x
image
_K_
რას ამბობენ კომიდან გამოსული ადამიანები - 21 საინტერესო შემთხვევა
image


კომაში ყოფნა შესაძლოა მთელი ცხოვრების შემცვლელი გამოცდილება აღმოჩნდეს. როგორც წესი, ადამიანები, ვინც ეს გამოიარეს, საუბრობენ უცნაურ ან საშიშ ხილვებზე, რაც ძილის დროს ნახეს, ზოგი გარდაცვლილ ნათესავს შეხვდა, ზოგმა კი სიბნელისა და სიცარიელის გარდა ვერაფერი შეიგრძნო. თუმცა, ყველაზე რთული, ალბათ, კომიდან გამოღვიძების პროცესია, როცა ადამიანმა არ იცის, რამდენმა დრომ გაიარა, სად არის და ვინ იმყოფება მის ირგვლივ.


იმის გასაგებად, თუ როგორია ცხოვრება კომის შემდეგ, ერთ-ერთმა ცნობისმოყვარე Reddit-ის მომხმარებელმა, სახელად _bread-boi_-მ, საიტზე "ძაფი" შექმნა, სადაც სხვადასხვა ადამიანმა თავისი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას. სტატიაში 21 საინტერესო შემთხვევას გთავაზობთ.

image


✸ "კომაში 4 დღე ვიყავი. როცა გავიღვიძე, ყველა ჩემს ვაჟიშვილზე საუბრობდა, რომელიც აღარ მყავდა. ჩემი ორსულობა არ მახსოვდა, რადგან გრძელვადიანი მეხსიერება დავკარგე. რამდენიმე დღეში მეხსიერება დამიბრუნდა და ყველაფერი გამახსენდა ჩემს მეორე ოპერაციამდე, შემდეგ კი არაფერი მახსოვდა გაღვიძებამდე. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ვაჟიშვილი მესამე ოპეაცია იყო". @PennyCundiff



✸ "ჩემი ქმარი ავტოავარიის შემდეგ 1 კვირა სამედიცინო კომაში იყო. როცა გაიღვიძა, თქვა, რომ ახსოვდა, როგორ მივიდა სამსახურში (სინამდვილეში, არ მისულა, ავტოავარია სამსახურის გზაზე მოხდა) და შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდა, უცებ კი საავადმყოფოში გაიღვიძა. ის ვერ იჯერებდა, რომ საავადმყოფოში მთელი 1 კვირა გაატარა". @missquit



✸ "20 წლის წინ დაცემის გამო ჩემმა ბიძაშვილმა ძლიერი თავის დაზიანება მიიღო და კომაში თითქმის 4 კვირა იმყოფებოდა. როცა გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მისი მეხსიერება ეიდეტური გახდა. მას შეეძლო, ნებისმიერი საუბარი სიტყვასიტყვით გაემეორებინა და ზუსტ თარიღს და დროსაც კი გეტყოდათ, როდის რა თქვით. ასევე, ერთი შეხედვით შეეძლო სურათების დამახსოვრება. მისი მეხსიერება დღესაც ეიდეტურია". @cheezemeister_x

image

✸ "შობის შემდეგ 1 კვირა ვიყავი კომაში. სახლში დაბრუნებულმა გარდერობში მაღალყელიანი სვიტერები აღმოვაჩინე, რომლებიც მანამდე არასდროს მენახა. დედაჩემს ვუყვირე, ვეკითხებოდი, რატომ იყო ჩემს კარადაში ამდენი მახინჯი მაღალყელიანი სვიტერი. მან მითხრა, რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავს საჩუქრად ვუყიდე წინასაშობაოდ. როგორც ჩანს, კომა მაღალყელიან სვიტერებს გაძულებს". @SlevinKelevra87



✸ "კომის შემდეგ რამდენიმე ადგილას თმა დავკარგე და თვეების განმავლობაში არ ამომდიოდა. როცა ამომივიდა, ის გიშერივით შავი იყო. საერთოდ, ყავისფერი თმა მაქვს. საბოლოოდ, ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩემი თმა ნორმალურ ფერს ნელ-ნელა დაუბრუნდა". @Rthoens89



✸ "ჩემი შეყვარებულის დედა 30 დღის განმავლობაში იყო კომაში გულის მდგომარეობის გამო, რაც სადიეტო აბებმა გამოიწვია. გაღვიძებამდე ის ნამდვილი მწეველი იყო, დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს მაინც ეწეოდა. თუმცა, როცა საბოლოოდ გაიღვიძა, ამ ფაქტის გაგებისთანავე შოკში ჩავარდა გაოცებისგან. ამის შემდეგ ის აღარასდროს გაჰკარებია სიგარეტს". @Binxgamesandguitar



✸ "90-იანებში ჩემს დიდ ბებიას ინსულტი ჰქონდა. ის კომაში 3 კვირის განმავლობაში იყო და როცა გაიღვიძა, ინგლისურად ვერ საუბრობდა. მას მხოლოდ ჩოქტოს ტომის ინდიელების ენაზე შეეძლო ლაპარაკი. მან ეს ენა ბავშვობაში ისწავლა, როცა მისი ოჯახი ჩოქტოს ტომის დასახლებასთან ახლოს ცხოვრობდა და ჩემი დიდი ბებია ინდიელ ბავშვებთან თამაშობდა. ბავშვობაში ჩოქტოზე თავისუფლად საუბრობდა, თუმცა, დროთა განმავლობაში დაავიწყდა. ეს სიტუაცია 10 დღე გაგრძელდა, შემდეგ კი, ერთ დილას გაიღვიძა და ჩვეულებრივ დაიწყო ინგლისურად ლაპარაკი, ჩოქტოს ენიდან კი ერთი სიტყვაც არ ახსოვდა". @GoldH2O

image

✸ "დედაჩემი 3 თვე იყო სამედიცინო კომაში. როცა გაიღვიძა, თქვა, რომ ეზიზღებოდა, რა იდეალურად და სუფთად გამოიყურებოდა მისი ხელები, რადგან 3 თვე არაფერი გაურეცხავს და დაულაგებია". @CherrySlusheez



✸ "ჩემი ცოლი სამედიცინო კომაში 2 კვირის განმავლობაში იყო. როცა გამოიღვიძა, არეული მეხსიერება ჰქონდა, რაც დაფუძნებული იყო მასთან ოთახში მყოფი ადამიანების საუბარზე. მაგალითად, ფიქრობდა, რომ სამკურნალოდ ვაშინგტონში წაიყვანეს. როცა კომაში იყო, ჩემმა სიმამრმა მასთან ახსენა, რომ ახლახან დაბრუნდა ვაშინგტონიდან, საქმიანი მოგზაურობიდან. რაღაცნაირად ჩემი ცოლის ტვინმა ეს ინფორმაცია ისე აღიქვა, თითქოს თვითონ წაეყვანათ ვაშინგტონში. მას შემდეგაც კი, რაც ავუხსენით, სად იმყოფებოდა, რამდენიმე დღე დასჭირდა რეალობასთან შესაგუებლად". @kp1877



✸ "ჩემი ოჯახის კარგი მეგობარი 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში. საბოლოოდ, როცა გამოიღვიძა, გაიოცა, რატომ იყო მისი ცოლი ასეთი ასაკიანი. როგორც აღმოჩნდა, მას ბოლო 15 წლის მეხსიერება დაეკარგა (იცოდა, რომ 2 შვილი ჰყავდა, მაგრამ ისინი ბავშვებად ახსოვდა, მესამე შვილის არსებობაზე კი წარმოდგენა არ ჰქონდა). მას მეხსიერება არ დაბრუნებია. ყველაზე რთული იმის გააზრება იყო, როგორ ვერ იხილა საკუთარი შვილების გაზრდის პროცეს". @BsNLucky

image✸ "ენცეფალიტი დამემართა, რის შემდეგაც 3 დღე კომაში ვიყავი. გაღვიძების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მუსიკები, რასაც ვუსმენდი, 1.5-ჯერ სწრაფად იკვრებოდა ჩემს ტვინში. საბოლოოდ, ამის დაბალანსება შევძელი, თუმცა, ნამდვილი თავგადასავალი გამოვიარე". @HandofTheKing1



✸ "როცა 14 წლის ვიყავი, დავეცი და თავი დავარტყი. ტვინში სისხლი ჩამექცა. 2-3 დღის შემდეგ საავადმყოფოში გავიღვიძე და საერთოდ ვერ ვსაუბრობდი. ისე ვბოდავდი, როგორც პატარა ბავშვი. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემეძლო, იყო: "სად არის ჩემი თევზი და ჩიფსი?" როგორც აღმოჩნდა, უბედური შემთხვევაში მაშინ შემემთხვა, როცა დედაჩემი ჩემთვის სადილად თევზისა და ჩიფსის საყიდლად იყო წასული". @BigBizzle232



✸ "ორჯერ ვყოფილვარ კომაში. მეორე კომა პირველიდან რამდენიმე დღეში მოხდა. როცა გავიღვიძე, საერთოდ არაფერი მახსოვდა და ფეხებს შორის ჩადგმული კათეტერის გამო ვიფიქრე, რომ კაცი ვიყავი. სინამდვილეში ქალი ვარ". @Zombierabbitz



✸ "მამაჩემი 8 კვირის განმავლობაში იყო კომაში. როცა გაიღვიძა, თვალის ფერი სრულებით შეცვლილი ჰქონდა. კომამდე მწვანე თვალები ჰქონდა, შემდეგ კი - კაშკაშა ლურჯი". @StSym

image✸ "9 დღე ვიყავი კომაში. როცა გავიღვიძე, სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული. როცა აპარატიდან გამომაერთეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს სხეულს არ ახსოვდა, როგორ ესუნთქა. თავიდან მომიწია სუნთქვის სწავლა. ვერ ვხვდებოდი, როდის და რამდენი ხნით უნდა ჩამესუნთქა ჰაერი, რამდენ ხანს გავჩერებულიყავი და როდის ამომესუნთქა. მომიწია, მთელი ჩემი გონება ამ პროცესზე გადამერთო. ეს ძალიან უცნაური იყო. ნორმალური სუნთქვის უნარი დაახლოებით ერთ თვეში დამიბრუნდა". @DROPTHENUKES



✸ "11 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შემდეგ 3 დღიან კომაში ვიყავი. მახსოვს, როცა გავიღვიძე, ჩემი სხეული ძალიან დიდი მომეჩვენა. 2 ან 3 წლის მეხსიერება დაკარგული მქონდა და სქესობრივი სიმწიფე უკვე დამწყებოდა. ეს ყველაფერი ძალიან დამაბნეველი ჩანდა. მთლიანი მეხსიერება დაახლოებით 2 წელიწადში დამიბრუნდა". @Cbearington



✸ "ჩემი მეზობლის შვილი უბედურ შემთხვევაში მოყვა და სამედიცინო კომაში ჩავარდა. ექიმებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ, მას ყველაფერი ესმოდა, რასაც ეუბნებოდნენ, ამიტომ ესაუბრათ მასთან, ემღერათ საყვარელი სიმღერები და ა.შ. როცა ბიჭმა გაიღვიძა, იფიქრა, რომ ელვისი იყო. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, სანამ სიმართლეს შეეგუა. დღეს ის ელვისის პაროდისტად მუშაობს". @designgoddess

image✸ "ჩემი ბიძაშვილი სამედიცინო კომაში 3 თვეზე მეტ ხანს იყო. ამ დროის განმავლობაში სხეულის დაახლოებით 30% დაკარგა, რადგან კუნთები გამოიფიტა. მისი პირველი ფრაზა საკუთარი სხეულის ნახვის შემდეგ იყო: "დაგავიწყდათ, რომ ჩემთვის გეჭმიათ?" ამის მოსმენა ოჯახის წევრებისთვის საკმაოდ რთული იყო, რადგან ჩემი ბიძაშვილის უგონოდ ყოფნის დროს ყოველი წუთი მის საწოლთან ტირილში გაატარეს". @meccadeadly



✸ "ბიჭი, რომელსაც სკოლის პერიოდში ვხვდებოდი, ავარიაში მოყვა და დაახლოებით 6 თვე კომაში იმყოფებოდა. ისე მოხდა, რომ როცა გაიღვიძა, შოტლანდიური აქცენტი ჰქონდა. ოჯახი ვერაფრით მიხვდა, საიდან მოდიოდა ეს. საბოლოოდ, გააცნობიერეს, რომ როცა ჩემი მეგობარი პატარა ბავშვი იყო, მასთან შოტლანდიელი ბებია რჩებოდა და სწორედ მისი აქცენტი დაიმახსოვრა ტვინმა". @ihrie82



✸ "მამაჩემი მთელი ცხოვრება ჭამდა ხორცს. როცა კომაში ჩავარდა, სიარულის და საუბრის სწავლა თავიდან მოუწია. რა თქმა უნდა, მომვლელები ხორცსაც აჭმევდნენ. საბოლოოდ, როცა მან ლაპარაკი შეძლო, იკითხა, რატომ აჭმევდნენ ხორცს. როგორც აღმოჩნდა, კომის შემდეგ მამაჩემმა ვეგეტარიანელმა გაიღვიძა". @Sexybatman3



✸ "კომაში 9 დღის განმავლობაში ვიმყოფებოდი. გამოღვიძების შემდეგ ისეთი ელემენტარული რაღაცების თავიდან სწავლა მომიწია, როგორიც მოშარდვა ან საჭმლის გადაყლაპვა იყო". @jackie0h_






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

image


2. თუ ეს 9 თვისება გაქვთ, ესე იგი ცუდი ადამიანი ხართ

image


3. 15+ ფაქტი ადამიანის ფსიქიკაზე, რამაც შესაძლოა ღამით არ დაგაძინოთ

image

0
7916
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
7916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0