x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ასპერგერის სინდრომი - ტესტი
image
ეს ტესტი აჩვენებს, შესაძლებელია თუ არა, გქონდეთ ასპერგერის სინდრომი.

პასუხზე ''არა/არასოდეს'' დაიწერეთ 0 ქულა, პასუხზე ''ხანდახან'' - 1 ქულა, პასუხზე ''დიახ/ხშირად'' -2 ქულა.


1. მარტივია თქვენთვის თუ არა, აღწეროთ საკუთარი გრძნობები კონკრეტულ სიტუაციაში?

2. გიჭირთ საათის ცნობა?


3. გაქვთ ალტერნატიული, სხვებისგან განსხვავებული აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა არის მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესში?

4. ნაკლებად კონტაქტური ხართ?

5. გიჭირთ ანკეტის შევსება, ხშირად ყოყმანობთ?

6. გაქვთ ''წესები'', რომლებსაც არ არღვევთ?

7. გიჭირთ კონცენტრაცია ერთ რამეზე, მარტივად გეფანტებათ ყურადღება?

8. ხშირად ხდება ისე, რომ გადატანით ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით იგებთ?

9. როგორც წესი, დიდხანს აკვირდებით ადამიანს, რომელიც მოგწონთ და სულ არ უყურებთ მას, ვინც არ მოგწონთ?

10. გიყვართ ტრიალი (წრეზე, კარუსელზე და ა.შ.)?

11. სანამ სადმე წახვალთ, ან რამეს გააკეთებთ, წარმოიდგენთ, რა და როგორ შეიძლება მოხდეს, რომ თავი შეამზადოთ სიტუაციის ყველანაირი განვითარებისთვის?

12. ხშირად გეუბნებიან, რომ უადგილოდ იცინით/იღიმით?

13. ხშირად გიჭირთ სიშორის, სიმაღლის, სიღრმის ან სიჩქარის ზუსტად შეფასება?

14. ხელში ნივთებს ათამაშებთ ხოლმე?

15. ტრადიციული იუმორის გრძნობა გაქვთ?

16. არ მოგწონთ, როდესაც თქვენს უკან ვინმე მოდის?

17. ხშირად ვერ ხვდებით, რატომ აღიზიანებს ხალხს კონკრეტული საგანი/სიუაცია?

18. მოზარდობის პერიოდში ვერ ხედავთ ზღვარს, რა არის დასაშვები და მისაღები სოციუმისთვის და რა არა, სანამ კონკრეტულ ზღვარს არ გაგივლებენ?

19. გიყვართ მოგზაურობა?

20. გიმარტივდებათ ადამიანის ასაკის გამოცნობა მისი გარეგნობიდან გამომდინარე?

21. გაქვთ გრძნობა, რომ გამორჩეული, არაორდინალური ადამიანი ხართ?

22. წარმოგიდგენიათ, თითქოს ვინმე კონკრეტულ ადამიანთან გქონდათ რომანტიული ურთიერთობა?

23. გქონიათ შემთხვევა, როდესაც იცოდით კონკრეტული ადამიანის თქვენდამი ინტერესის/სიმპათიის შესახებ და შემდგომში გინანიათ რომ არ მიეცით შანსი, უფრო ახლოს გაგეცნოთ ერთმანეთი?

24. გჭირდებათ თუ არა მოტივაცია რამე კონკრეტული საქმის ბოლომდე მისაყვანად?

25. მოგწონთ ფრანგული კოცნა?

26. ინსტინქტურად გაშინებთ მოტოციკლის ხმა?

27. უცნობები თქვენთვის სექსუალურად უფრო მიმზიდველად აღიქმებიან ვიდრე კარგად ნაცნობი ადამიანები?

28. ასექსუალი ხართ?

29. უთქვამთ ხოლმე, რომ უცნაური დგომის პოზა ან სიარულის მანერა გაქვთ?

30. თუ ნაცნობ ტელეფონის ნომერს დაგიმარცვლავენ სხვანაირად, არა ისე, როგორც ადრე გიმარცვლავდნენ, გაგიჭირდებათ თუ არა მისი ცნობა( მაგ. 556-1-94-67-3 და არა 556-19-46-73)?

31. გაღიზიანებთ იარლიყი ტანსაცმელზე ან უბრალო მსუბუქი შეხება?

32. ხანდახან გინდებათ მოაცილოთ თქვენს ან სხვის ტანსაცმელს მასზე რაიმე შემთხვევით მოხვედრილი პატარა საგანი(ბუმბული, ხიჭვი, ფოთოლი და ა.შ.)

33. ინსტინქტურად ხვდებით, ტელეფონზე საუბრისას, თუ როდის არის თქვენი ჯერი, რომ ილაპარაკოთ?

34. რთულად იღებთ სხვებისგან კრიტიკას, შენიშვნებს, მითითებებს?

35. ხელზე ხელს უჭერთ ხოლმე, ხელისგულებს უსვამთ ერთმანეთს ან თითებს ატრიალებთ ერთმანეთის გარშემო(ნერვიულობის დროს მაგ.)?

36. როცა ფიქრობთ ან ნერვიულობთ, ხელებით ყურებს ან თვალებს იფარავთ?

37. ბუნებრივად თვლით, ხელი დაუქნიოთ ადამიანს ან მიესალმოთ შეხვედრისას?

38. კბენთ საკუთარ ტუჩებს, ლოყას ან ენას (მაგ. როდესაც ნერვიულობთ)?

39. გამოგდით ჯგუფური აქტივობები, ჯგუფში მუშაობა?

40. ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანები, რომლების მიმართაც გრძნობდით

ერთგვარ მიჯაჭვულობას, გიყენებდნენ თავიანთი მიზნებისთვის?

41. გიჭირთ დაამყაროთ ემოციური კონტაქტი ადამიანთან, გაიზიაროთ/გაუზიაროთ ემოციები?

42. როდესაც ახარისხებთ ინფორმაციას, როგორც წესი, მშვიდად და მონდომებულად აკეთებთ ამას?

43. იმისთვის, რომ დაიმახსოვროთ, რა როგორ კეთდება, თქვენთვის აუცილებელია ეს საქმე თქვენებურად გააკეთოთ?

44. არასასიამოვნო სამუშაოს ნელა და უხალისოდ ასრულებთ?

45. უთქვამთ, რომ ხანდახან აშტერდებით ადამიანს?

46. გიჭირთ ისწავლოთ ის, რაც არ გაინტერესებთ?

47. შედარებით დაბალი ტონით საუბრობთ, ვიდრე სხვები?

48. მოგწონთ ხალხმრავალი ღონისძიებები?

49. მოგწონთ ადამიანებზე\ცხოველებზე დაკვირვება?

50. გაქვთ განსაკუთრებული, არაორდინალური შესაძლებლობა, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებთ?

51. ნაცნობებთან პირისპირ საუბარი გირჩევნიათ თუ ჯგუფში ამჯობინებთ ურთიერთობას?

52. გაღიზიანებთ, როდესაც იატაკზე ფეხით აკაკუნებენ/აბრახუნებენ?

53. რომანტიულ გარემოში თავს თავისუფლად გრძნობთ?

54. გიგრძვნიათ თუ არა სასიამოვნო ჩხვლეტა თავის ან ზურგის არეში, როგორც რეაქცია სასიამოვნო ხმაზე?

55. გინერვიულიათ იმაზე, რომ საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოთქვამთ და შეიძლება სხვებმაც გაიგონონ?

56. როდესაც დაღლილი ხართ, გაღიზიანებული ან როდესაც თავს თავისუფლად გრძნობთ, ამბობთ ხოლმე ისეთ რამეებს, რაც სოციალურად მიუღებლად ითვლება?

57. გირჩევნიათ, შექმნათ თქვენი მორალურ-რელიგიური პრინციპები, რათა მიყვეთ მათ და არა ირგვლივ საყოველთაოდ მიღებულ ალტერნატიულ ''წესებს''?

58. ყოველთვის ყველაფერში ეძებთ კანონზომიერებას(სტრუქტურაში, ნახატში, სქემაში, ნივთებში)?

59. სტრესის დროს ითიშებით ან ემოციურ სისუსტეს გრძნობთ?

60. საქმის წარმატებით დასამთავრებლად გჭირდებათ წერილობითი დაგეგმვა (გრაფიკი, სქემა, ჩანაწერები..)?

61. გაღიზიანებთ, როდესაც ადამიანები აგვიანებენ ან დათქმულზე ადრე მოდიან შეხვედრაზე?

62. გაგონილი მელოდიების აკვიატება გჩვევიათ?

63. თქვენი საქმიანობა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვან საქმედ აღიქმება, ვიდრე სხვებისთვის?

64. საკუთარ თავს ელაპარაკებით ხოლმე?

65. თუ რამის კეთება შეგაწყვეტინეს, შემდგომში უპრობლემოდ აგრძელებთ საქმიანობას იქედან, სადაც შეგაწყვეტინეს?

66. იღებთ თუ არა მარტივად კრიტიკას, რჩევებს, მითითებებს?

67. გგონიათ, რომ ადამიანებმა იციან თქვენი აზრების, გამოცდილების და დამოკიდებულების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენ ამ თემაზე მათთან არ გისაუბრიათ?

68. გიჭირთ, მიიღოთ შეტყობინება ტელეფონით საუბრისას და უშეცდომოდ გადასცეთ ის მესამე პირს?

69. თქვენი იუმორის გრძნობა არ ითვლება ნორმალურად/სხვებისთვის მისაღებად?

70. იცავთ თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც მოგწონთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს თქვენთვის არ უთხოვიათ?

71. ამაყობთ საკუთარი თავით?

72. შეგიძლიათ სახის გამომეტყველების სწორად აღქმა/გამოცნობა?

73. ყურადღებით აკვირდებით თუ არა იმ ადამიანის თმებს, რომელიც მოგწონთ?

74. სოციალურ საკითხვებთან დაკავშირებით გიჭირთ პასუხის გაცემა?

75. როცა ნერვიულობთ დადიხართ ხოლმე წინ და უკან ან წრეზე?

76. მხოლოდ იმ ადამიანს ეხუტებით, ვისთანაც ურთიერთობაში იმყოფებით?

77. ერიდებით სიტუაციას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ შეგაქონ?

78. მალე კარგავთ მოთმინებას/ღიზიანდებით, თუ ვერ პოულობთ პრობლემის გადაჭრის გზას?

79. თქვენთვის შედარებით რთულია მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება?

80. ხშირად ვერ გიგებენ?

81. ეძებთ თუ არა იმ იდეების სუსტ წერტილებს, რომლებსაც არ იზიარებთ?

82. ძირითადად სიმპათიას გრძნობთ იმის მიმართ, ვისაც თავადაც მოსწონხართ?

83. უჩვეულო თმები გაქვთ( ძალიან დახვეული, ძალიან თხელი და ა.შ.)?

84. გიჩნდებათ ხოლმე ქუჩაში სურვილი, გადაახტეთ ნივთებს/საგნებს?

85. გიჭირთ ლექციის ჩაწერა?

86. თუ ერთდროულად რამდენიმე მითითებას გაძლევენ, იბნევით?

87. არ მოგწონთ დაუპატიჟებელი სტუმრები?

88. შეწყვეტთ მეგობრობას იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი იდეალები კონფლიქტში მოდიან ერთმანეთთან?

89. ახალი ადგილის მოძებნა გიჭირთ ხოლმე?

90. მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის, იპოვოთ საქმიანობის ისეთი სფერო, სადაც გექნებათ უნიკალური კომპეტენციები/შესაძლებლობები?

91. სიტყვიერ მითითებებს მარტივად იმახსოვრებთ?

92. ხშირად აწყვეტინებთ თანამოსაუბრეს?

93. ხშირად მიგიღიათ/აღგიქვამთ ხმაური სიტყვებად/კონკრეტულ ხმად?

94. უთვალთვალებთ/ამოწმებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მოგწონთ?

95. ყოფილხართ კონკრეტულ ადამიანებთან უფრო მიჯაჭვული, ვიდრე სხვებთან?

96. როდესაც რაიმე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, გავიწყდებათ სად და რა ვითარებაში იმყოფებით?

97. გაქვთ არაორდინალური სექსუალური სურვილები?

98. გიჭირთ ადამიანის ასაკის გამოცნობა მისი გარეგნობის მიხედვით?

99. მონოტონური ხმა გაქვთ?

100. გრძნობთ თუ არა ამინდის, ჰაერის წნევის ცვლილებას?

101. გიჭირთ მიახლოება ადამიანთან, რომელიც მოგწონთ?

102. გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ნათელი შუქის მიმართ?

103. დასამშვიდებლად ირწევით თუ არა წინ და უკან ან იქეთ-აქეთ?

104. გიადვილდებათ ურთიერთობის დამყარება უცნაურ ხალხთან?

105. იმდენად ხართ კონცენტრირებული იმაზე, რაც გაინტერესებთ, რომ აიგნორებთ ყველაფერს ირგვლივ?

106. სხვა ადამიანების გეგმებს შლით/ფუშავთ?

107. საუბრისას უფრო ფოკუსირდებით თქვენს საკუთარ აზრზე და არა იმაზე, თუ რას ფიქრობს თქვენი მსმენელი?

108. ყველაფერს აკეთებთ თქვენებურად, მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვისი დახმარება, გამოცდილება?

109. მოგწონთ ნელა გამდინარე წყლის ყურება?

110. როდესაც ხელებით რამეს აკეთებთ, გრძნობთ რამდენად ძლიერად/სუსტად უნდა იმოქმედოთ საგანზე?

111. გიჭირთ სახეზე ემოციის წაკითხვა?

112. კარგი სმენა გაქვთ?

113. გიჭირთ თუ არა აღწერა სიტუაციის, საუბრის, ნივთის?

114. ხანდახან გრძნობთ თუ არა შიშს უსაფრთხო სიტუაციებში?

115. გაღიზიანებთ თუ არა, როდესაც ერთი ადამიანი ეწინააღმდეგება მთელი ჯგუფის აზრს?

116. გაქვთ სურვილი იცოდეთ მეტი ნაცნობების ცხოვრების სტილის შესახებ?

117. ხშირად გამოხატავთ ემოციას/გრძნობას ისე, რომ სხვებს აბნევთ/აკვირვებთ?

118. საუბრისას გჭირდებათ დრო პასუხის გასაცემად და თქვენი პასუხის მერე სიჩუმე ისადგურებს ხოლმე?

119. მორცხვი ხართ?

120. მოგწონთ ქორწილამდე ტრადიციული ურთიერთობა?

121. გრძნობთ, თითქოს ვინმე გითვალთვალებთ?


ტესტი არ ცვლის პროფესიონალურ დიაგნოსტიკას.ზოგიერთი კითხვა კვლევისმიზნითაა ჩართული და არ არის დაკავშირებული აუტისტურ სქექტრთან.ტესტში ჩართულია საკონტროლო კითხვები პასუხის სიზუსტის გადასამოწმებლად.ზოგიერთი კითხვა ჩამოყალიბებულია ისე, რომ ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანმა უპასუხოს ''დიახ'', ზოგიერთი კი ისე, რომ უპასუხოს ''არა''

100ქულაზე მეტს თუ დააგროვებთ, დიდი ალბათობის ასპერგერის სინდრომი გაქვთ, ხოლო თუ 120ქულაზე მეტს დააგროვებთ-დანამდვილებით ასპი ხართ))

წყარო: https://aspergers.ru/tests (ეს იყო ერთადერთი საიტი, სადაც იდო ტესტის შეფასების მექანიზმიც)





0
516
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0