x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ტესტი 6-24 თვემდე ბავშვებში კომუნიკაციური პრობლემების აღმოსაჩენად
image
ტესტი განკუთვნილია 6-24თვის ბავშვებისთვის და იძლევა საშუალებას, აღმოვაჩინოთ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყო წინაპირობა არაერთი ფსიქოლოგიური დაავადებისა. 12–ზე მეტი უარყოფითი პასუხი მიუთითებს გარკვეულ პრობლემებზე კომუნიკაციური კუთხით.მეტი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ბავშვთა ფსიქოლოგს/ნევროლოგს.

ემოცია და მზერა

1. ხვდებით თუ არა, როდის არის ბავშვი ბედნიერი/მოწყენილი?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად


2. როდესაც ბავშვი თამაშობს, გიყურებთ თუ არა, რომ დარწმუნდეს, თვალს ადევნებთ მის თამაშს?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

3. როდესაც გიყურებთ, იცინის/იღიმის?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

4. როდესაც რომელიმე სათამაშოზე მიუთითებთ, იხედება თუ არა იგივე მიმართულებით?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

კომუნიკაცია

5. გაგრძნობინებთ თუ არა, რომ დახმარება სჭირდება?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

6. როდესაც სხვა საქმით ხართ დაკავებული, ცდილობს თუ არა მიიქციოს თქვენი ყურადღება?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

7. თუ აკეთებს რამეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაგამხიარულოთ?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

8.ცდილობს თუ არა, რომ შეამჩნიოთ რომელიმე საინტერესო ნივთი, დაგანახოთ რომელიმე საგანი?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

ქცევა

9. იღებს თუ არა ნივთებს და გაწვდით თქვენ?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

10. განახებთ თუ არა ნივთებს უბრალოდ, გამოწოდების გარეშე?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

11. ესალმება თუ არა ადამიანებს ხელის ქნევით?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

12. ხელით მიგანიშნებთ თუ არა რომელიმე ნივთზე?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

13. აქნევს თუ არა თავს, როდესაც ''კი''-ს თქმა უნდა?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

ხმები

14. იყენებს თუ არა ხმას, რომ მიიქციოს ყურადღება ან ითხოვოს დახმარება?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

15. ამბობს თუ არა სიტყვებს, კრავს თუ არა ერთად რამდენიმე ბგერას( მაგ. მამა, გაგა, ბადა და ა.შ)?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

16. დაახლოებით რამდენ ბგერას იყენებს ყოველდღიურად?

1. არ იყენებს. 2. 1-2–ს 3. 3-4–ს 4. 5-8–ს 5. 8-ზე მეტს

სიტყვები

17. რამდენ გააზრებულ სიტყვას ამბობს, რომლის მნიშვნელობაც ესმის?

1. არ იყენებს. 2. 1-3–ს 3. 4-10–ს 4. 11-30–ს 5. 30-ზე მეტს

18. ამბობს თუ არა ორ სიტყვას ერთად, მარტივ წინადადებებს?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

19. როდესაც სახელით მიმართავთ, რეაგირებს, თავს აბრუნებს?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

20. როდესაც ელაპარაკებით, რამდენი სიტყვა ესმის, ჟესტების დახმარების გარეშე?

1. არ ესმის. 2. 1-3–ს 3. 4-10–ს 4. 11-30–ს 5. 30-ზე მეტს

ნივთების გამოყენება

21. აინტერესებს თუ არა ბევრი სხვადასხვანაირი სათამაშო?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად

22. რამდენ საგანს იყენებს დანიშნულებისამებრ (ჭიქა, ბოთლი, კოვზი, სათამაშო ტელეფონი)?

1. არ იყენებს. 2. 1-2–ს 3. 3-4–ს 4. 5-8–ს 5. 8-ზე მეტს

23. რამდენ კუბიკს აწყობს ერთმანეთზე/ერთმანეთის მიყოლებით?

1. 1-2–ს . 2. 3-4–ს 3. 5-8–ს 4. 9-11-ს 5.11-ზე მეტს

24. თამაშობს თუ არა სათამაშოებთან (აძინებს სათამაშოს, სვამს სკამზე, აჭმევს და ა.შ. )?

1. ჯერ ვერ 2.ზოგჯერ 3. ხშირად


წყარო: https://firstwords.fsu.edu/pdf/checklist.pdf

https://firstwords.fsu.edu/

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0