x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"გოგაშვილმა გვითხრა: "თავში ესროლეთ როგორც კვახს", ცოცხალი გარეთ არ უნდა გამოვიდესო" -  დავით ნემსაძე

image


ემიგრაციაში მყოფი ვეტერანი ჯარისკაცი, დავით ნემსაძე, "არმიის სამოქალაქო კონტროლის" სოციალურ ჯგუფში, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში მოკლეს, ნემსაძის თქმით, როგორც მას სპეცოპერაციაში მონაწილე ერთ - ერთმა სპეცრაზმელმა უამბო, ყველაფერს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა და ლიკვიდაციის ჯგუფს ინსტრუქტაჟსაც თავად უტარებდა. როგორც ნემსაძე აცხადებს, გოგაშვილის ერთადერთი მითითება იყო რომ თემირლანისთვის პირდაპირ თავში ესროლათ, რათა "ობიექტს" გარეთ გამოსვლა ვერ მოეხერხებინა: "თავში ესროლეთ როგორც კვახს" სპეც ოპერაციაზე მყოფთაგან ერთ-ერთმა მიამბო რომ სოსო გოგაშვილი პირადად უტარებდა ინსტრუქტაჟს ლიკვიდაციის ჯგუფს. გოგაშვილმა გვითხრა, "ობიექტი ცოცხალი გარეთ არ უნდა გამოვიდეს თავში ესროლეთ როგორც კვახს" თემირლან მაჩალიკაშვილის ცოცხლად აყვანა აზრადაც არ ჰქონიათ მასზე, "მგლის ბილეთი იყო გაცემული" უნდა მოეკლათ რადგან გვამები არ საუბრობენ. სოსო გოგაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა თემირლანის ლიკვიდაციის ოპერაციას, დაგეგმვის დღიდან ლიკვიდაციის მომენტამდე იმყოფებოდა საშტაბო საკომანდო პუნქტთან. ბოლო სიტყვები რაც მან ლიკვიდაციის ჯგუფს უბრძანა ეს იყო, “თავში ისე ესროლეთ როგორც კვახს" თემირლანი საკუთარი მამის სახლში, მძინარე მოკლეს ეს არ იყო სპეცოპერაცია დამნაშავის ნეიტრალიზაციის ან დაკავების მიზნით - ეს იყო სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი. საზოგადოებას აჩვენეს თემირლნ მაჩალიკაშვილის ვიდეო ბერი სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებურ პირებთან თუმცა სახელმწიფო უშიშროება საზოგადოებას უმალავს იმ ფაქტს თუ როგორ მოხვდა ლიკვიდირებულ პირთა საცხოვრებელში საბრძოლო მასალა. სინამდვილეში იზორიას უწყებიდან კერძოდ მოსკოვის პროსპექტზე მდებარე სამხედრო ბაზიდან, ქისტური წარმოშვების კაპიტან მანგოშვილის მეშვეობით აგენტ -შუამავალმა ბაზიდან გაიტანა 10 000 ცალი საბრძოლო ვაზნა და სხვა ამუნიცია რომლებიც შეუზიდეს ლიკვიდირებურ პირებს. ხელისუფლებამ თავად დადგა სცენარი ჩამოიყვანა და აღჭურვა ტერორისტული ჯგუფი რასაც მოგვიანებით თავი ვერ გაართვა და იძულებული გახდა თურქეთიდან შემოეყვანა სპეც დაჯგუფების რაზმი რათა შტურმზე მოეხდინა შენობაში გამაგრებული ჯგუფის წმენდა. ქართულ მხარეს დაევალა მხოლოდ პერიმეტრის კონტროლი და სნაიპერული ცეცხლით მხარდაჭერა. ფაქტიურად ტელევიზიების მიერ 24 საათიან რეჟიმში პირდაპირ გადაიცემოდა ყველაფერი. სათანადო აღჭურვილობის არმქონე ქართველი სპეც რაზმელიც სწორედ ამ დროს დაიღუპა, მას მოწინააღმდეგემ ფაქტიურად პირდაპირი გასროლით მოუღო ბოლო. სამწუხაროდ მისი დაღუპვის მიზეზი ცუდად დაგეგმილი ღონისძიება იყო რომელსაც ასევე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. უნდა ვთქვათ რომ, "ქართული ოცნების"- იდიოტები მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ტერორიზმის რეალური ხელშეწყობით და ილუზირებულად მასთან ბრძოლით ცდილობდნენ. სწორედ სოსო გოგაშვილის ჩარევით ჩამოაშორეს მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი მის მაგივრად კი ქისტური წარმოშობის აგენტი მარიამ კუბლაშვილი ჩანერგეს. შესახძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და პოლიტიკური შეხედულებები არ მომწონს მაგრამ ფაქტი არის ფაქტი მისი შვილო მოკლეს უსამართლოდ, უდანაშაუოდ და ტერორისტულად. მორგოშიასთან მოწყობილ სუფრაზე მარიამ კუბლაშვილმა განმიცხადა, "მაჩალიკაშვილები ტერორისტები იყვნენ და ამიტომაც მოხდა მათი ლიკვიდაციაო" ჩანერგილისგან არ მიკვირს თუმცა გოგაშვილის სიტყვები ყურიდან არ ამომდის, "თავში ესროლეთ როგორც კვახს" - დრო ყველაფერს ახდის ფარდას როცა მეოცნებეთა ხელისუფლება საბოლოოდ დასრულდება" - დაწერა ვეტერანმა ჯარისკაცმა დავით ნემსაძემ სოციალურ ქსელში.



0
1456
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1456