x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სინამდვილეში, რისი ეშინიათ ქალებს?
თითქოს, ერთი შეხედვით, ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა მხოლოდ "გენდერია", ვინაიდან სხვა დანარჩენი პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია. თანამედროვე მეცნიერები მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და გამოიტანეს არაერთი ფანტასტიკური დასკვნა, რომ მათ შორის ნამდვილად არსებობს თვისობრივი სხვაობა, რომელსაც ბევრი თქვენგანი ალბათ არც დაკვირვებია.



image


ისიც ვიცით, რომ მამაკაცები ძლიერ სქესს მიეკუთვნებიან და ალბათ ბევრ თქვენგანს უკვირს და ამბობს, ნუთუ შესაძლებელია მამაკაცის შიშისა და ეჭვების, მათი მკაცრი მზერისა და კუნთიანი სხეულის მიღმა დამალვა? რა სისულელეა?! თუმცა, სწორედ ძლიერი სქესი და მათი მკაცრი გამოხედვაა, ჩიხში რომ შეჰყავს ქალი. დიახ, აქვთ მამაკაცებს თავისებური შიშები და თან რამდენიმე, თუმცა დღევანდელ სტატიაში მათ შიშებზე არ ვისაუბრებთ.


დღეს გაგიმხელთ, სუსტი სქესის წარმომადგენლების ძირითადი და რეალური შიში რაში მდგომარეობს. მოცემული შედეგები ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევებია.




ჩვენ, ქალებს, პანიკურად გვეშინია, როდესაც დაგვცინიან - დაასკვნა გერმანელმა ფსიქოლოგმა, მაიკლ ტიტცმა. მეცნიერმა გამოიკვლიეს გელოტოფობიით დაავადებული პაციენტები - ე.წ. სამეცნიერო თანდაყოლილი იუმორის გრძნობა. ამ რეიტინგში დაცინვის შიში მეორე ადგილზე აღმოჩნდა ახლობლის დაკარგვის ან მისი სიკვდილის შიშის შემდეგ. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გარშემომყოფი ადამიანების თითოეული ღიმილი გამოხატავს დაცინვას საკუთარ ქმედებებზე.


მაგრამ, ყველაზე უსიამოვნო არის ის, რომ დაცინვის შიში აღმოაჩნდათ გონებრივად სრულიად ჯანმრთელ ქალებსაც. სხვადასხვა ქვეყნებში, 2-დან 30%-მდე ქალებს ახასიათებთ დაცინვის პანიკური შიში. ასეთ შიშს ისინი უფრო მამაკაცებისგან განიცდიან.


გელოტოფობი ადამიანის უმეტესობა ტაილანდში ცხოვრობს, ხოლო ფინელები ნაკლებად არიან მიდრეკილნი ამ დაავადების მიმართ, ვიდრე სხვა ერები.






იხილეთ აგრეთვე:



რისი ეშინიათ მამაკაცებს? მათი ფარული შიში, რაზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობენimage



0
157
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0