x
image
ზოგადი განათლება
''თსუ - ადგილი, რომელმაც იმედები გამიცრუა... გარემო აგრესიული და დამცინავი...'' - რას ამბობს თსუ-ს სტუდენტი

სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას ''პოსტმა'', რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა გარემოს, პერსონალის დამოკიდებულებასა და საუნივერსიტეტო ურთიერთობებს აღწერს. თსუ-ს სტუდენტს, რომელიც მისი თვალით დანახული უნივერსიტეტის შესახებ გვიყვება, ბევრმა სტუდენტმა მხარი დაუჭირა და საკითხი კიდეც განავრცეს, ზოგიერთმა კი - თსუ-ს კრიტიკა დაიწუნა და აღნიშნა, რომ პრობლემები არა უნივერსიტეტში, არამედ თავად აღნიშნულ სტუდენტში მდგომარეობდა. ''პოსტს'' უცვლელად გთავაზობთ.



image


''თსუ - ადგილი რომელმაც იმედები გამიცრუა. 12 წლიანი მოლოდინი, შრომა და სურვილი იმისა, რომ საოცარი სტუდენტობა მექნებოდა დღეს წყალში ტივტივებს.არ ვიცი, როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში იარსებოს მსგავსმა უნივერსიტეტმა.გარემო აგრესიული და დამცინავი.სტუდენტები მტრები ვგონივართ თუ შურთ ჩვენი დღემდე ვერ გავიგე. იმდენად დიდ აგრესიას ვიღებ ხოლმე თუ რომელიმე კორპუსის ადმინისტრაციაში რაიმე კითხვა მაქვს, მირჩევნია გაურკვევლობის მორევში ვიძირებოდე. სასწავლო სისტემა ზუსტად იმდენი წლისაა რამდენისაც ეს უნივერსიტეტი, ძველი, დახავსებული, საშინლად მოსაბეზრებელი (პირველ კურპუსზე ვერ ვიტყვით ვერაფერს, ამდენი კორპუსიდან ერთით ხომ მაინც უნდა მოიზიდონ აბიტურიენტები).
თქვენ მაღლივში გამოცდებზე ყოფილხართ?თუ არა, გილოცავთ, დამკვირვებლების აგრესია არ განგიცდიათ, ბოტასასნაირ მოზვინულ ქალს არ გამოუთრევიხართ საგამოცდოდან და არ გაუშიშვლებიხართ “შპარგალკის’’ ძიებაში.დამკვირვებლებს პრინციპში ვინ ჩივის ცენტრის უფროსია ისეთი საშინელება, ნებისმიერი ჰორორ მუვის გმირად წარმოვიდგენ.აი მაგ ქალზე ცუდის სათქმელად სიტყვებიც არ მყოფნის, ვატყობ.
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ 12 წლიან შრომას წყალში ნუ ჩაიყრით მეგობრებო იმის გამო, რომ ცნობილი უნივერსიტეტია, რომელიღაც საიტზე სიაში პირველი იყო ან მშობლებმა დაამთავრეს.მერწმუნეთ არაფერი შეცვლილა და ზუსტად ისეთივეა, როგორიც ადრე, ჩვენი ბებიები და ბაბუები რომ სწავლობდნენ ''

image

იხ. აგრეთვე კომენტარები


imageimage





4
448
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
448
  
2019, 23 დეკემბერი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 22 დეკემბერი, 17:15
რა არის კარგი იქ და რა შეიცვალა,საბჭოური სტილი დაინგრა და ინდივიდუალური მიდგომა ყველა სტუდენტთან. სტუდენტს არ ეშინოდა დაჩაგვრის და მისი ცოდნის დაუფასებლობის. 1 სტუდენტი წყვეტდდა ვინ იქნებოდა მისი ლექტორი და რა დროს შევიდოდა ლექციაზე. სტუდენტის ნებაზე და კომფრტზე მოწყობილი იყო კამპუსის ორივე კორპუსი. შეგეძლო ნებისმიერ დროს მისულიყავი და ნებისმიერი აუდიტორია მთელი დღით გაგეხსნა და იქ მშვიდად გემეცადინა. ნებისმიერ დროს რექტორთან და პრორექტორთან მიესვლებოდა სტუდენტს. ლაშა გოცირიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი ატაპლენიებსაც კი ამოწმებდნენ. უნივერსიტეტის იერარქია სტუდენტით იწყებოდა. ერთხელ თსუ მეორე კორპუსში ვიყავი და შარდის სუნი,საბჭოთა კავშირი და ნაცნობი კორუმპირებული ლექტორი ვნახე. გაზომბებული სტუდენტები,რომლებსაც ლექტორი მამაღმერთი ეგონათ. ტექნიკურშიც ვიყავი და იგივე,ხოდა დასკვნა გამოვიტანე: მოაშორეთ სახელმწიფო უნივერსიტეტს და აღარ იქნება შარდის სუნი,თუ არა წარმატებები მაგ სუნში. რჩევას კი მოგცემთ,არ გინდათ შარდის სუნი,მაშინ მცხეთი გზაზე არის კამპუსი კახა ბენდუქიძის სახელობის და იქ მიბრძანდით.
2019, 22 დეკემბერი, 17:05
შემდეგ ერთი მძიმე წონიანი კაცი გამოჩნდა,ჩვენში ამ კაცს იუდას ეძახდნენ და ვაღიარებ,ბევრს იქაც ქონდა ეგ განცდა,რადგან სტერეოტიპებით ვიყავით გაჟღენთილები. როცა ვნახეთ ეს კაცი რას და როგორ აკეთებდა,მაშინ მივხვდი რო ამ კაცზე ვცდებოდით. ერთმა ქრთამისთმა ლექტორმა ნიშნის მოგებით გითხრა,რომ ბევრი ჩვენთაგანი გაირიცხებოდა და მხოლოდ ე.წ. სტიპენდიანტებს ქონდათ შანსი ახალ უნივერსიტეტში სწავლის. ისე მოქონდა თავი,რომ ეგონებოდა ადამიანს,ეს კაცი დამრჩენი იყო იქ და ის "სტიპენდიანტები" მართლა აინშტაინები. გავიდა არდადეგები,დავბრუნდით და ეს ლექტორი გაუშვიათ,ტესტი ვერ ჩააბარა,ხოლო სტიპენდია მოუხსნეს ყველას. ჩემ ფაკულტეტზე 2 თუ 3 ლექტორი დარჩა,ხოლო დანარჩენები ქრთამს,დანგრეულ კედლებს,მჟავე ლობიანს გააყოლეს. მერე იჩივლეს,მაგრამ იმ კაცს სტუნდენტები გვერდზე დავუდექით და მჟავე ლობიანი არ დავაბრუნეთ. ხო სდიპენდიატებზეც გეტყვით,ამ ხალხის ნახევარი გარიცხეს(3 საგანი ვერ ჩააბარეს),ხოლო ნახევარი კი ზღვარს ძლივს ლახავდა. ის კაცი კი კახა ბენდუქიძე იყო,რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის,მაგრამ მადლიერი სტუდენტების მთელი არმია დარჩა და დატოვა საქართველოში ყველაზე მაგარი უნივერსიტეტი.
2019, 22 დეკემბერი, 16:57
მესმის ამ გოგონასი,რადგან ერთ უნივერსიტეტში ზუსტად იგივე დამემართა. ზოგადად,ვთვლიდი,რომ როცა უნივერსიტეტში შევაბიჯებდი ეს იქნებოდა საოცარი განცდა,მე მოვხვდებოდი ცოდნის სახლში. რეალობა კი სხვა აღმოჩნდა,თან ძალიან სხვა. ქრთამი,ნეპოტიზმი ყვაოდა და ვისაც მართლა სწავლა სურდა მათ შანსი არ ეძლეოდათ. თვითვმართველობა იყო ასევე ძალიან ცუდი,რომელიც საკუთარ სამეგობროს უფრო ფუნქცია უფრო ქონდა,ვიდრე სტუდენტური რაიმე ფუნქციის. ჩემი გადახდილი გადასახადით გულაობდნენ და ერთხელ არც გავხსენებივართ მე და ჩემნაირი სტუდენტები. რატო უნდა გავხსენებოდით,არც ფული გვქონდა და არც რომელიმე ლექტორის ახლობელი ვიყავით. სწავლას აზრი არ ქონდა,რადგან 51 ქულას ვერ ახვიდოდი,რადგან ფული უნდა გადაგეხადა ლექტორისთვის ან დეკანისთვის.ამიტომ ფინალურის დროს მივიდოდით და ქრთამს ვთავაზობდით,ზოგს დასალევზე ვპატიჟებდით და ა.შ. ეს უნივერსიტეტი იყო სახელმწიფო დაწესებულება და მიტომაც ყარდა ყველაფერი.
0 1 4