x
სუიციდი- სამყაროსეული პასუხიმგებლობა, ანუ ნიშანი საწუხილო მოლოდინისა....
ფრიად საწუხილოა, როცა არასრულწლოვანი ახალგაზრდები თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. სუიციდი საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. მსგავს სენსისიტიურ საკითხებზე მეტი დაფიქრება და მუშაობაა საჭირო. თუთხმეტი წლის ლუკა სირაძემ გაილაშქრა არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის, რწმენის, ოჯახისა და უფლის წინააღმდეგ, არამედ თითოეული კეთილი ნების ქართველის წინააღმდეგაც, რამეთუ თითოეული ქართველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენისთანა პატარა ერისთვის.
ამ უკანასკნელს თვითმკვლელობით სოლიდარობა გამოუცხადა 17 წლის გოგონამ და მანაც ასე უბედურად დაასრულა სიცოცხლე. სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, მსგავსი ქმედება გადამდები არ უნდა გახდეს. რაღაც წაქეზებასავით გამოსდის ხოლმე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რაც იგრძნობა საკითხისადმი მათ ზერელე დამოკიდებულებაში. როცა ფაქტიურად გმირად გამოჰყავთ პიროვნება, რომელმაც მოკვდინებით დაასრულა სიცოცხლე, რომელმაც საკუთარ თავში ღმერთი მოკლა.
რათქმაუნდა, მსგავსი გადაწყვეტილება ისე არ ხდება, ეტყობა მას მრავალი წუხილი და გადაუწყვეტელი პრობლემებით აღვსილი სასოწარკვეთანი ეწინამძღვრებოდა, მაგრამ მისი გამართლება გამოირიცხოს უნდა.
თვითმკვლელობა ყველაზე დიდი დანაშაული და სილაჩრეა უფლისმიერების წინააღმდეგ ჩადენილი.
ღვთის ბოძებული საოცრების ასე უმადურად დასრულება უგუნურებაცაა, მითუფრო როცა გამოსავლის პოვნა ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ ნამდვილად არ იქნებოდა შეუძლებელი, მაგრამ ვიღაცამ დააგვიანა, ვიღაცამ ყურადღება მოაკლო, ვიღაცამ შეიძლება "უბიძგა" კიდეც მსგავსი ფატალიზმისკენ, მაგრამ არანაირი გამართლება ასეთ მოქმედებას. სიკვდილი არასდროსაა გამოსავალი. იგი უფლის მოკვდინებაა და აბა საშველი როგორ უნდა იყოს, ე. ი. ღმერთს თვლი მტრად და ლახვრავ მას!..
ასეთები არ და ვერ ცხონდებიან...
ღმერთის მოკვლა უპატიებელი ცოდვა და დანაშაულია.
ორო გზაა მარადისად: გზა - უფლისა და გზა ბარაბისი!.. როცა შეუდგები უფალს- იცოცხლებ აქაც და იქაც. როცა მიჰყვები ეშმაკს, -მოკვდინდები ორივე სოფელში.
"გახსოვდეს! მე არ დაგივიწყებ...
მე შენ ხელისგულზე მყავხარ ამოტვიფრული...
მე გიწოდე სახელი შენი...
შენ ჩემი ხარ...
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის...
შენ ხარ მე და პირიქით, მე ვარ შენ...
მე შენ მიყვარხარ..." (ესაია) - ამას უფალი უბნობს წინასწარმეტყველის პირით.
რათქმაუნდა გულისყური ვერ მივადევნეთ გულხმას ამ სპეტაკი სულის ახალგაზრდებისას, რომელთა დამონება ადვილად შესძლო ეშმაკმა და გააკეთებინა ის, რამაც ასე შეგვძრა.
გასაგებია, რომ რთულია ცხოვრება, ხშირად უფრო რთული, ვიდრე ერთი შეხედვითა სჩანს, მაგრამ დიდი მუხრანისა არ იყოს: „ცხოვრება კია წვალება, მაგრამ ცოტათი მაინც ჯობია სიკვდილს"...
გაუგებარიცაა ბევრი რამ ტიალ წუთისოფელში, თუმცა, როგორც აღიარებულა: სამყარო გასაგები რომ ყოფილიყო, ხელოვნება, მათ შორის: პოეზია, პროზა, მუსიკა, სახვითობა არ იარსებებდა... ბრძოლაა ცხოვრება, არსებულ რეალობასთან უკომპრომისო ბრძოლა.
როგორც უდიდესი მოაზროვნე ნიცშე იტყოდა: ადამიანმა, ყოველთვის უნდა იპოვოს საკუთარი ტვირთი. რომლითაც დაკავდება და საკუთარ ადგილს "შემოღობავს" სამყაროში. ეგაა შველა პირველყოვლისა და აქეთკენ უნდა მივმართოთ უნარი და ძალისხმევა ადამიანებისა.
მკვლელობაში "მიბაძვამ" ბევრ რამეზე დამაფიქრა, მათ შორის იმაზეც, რომ სახიფათოა სახეობთი აზროვნების გამოდევნება- როგორც ხელოვნებაში, ისე ცხოვრებაში.
ჩვიდმეტი წლის გოგონამ, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა ლუკას, ჩემი აზრით განასახიერა მიმბაძველობითი დრამა, რაც გამოიწვია უღმერთოდ, ანუ ბნელში სიარულმა. მოდით გავიხსენოთ, "უთხრა იესომ: "კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის საით მიდის." (იოანე 12-35). სწორედ ნათელის ჩააქრობას ცდილობენ ის ძალები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ეკლესიას და მთელი მონდომებით შეეცადნენ სიბნელეში "შერეკილი სულების დაბრმავებას". განა არ ვიცით რომ თვალდახუჭულად ციცაბოს ვერასდროს დალაშქრავ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამდენმა დაპირისპირებამ, კომფრონტაციამ, ლანძღვა- გინებამ დღის წესრიგიდან ამოიღო სიკეთე - ეროვნული ენერგიის უმთავრესი და მამოძრავებელი ძალა. ჩვენ ისტორიულად არადამპყრობელი, სიკეთით მოარული ხალხი ვართ, რაც მკაფიოდ აირეკლა ჩვენს ხასიათსა თუ ცხოვრების წესში.
ჩვენი წინაპრები იმდენად იყვნენ გამიჯნულნი ბოროტ ძალებსა თუ ზრახვებს, მსგავსი ხასიათის გმირებს ვერ იპოვით ვერც თქმულებებში და ვერც ზღაპრებში, თვით დევებიც კი, ასეთი უზარმაზარი და უარყოფითი პერსონაჟები
იუმორისტული ხედვით აღიქმებიან. სააკაშვილის დროინდემა განათლების სისტემის რეფორმატორმა
"ლომებმა" ეს სიკეთეც წაართვეს ჩვენს აღსაზრდელებს და "სხვანაირი", გათანამედროვებული, შურისმაძიებელი, ყაჩაღი, მკვლელი და ვინ იცის კიდევ, როგორი არა გმირები შევსთავაზეს . "სხანაირი": კომბლე, ღვთისავარი, ასფურცელა, სალამურა და ა. შ. ამანაც განაპირობა უარყოფითისკენ გადახრა ჩვენი ახალგაზრდების მენტალური ხედვისა.
ადამიანი ხომ მუდმივად ებრძვის საკუთარ თავს, რაღაცას უარყოფს, რაღაცას ამკვიდრებს, რაღაც აკლია, რაღაც მეტი უნდა... ეს ჭიდილი, ბუნებრივია, უპირველესად მის ფსიქიკაზე აირეკლება. ადამიანის ბრძოლას საკუთარ თავთან მარადიულ ტკივილად თუ მოთხოვნად გასდევს- ჭეშმარიტების შემეცნების ბუნებრივი წყურვილი. ამ წყურვილის ვერ მოკვლის შემთხვევაშიც ვითარდება მეტად მძიმე ფსიქიკური პრობლემები, რომლის გადალახვა მორწმუნეთ უადვილდებათ, ურწმუნოთ- პირიქით უძნელდებათ!
ხშირად მოჩვენებითმა ძალისხმევამ ბრძოლისა თუ თავდადებისა, ასევე საზოგადოებაში გამორჩეულობის იმიტაციამ, გაუაზრებელ მოქმედებამდე მიიყვანა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ახალგაზრობა!
ისიც უნდა ითქვას, რომ: ე. წ. ოპოზიცია მოჩვენებითი ძალისხმევის საშუალით ქმნის ბრძოლის იმიტაციას, რათა აღასრულოს ანტიეროვნული მიზანი- უიმედობის ბაცილა ჩათესოს მოზარდის გულში, ღმერთსა და რწმენას ჩამოაშოროს იგი და უპერსპექტივობის განცდით სიკვდილისკენ უბიძგოს. სწორედ ამას ემსახურება, მათი "თავგანწირვა" ე. წ. "ბანალურობის" წინააღმდეგ მოჩვენებითი ამბოხისა, ყოფის დეჰუმანიზაციისა, ჭეშმარიტების შერყვნისა.
აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს კაფკა: "გაუთვიცნობიერებელი ადამიანი უფრო თამამად და მეტწილად ბრმად მოქმედებს, ის უფრსკულში გადაჩეხვისკენაა მიმართული!.."
ასეა, უბედურება წამიერია, თუ უფალმა თვალი მოუხუჭა!..

და ბოლოს, მოდით ლადო ასათიანის ცნობილი ლექსით "საქართველოში" დავასრულოთ ჩვენი ტკივილიანი წერილი

"საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით: სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.


საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!"

ლაშა გვასალია

image

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0