x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ადამიანი როგორ უნდა უწოდო არსებას, რომელმაც საკუთარი გოგონა გააუპატიურა? ასეთ ცხოველს 12 წელი რატომ შეუფარდეს, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯათ

image

"დონის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში სასამართლომ დამნაშავედ სცნო 37 წლის მამაკაცი საკუთარი ქალიშვილის გაუპატიურებაში და გოგონას ნების საწინააღმდეგოდ მასთან 2 წლის განმავლობაში სექსუალურ კავშირში, სასამართლომ მოძალადეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა"-განაცხადა სასამართლოს პრეს-სპიკერმა.
"გოგონას ნების საწინააღმდეგოდ"!-რა საზიზღრად ჟღერს, საუბარი მამასა და შვილს შორის სექსუალურ კავშირზეა, რომელსაც პირუტყვი მამა ძალადობრივი გზით ახორციელებდა შვილის მიმართ.
გოგონა პირველი გაუპატიურების დროს 16 წლის იყო, შესაბამისად არასრულწლოვანი და მიკვირს მოძალადე მამას მხოლოდ 12 წელი რატომ მიუსაჯეს!
მსგავსი შემთხვევა საქართველოში მოხდა, ასეთი დანაშაულის ჩამდენებისათვის კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩასწორება და ასეთი პირუტყვები უნდა დაისაჯოს სიკვდილით.
ვიცი ბევრი იტყვის: "უფალმა უბოძა სიცოცხლე და შენ ვინ მოგცა მისი ხელყოფის უფლებაო"?
ახლა წარმოიდგინეთ მამის მიერ გაუპატიურებული შვილის მდგომარეობა, ის პრაქტიკულად მკვდარია, განადგურებულია სულიერად და ფსიქოლოგიურად.
ასეთი მამა ჩემი აზრით არ იმსახურებს სიცოცხლეს და ასეთ ნაგავზე, მისი ციხეში ცხოვრებისათვის სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ფული არ უნდა დახარჯოს.
არსებობს დანაშაული თუ დანაშაულები, რომელთა ჩამდენი აუცილებლად უნდა იყვნენ სამუდამოდ მოშორებული საზოგადოებისაგან ევთანაზიის გზით.
"რომის პაპზე დიდი კათოლიკეები" ნუ ვიქნებით, აშშ-ს რამდენიმე შტატში მოქმედებს დღესაც სიკვდილით დასჯა.



0
426
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
426