x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სოფლელები" ქალაქში ანუ იყავით ის ვინც ხართ, ვიღაცის მიმბაძველობით თუთიყუშებს ნუ დაემსგავსებით. ის, რომ სოფლიდან ხართ არაფერს ცვლის

image ახალგაზრდების დიდი ნაწილი მუდამ მიისწრაფოდა ქალაქში შეუცნობლის შესაცნობად, სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას შეჩვეულებს ქალაქი რაღაც წარმოუდგენელ რამედ მიაჩნიათ.
თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ სოფლიდან ქალაქში ჩასულების ნაწილი ფიქრობს ქალაქელზე "პროდვინუტად" წარმოაჩინოს თავი და დადიან მერე ბრაზილიური თუთიყუშებივით ჩაცმულები.
"სოფლელი"!-ეს სიტყვა ადამიანის დასაკნინებლადაა შექმნილი, თორემ მნიშვნელობა არა აქვს თუ სად ცხოვრობს ადამიანი, მთავარია ის ადამიანი იყოს და აზროვნებდეს, როგორც ადამიანი.
სოფელიც მაქვს და უფრო ხშირად სოფელში ვცხოვრობ, როცა დრო მაქვს ვიდრე ხმაურით გაჯერებულ ქალაქში.
ბევრჯერ მსმენია გამოთქმა "კარგია გოროდში"! კარგი იქაა ყოფნა, სადაც შენ გრძნობ თავს კარგად და არა იქ, სადაც ვიღაცის მიმბაძველობით ხარ.
რამ მომაფიქრა ამ მცირე შეგონების დაწერა? იმან, რომ ხშირად ვხედავ სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ახალგაზრდებს კომპლექსი აწუხებთ, არიქა ვინმემ სოფლელოა არ წამომაძახოსო. სოფლიდან იყვნენ გენიალური ქართველი მწერლები, პოეტები და მეცნიერები, მაგრამ ისინი ამის გამო არავის დაუძრახია.
არც თქვენ გაქვთ რაიმე დასაძრახი ამის გამო.
რუსულ პორტალზე წავაწყდი სოფლიდან ქალაქში გადასული გოგოების სურათებმა და შემზარა, იმდენად ვულგარული ახალგაზრდები ჰყავს ავტორს გადაღებული.
imageimageimage


0
375
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
375