x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი ადამიანების აზრები და მოვლენები
გენერალი ფოში:

"ცხვრის ფარა ლომის მეთაურობით უფრო ძლიერია, ვიდრე ლომის ფარა ცხვრის მეთაურობით."

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778)

`ადამიანი თავისუფალ ქმნილებადაა დაბადებული, მაგრამ მას მთელი ცხოვრება ბორკილები ადევს~.



კირიონ II: "ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია."image


ფრენსის ბეკონი (1561-1626) – ინგლისელი ფილოსოფოსი, მეცნიერი, ესეისტი და სახელმწიფო მოხელე – იმ მოსაზრებას უჭერდა მხარს, რომ მეცნიერება კაცობრიობის თვითშენარჩუნების გასაღებია: "ბუნებაზე რომ იბატონო, მას უნდა დაემორჩილო~.


`ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად~.


პარიზის გერმანელების მიერ დაკავების დღესვე ჰიტლერი იქ გაჩნდა, ეიფელის კოშკთან დადგა და თავის პირად ფოტოგრაფს ჰოფმანს უთხრა: "გადაიღე ჰოფმან დღეს ეიფელის კოშკთან, ხვალ ბრუკლინის ხიდზე, ზეგ კი ნიუ-იორკის ცათაბჯენებთან."


მას შემდეგ რაც ჩემბერლენი გადადგა, შეიქმნა კოალიციური მთავრობა, რომელსაც სათავეში უინსტონ ჩერჩილი ჩაუდგა. ჩემბერლენისგან განსხვავებით ჩერჩილის მთავრობა გერმანიასთან გარიგებისთვის კი არა ფაშიზმზე გამარჯვებისთვის იბრძოდა.

ჩერჩილმა პარლამენტის პირველსავე სხდომაზე განაცხადა: “უახლოეს წლებში მე თქვენ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ, სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა. თქვენ მკითხავთ როგორია თქვენი მიზანი? მე შემიძლია ერთი სიტყვით გიპასუხოთ: "გამარჯვება, გამარჯვება რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გამარჯვება მიუხედავად ყოველივესი."”

ბლოკის აზრით: "მხოლოდ და მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება ერქვას ადამიანი."


ჯორჯ ბერნარდ შოუ ნახევრად იუმორით ამბობდა: "ვისაც ძალუძს აკეთებს ვისაც არა ასწავლის."


– რას ნიშნავს იყო მხატვარი?

– მხატვარი იმ ეტლს ჰგავს, რომელსაც ცხენები დაუფრთხა!

– ეგ მხატვარი კი არა უბედური შემთხვევაა!

– ხოდა მხატვარიც ეგ არის, უბედური შემთხვევა.


რობერტ კიოსაკი "ფულის ნაკადის კვადრატი":


"თუ ფიქრობ ისე, როგორც გუშინ, ხვალ გექნება ის, რაც გაქვს დღეს."


კონფუცი: "მოგზაურობა 100 კილომეტრზე პირველი ნაბიჯით იწყება."


კონფუცი: "ძნელია ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა, მითუმეტეს მაშინ როცა იქ არ არის."


ბენჟამენ ფრანკლინი: "არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა."


წმინდა ამბროსი: "კაცს აქვს მორალური უფლება, მოვალეობა, გამოიყენოს ძალა, წინ აღუდგეს ბოროტებას."

წმინდა ამბროსი: "ნებისმიერი ომისათვის საჭიროა სამართლიანი მიზეზი"

ილია მართალი: "ტირილით ნაშობი სიცილით გაუშვით ამ წუთისოფლიდან."

ნეილ ამსტრონგი: "შეიძლება ეს უბრალოდ ერთი პატარა ნაბიჯია მთვარეზე, მაგრამ კაცობრიობისთვის დიდი ნახტომი."


პატრიარქი ამბროსი: (1861-1927) "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"

"ყველაფერი ღვთისგან მოდის გარდა ქალისა."

– ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე ზრდილობიანი კაცი?

– ბაბუაჩემი.

– კი, მაგრამ რატომ ფიქრობთ ასე?

– 80 წლისაც რომ იყო, პატარა ბავშვი ეზოში რომ შემოვიდოდა, ფეხზე წამოუდგებოდა და ისე მიესალმებოდა, როგორც უფროსს ისე მიაგებდა პატივს.

/ ნოდარ დუმბაძე /

აბრაჰამ ლინკოლნი: "ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია, ყველა პრეზიდენტი ხალხის ინტერესებითაა არჩეული და ყველა პრეზიდენტი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახუროს."

მაო ძედუნი: "ყველა პოლიტიკური ძალის მატარებელი იარაღია."

იოსებ სტალინი: "ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრი ადამიანისა კი სტატისტიკა."

ალბერტ აინშტაინი: "იმდენხანს რამდენხანსაც იარსებებს ადამიანი, დედამიწაზე იქნება ომი!"

შეერთებულ შტატებში ამბობენ: `იყო განსხვავებული _ ნიშნავს იყო უხამსი~.

ვ. ი. ლენინი: "რასაკვირველია, თუ რევოლუცია მასობრივი არ გახდება და თვით ჯარსაც არ მოედება იგი, ისე ლაპარაკიც კი შეუძლებელია სერიოზულ ბრძოლაზე."


"ნაცისტებმა დააპატიმრეს ებრაელები და არავინ ხმა არ ამოიღო, დააპატიმრეს კათოლიკები და არავინ ხმა არ ამოიღო, დაგვაპატიმრეს ჩვენ და არავინ იყო რომ ხმა ამოეღო"- ლუთერანი ბერი.

ალესანდრე მაკედონელი: "მე მირჩევნია ვიყო აქილევსი და მაქებდნენ ვიდრე ვიყო ჰომეროსი და ვაქებდე."

დემოსთენე ბერძენი ფილოსოფოსი: "დიპლომატებს არ ჰყავთ საბრძოლო გემები, ძლიერი ქვეითი ჯარი, არც ციხე-სიმაგრეები გააჩნიათ, მათი იარაღი არის სიტყვა."


ყველაზე მეტი მიღწევები ქირურგიაში აქვთ გერმანელებს _ მიზეზი კი ის გახლავთ რომ ჰიტლერის დროს გერმანელები ცოცხალ ადამიანებზე აკეთებდნენ ცდებს.

ძილის დროს ადამიანის მიერ ხელის ან ფეხის სწრაფ გამოძრავებას თავისი მიზეზი აქვს _ გულის რითმის შენელების გამო ტვინს ჰგონია, რომ ადამიანი კვდება და გზავნის ამგვარ სიგნალს რომ შეგვაღვიძოს.

ლას-ვეგასის არც ერთ კაზინოში არ კიდია საათი.

ლას-ვეგასში უფრო მეტს ლოცულობენ ვიდრე მექაში.

ქართული ანდაზა: "იმის გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინიაო."

0
915
5-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0