x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
ჰემინგუეის შვილიშვილი - ცნობილი მოდელი, რომელმაც ბაბუის ტრაგიკული ბედი გაიმეორა

image


მე-20 საუკუნის დიდი ამერიკელი მწერლის ერნესტ ჰემინგუეიშვილიშვილი ცნობილ ბაბუაზე არანაკლებ პოპულარული იყო. გოგონა 1954 წელს ფერმაში დაიბადა, საიდანაც 16 წლის ასაკში უკან მოუხედავად გაიქცა, ვინაიდან მისი მშობლები მოზარდზე საერთოდ არ ზრუნავდნენ. მარგო ნიუ -იორკში გაემგზავრა, სადაც მან ახალი ცხოვრება დაიწყო. გოგონა ადგილობრივებისგან თავისი უცნაური ხასიათითა და უხეში ქცევით გამოირჩეოდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ როგორი ქცევების უნდა ყოფილიყო ნამდვილი ლედი, თუმცა გარეგნობა მას მართლაც რომ საოცრად შთამბეჭდავი ჰქონდა. ერთხელ, ერთ - ერთ წვეულებაზე ის ბიზნესმენმა ეროლ უტსონმა შენიშნა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეყვარებულები დაქორწინდნენ, სწორედ ეროლი იყო ის ადამიანი, ვინც მას საზოგადოებაში ქცევის ნორმები ასწავლა.


image


სამყარომ ამ ულამაზესი ქალბატონის შესახებ მალევე გაიგო. მაღალი, ქერა მომხიბვლელი გოგონა ჟურნალების გარეკანსა და რეკლამებში სულ უფრო აქტიურად ჩნდებოდა, თუმცა, წვეულებებზე თქვენ მას ხშირად ვერ ნახავდით, მიუხედავად იმისა, რომ მარგოს დალევაც უყვარდა და არც ნიუ - იორკის ღამის ცხოვრებაზე ამბობდა უარს.


image


გარკვეული პერიოდის შემდეგ, მარგო ჰემინგუეიმ გადაწყვიტა ბედი დიდ კინოშიც ეცადა და რეჟისორ ლამონტ ჯონსონის 1976 წელს გადაღებულ დრამაში "ტუჩსაცხი" თავისი პირველი კინოროლიც შეასრულა, თუმცა, მისი კინოდებიუტი საზოგადოების მხრიდან საკმაოდ უარყოფითად შეფასდა. საკუთარი წარუმეტებლობით იმედგაცრუებულმა კვლავ დალევა დაიწყო, რაც მეუღლესთან დაშორების მიზეზი გახდა.


image


თუმცა, მოდელი ოჯახის დანგრევის გამო სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილა, პირიქით დაოჯახება მეორედ სცადა და ცოლად ამჯერად, კინორეჟისორ ბერნარდ ფუჩერს გაჰყვა, რომელიც მზად იყო მისთვის თავბრუდამხვევი კინოკარიერა შეექნა, მაგრამ კრიტიკოსები შანს ხელიდან არ უშვებდნენ რომ ახალბედა მსახიობი არ გაეკრიტიკებინათ და ის უნიჭობაში არ ემხილებინათ. ამ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ მარგოზე დამღუპველად იმოქმედა, ის დეპრესიაში ჩავარდა, რამაც მეორე მეუღლესთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭა.



დეპრესიული აშლილობით შეწუხებულმა მოდელმა 1987 წელს რეაბილიტაციის კურსი გაიარა, მან ცხოვრების ჩვეული წესის მიტოვება მტკიცედ გადაწყვიტა და სამოგზაუროდ ინდოეთში გაემგზავრა, თუმცა 1990-იანებში იქიდან დაბრუნებული ის კვლავ დეპრესიაში ჩავარდა. მარგო გვარში რიგით მეხუთე ჰემინგუეი იყო, რომელმაც 1996 წელს სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა.



image



0
1548
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1548