამორკვევასავით, ისინიც გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ ბევრ რამეს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მკაცრია, ერთი აქციის განმავლობაში 400-500 კაცს იჭერენ და მშვიდობიან აქციებსაც შლიან ისე, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს ხმა რომ ვინმე რამეს აპროტესტებს.მედია შიშის ქვეშაა, თავისუფალი მედია იმალება სოციალური ქსელების გვერდებზე და იქედან ავრცელებენ სიმართლეს და კადრებს რომლებიც ვერ ხვდება ოფიციალურ მედიაში.


სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, ვეცადე მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი))

0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0