x
აქცენტუაციის პრობლემატიკა მოზარდებში

სკოლებში, ძირითადად, მოზარდის მიმართ ინტერესს იჩენენ, როგორც ინტელექტისა და გარკვეული უნარ-ჩვევების მფლობელის მიმართ და არა როგორც პიროვნების, გარკვეული ხასიათის მქონე სუბიექტის მიმართ. განსაკუთრებით ბევრ საზრუნავს ვაწყდებით ცოცხალ, მოძრავ და ძლიერი ხასიათების შემთხვევებში, ხასიათების, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამას ხშირშემთხვევაში, მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან მოყვება შეფასება, რომ მოზარდი არის ჯიუტი და ზარმაცი, რადგან არ აკეთებს ყოველთვის ყველაფერს ისე, როგორც მისგან მოვითხოვთ. ამას კი აპროტესტებს და გამოხატავს სიტყვებით - "არ მინდა".

ხასიათის პრობლემით დაკავებული სწავლული-ფსიქოლოგები თვლიან, რომ ზრდასრულ ადამიანთა 40%-ზე ნაკლები ფლობს ე. წ. ბალანსირებულ ხასიათს. ეს არის საკმაოდ მოქნილი, სტრესების გამძლე ხასიათი, როცა მგრძნობიარობა არ არის მაღალი და შფოთვის დონეც ზომიერია. ანუ ხასიათობრივ მონაცემებში ბალანსირებული, დარეგულირებულია მეტ-ნაკლებას რეაგირება სტრესული სიტუაციების მიმართ. თუმცა, მაინც, ბალანსირებული ხასიათი ისეთივე ბუნდოვანია ცნებაა, როგორც პიროვნების ცნება.

ამრიგად ადამიანთა უმრავლესობას - ზრდასრულებსაც და მოზარდებსაც- აქვთ არა ბალანსირებული, არამედ აქცენტუირებული ხასიათი ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქვთ ხასიათის აქცენტუაციები. ფსიქოლოგიაში ასე უწოდებენ ნორმის უკიდურესს ვარიანტებს, როცა ადამიანის ხასიათის ცალკეული თვისებები მეტისმეტადაა გაძლიერებული. შედეგად თავს იჩენს განსაზღვრული ფსიქოგენური ზემოქმედებების მიმართ სელექტიური მოწყვლადობა, ანუ ამ შემთხვევაში სხვა დანარჩენი სიტუაციების მიმართ ეს ადამიანი საკმაოდ კარგი გამძლეობით გამოირჩევა. სხვა სიტყვებით გარკვეული აქცენტუაციის მქონე ადამიანსთვის არსებობს ფსიქოლოგიურად რთულად გადასატანი ზოგიერთი სიტუაცია და ამავდროულად სიტუაციები, რომლებშიც ის თავს ნორმალურად გრძნობს. ამრიგად, შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა სიტუაციებში იგრძნობს ერთი ადამიანი თავს ადაპტირებულად, ხოლო მეორე- განიცდის დაბნეულობას და თავდაუჯერებლობას, ტანჯვას და შრომისუნარიანობის დაკარგვას. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საფუძველი გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა, რომ ეს ადამიანები ფსიქიკურად ნორმალურები არ არიან. ხასიათის აქცენტუაციის ცნება, მეტწილად, გარდამტეხი ასაკისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით თინეიჯერებში, რადგანაც, როგორც ვიცით, ამ დროს მძაფრდება რეაგირებები კონკრეტული მოთხოვნების მიმართ, რაც უფროსებისგან შემოდის, იმატებს აგრესია, პროტესტის გრძნობა. ყველაფერთან ერთად იზრდება ცნობიერება, ყალიბდება სუბიექტური, ინდივიდუალური მოსაზრებები და დამოკიდებულებები. შესაბამისად, ყოველივე ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ბუნებრივიც კია, რომ ამ დროს მოზარდს აღენიშნებოდეს აქცენტუაციები ხასიათში. მშობლებმა, მასწავლებლებმა, თანატოლებმა და ირგვლივმოფმა ყველანაირად უნდა შეუწყონ მასე ხელი.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0