x
სულ მწვანეზე გევლოთ
მწვანე

მკვდარი სახლის ჩანაწერების ეპილოგში ამბობს წიგნი, რომ “ცხოვრება* არც ისეთი კარგია და არც ისეთი ცუდია, როგორიც ჩვენ ადამიანებს გვგონია".და ამ სიმბოლურ საზრის ცხადია მეც ვეთანხმები, რადგან ეპოქა თავისი გარდამავალი პერიოდით ყოველთვის მის ამინდს ჰქმნის ბუნებაში, რომელიც თითოეული პიროვნების ხასიათისამებრ იქმნება, ანუ ცალკეულის განწყობისა და იდეის შესაბამისობაში მოდის ვითარება, თავისი პოზიტიური და ნეგატიური გარემოებებით, რაც სოციუმში ასახავს მის ფაქტებს და ამკვიდრებს მთელ რიგ დანარჩენ მოვლენებს- სასიცოცხლო პროცესისათვის.აქედან გამომდინარე მისი უნარიც ერთგვარი ნიჭია, თუ როგორ დამკვიდრდება ესა თუ ის პირი რეალობაში და შემდეგ კი ის შეჰქმნის ახალი ცხოვრების ერას თავისი ნოვატორული ფასეულობებით. ამისათვის გადამწყვეტ როლს არც რომელიმე საჯარო სკოლა, ან კერძო სასწავლებელი ქმნის ას პროცენტიანი წარმატებული ფორმულის შემსწავლელი პროგრამის გათვლით, არამედ თითოეულის ინდივიდუალიზმი, რომელიც თანდაყოლილ და შეძენილ უნარებზე გამოვლინდება და ფრთებს ისხვავს შემდგომი წარმატებული თუ რეგრესული თვითრეალიზებისათვის. თანმდევი პროცესის დაბალანსებულ რიტმში, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრებისეული პლატფორმა, მისთვის საჭიროა კარგად გავარკვიოთ საკუთარი შესაძლებლობები, რათა უმტკივნეულოდ შევძლოთ თითოეული საფეხურის ათვისებაც და მერე კი მისი განვრცობაც, რომ წარმოქმნილი ბარიერების ფონზე მარტივად მოვახდინოთ პრობლემებზე რეაგირება, საღად გადაჭრის გზების საკეთილდღეოდ და ახლებური საპერსპექტივო ხედვის ორიენტაციისთვის, რათა დრო მოჭმულმა სისტემამ უახლეს ერას კარგად გაუძლოს და მყისიერად შეძლოს მან რაფინირებული ლიტერატურით ალმა-მატერის გაზრდაც და განახლებაც, რომ წყვეტაში მოიყოლოს უნაყოფო საკანცელარიო კადრები და სულ მწვანეზე გევლოთ.


ჯორჯიანა

20.12.2019


ჯირონე/იტალია

მოქალაქე ჟურნალისტი

პ.ს.*- ყველაფერი, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ატრიალებს დედამიწას ღერძზეც თავისი დადებითი თუ უარყოფით მუხტებით, სულიერი საზრდოა და მისი გონება.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0