x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საქართველო და იაპონური განათლების სისტემა
იაპონური განათლების სისტემა ერთ-ერთი ეფექტურია მსოფლიოში და გამოირჩევა სპეციფიკური მიდგომით.ამ სტატიაში აღვწერ ამ სისტემას გამომდინარე იქედან, რომ მგონია, მისი საქართველოში დანერგვა ძალიან დიდ დადებით შედეგს გამოიღებს.ორივე ქვეყანას, იაპონიას და საქართველოსაც, აქვთ თავიანთი ყველასგან განსხვავებული, ინდივიდუალური კულტურა და ფასეულობები და მათი ბავშვობიდან შესწავლა და გათავისება ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

image


სწავლის საფეხურები იყოფა შემდეგ ეტაპებად:

0 საფეხური – 0-3 წელი


1 საფეხური – 6-12 წელი

2 საფეხური – 12-15 წელი

3 საფეხური – 15-18 წელი

4 საფეხური – უნივერსიტეტი

imageბავშვებს სკოლაში იღებენ 6 წლის შესრულების შემდეგ.თითო კლასში დაახლოებით 30-40 მოსწავლეა.ასწავლიან საგნებს : იაპონური, მათემატიკა, მეცნიერება, საზოგადოებრივი ეთიკა, მუსიკა, ხელსაქმე, ფიზკულტურა, სახლის ეკონომიკა (საჭმლის მომზადება, ჭრა-კერვა და ა.შ).უმრავლეს სკოლებში ასწავლიან ინგლისურს და რამდენიმე სხვა ენასაც.ყველა სკოლას აქვს წვდომა ინტერნეტთან.

მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საგანზე, რომელსაც სკოლებში ასწავლიან- საზოგადოებრივი ეთიკა.ამ საგანში აქვთ ჩვეულებრივი სასწავლო ლიტერატურა, როგორც სხვა ყველა საგანში.მასში მოცემულია სხვადასხვა საზოგადოებრივი სიტუაციები და მოსწავლეები მსჯელობენ, რა შემთხვევაში როგორი მოქცევა იქნებოდა მართებული.ამ საგანში არ ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცე და როგორ არა, ანუ არ არის მორალის და წესების კრებული.ბავშვებს ასწავლიან ცხოვრებას, რომ შავი და თეთრი ტონის გარდა არსებობს ნაცრისფერი ტონიც.იმდენად სასარგებლო საგანია, რომ ყველა ქვეყანაში და ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს.

დაწყებითი სკოლის აკადემიური კალენდარი დაახლოებით ასე გამოიყურება:

imageსკოლა იწყება აპრილში და მთავრდება მარტში.დასვენებებია : ივლისი-აგვისტო, დეკემბერი- იანვარი, მარტი-აპრილი.

სკოლაში ყველა კლასი დაყოფილია ქვეჯგუფებად, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ასუფთავებენ მთელს სკოლას და ასევე სკოლის ეზოს.ანუ, არ ყავთ დამლაგებელი, ყველა კლასის ყველა მოსწავლე რიგრიგობით ასუფთავებს თავის სკოლას (ასევე აღსანიშნავია, რომ სკოლაში არ დადიან საგარეო ფეხსაცმლით, ანუ აქვთ გარდერობი, სადაც ინახავენ სასკოლო ფეხსაცმელებს).

ასევე, მოსწავლეები ერთმანეთს ემსახურებიან სადილობის დროს, აწვდიან საკვებს და ა.შ. საკვებს სკოლისთვის ამზადებენ სკოლაში და მიირთმევენ სასკოლო ოთახებში ან კაფეტერიაში.საკვები მაქსიმალურად ჯანსაღია და სასარგებლო.

ყველა სკოლას აქვს თავისი უნიფორმა.გოგონების სასკოლო კაბა 1 კლასში კოჭებამდეა, ხოლო შემდეგ თანდათან მოკლდება.

სკოლებში აუცილებელია, რომ მოსწავლე გაწევრიანებული იყოს რომელიმე სასკოლო კლუბში, სადაც ისინი იკრიბებიან გაკვეთილების შემდეგ.ყველაზე პოპულარული კლუბებია ბეისბოლის, ფეხბურთის, ძიუდოს, ტენისის, კალათბურთის, მუსიკალური ანსამბლის, ჩაის ცერემონიის, ყვევილების შეკვრის ხელოვნების კლუბები.

საქართველოს შემთხვევაში შეიძლება სკოლებში გახსნან ქართული ცეკვის, ქართული ეროვნული სიმღერის, ეროვნული სამოსის, ეროვნული საკრავების კლუბები, ისევე როგორც მრავალი სპორტული თუ სამეცნიერო კლუბი.

ყველა სპორტის მიმართულებით აქვთ სასკოლო შეჯიბრებები რეგიონალურ დონეზე.გამარჯვებულ ინდივიდუალურ მოსწავლეებს ენიჭებათ სტატუსი ''ნაციონალური განძი" (National treasure)..კულტურული და სამეცნიერო კლუბებისთვის ტარდება შესაბამისი ფესტივალები სადაც მოსწავლეები ახდენენ თავიანთი ნიჭის და შესაძლებლობების დემონსტრაციას.

ეს ყველაფერი ტარდება სკოლის მეცადინეობების შემდგომ და საკმაოდ სერიოზული ხასიათი აქვს.ხალხი ყოველთვის მოუთმენლად ელოდება სკოლის შეჯიბრებებს და ფესტივალებს.

იაპონიაში სავალდებულოა და უფასოა 9წლიანი განათლება, მაგრამ 98% მოსწავლეებისა აგრძელებს სწავლას, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტებში და კოლეჯებში სწავლა ფასიანია.ტექნიკური და პროფესიული განათლება ქვეყანაში არაა ტაბუდადებული და სამარცხვინო. მისაღები გამოცდები ყველგან ძალიან რთულია;ხშირად, მოსწავლეები სკოლასაც აცდენენ, რომ მისაღები გამოცდებისთვის მოემზადონ, ასევე აქვთ გაკვეთილების შემდეგ დამატებითი მეცადინეობები.მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, აბარებს დაახლოებით 50 % მოსწავლეებისა, დანარჩენები ემზადებიან შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მომავალი მისაღები გამოცდებისთვის.


მიუხედავად იმისა, რომ მსგავს განათლების სისტემას სჭირდება კარგი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა, შედეგი აუცილებლად იქნება.ბავშვები დასაქმებულები არიან სკოლაში 03:30 სთ-მდე, მერე სკოლის დასუფთავება და კლუბური საქმიანობები.ანუ ფაქტიურად ბავშვები სწავლობენ მთელი დღის განმავლობაში, რაც თავის მხრივ, მათივე განათლების მაღალი დონის გარანტია.


წყარო: https://education.jnto.go.jp/en/school-exchanges/japanese-education-system/?fbclid=IwAR1fRwCMoaztGhCUCx9CNXX3nZipCre9wxt8SFcwB-ectVlKceDjZ6vPLJ4

https://web-japan.org/kidsweb/explore/schools/?fbclid=IwAR2Fsv8ZAlQqgJ_iMqe53R6gFFcPA8guW9hr_qygmG5nTyMY8GKfh3pC0kw

https://www.scholaro.com/pro/Countries/japan/Education-System?fbclid=IwAR3cePsg9YeZaS8revakw-maARuaQfNvvqeQCkNN-5WSmVSDBLzT0o7rITI

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0